10:49 | 12 მარტი, 2015
რა არის დიდი პრობლემის სათავე?ქართული საგანმანათლებლო სისტემისა და სპორტის ერთობლივი სატკივარია, რომ ჩვენი ქვეყნის საჯარო სკოლებში სპორტის მასწავლებლები სათანადო ცოდნისა და მომზადების დონით ხშირ შემთხვევაში ვერ პასუხობენ არათუ ევროპულ, არამედ ზოგად სტანდარტებს, რაც სპორტის მასწავლებელს ალბათ ყველგან უნდა მოეთხოვებოდეს. ამის მიზეზებზე ადრეც ვისაუბრეთ და ახლაც ვიტყვი, რომ სკოლებში სპორტის სწავლებისადმი არცთუ სერიოზული დამოკიდებულებაა.
10:48 | 08 მარტი, 2015
ჩვენი ფეხბურთის წითელი წარსულისაქართველოს საფეხბურთო კლუბების უმეტესობა დასაბამს საბჭოთა კავშირის პერიოდიდან იღებს. რეალობაა ისიც, რომ ჩვენი გუნდების დიდი ნაწილი სწორედ მაშინ შეიქმნა, როდესაც ქვეყანაში ე.წ. “წითელი ტერორი” მძვინვარებდა და ნაძალადევი კოლექტივიზაციის გამოისობით ათეულობით ათასი ადამიანი გაუყენეს ციხეებისა და გულაგების გზას.
10:41 | 05 მარტი, 2015
შერეკილიგადარეული ბიჭი იყო ჯერ კიდევ ფეხბურთელობის დროს და თამაშისას მისი სახის მიმიკითაც მიხვდებოდი რა ემოციებშიც დააბოტებდა ბურთთან ერთად. მერე წლებმა თავისი ქნა, ამას კოჭის ტრავმაც დაემატა და ახლა ბავშვებს ავარჯიშებს თბილისის გარეუბანში მდებარე ხრიოკ მინდორზე. ისმება კითხვა: რატომ დაჰყავთ ბავშვები მშობლებს მაინცდამაინც მის გუნდში როდესაც გუნდების არჩევანი ასეთი დიდია და ამ გუნდში კი ელემენტარული სამწვრთნელი პირობებიც კი არაა?
10:26 | 01 მარტი, 2015
წვიმიან საღამოს, შუაგულ ბასკეთში...ახლა წესით ევროპის ლიგაზე ”ფიორენტინას” ლამაზი გამარჯვების შესახებ უნდა ვწერდე ბლოგს და თუ რატომ უნდა ვწერდე, ამის განმარტებას აქ ნამდვილად არ დავიწყებ. ახლა წესით იმაზეც უნდა ვწერდე, რომ ”ბარსელონამ” მიუხედავად ლეო მესის უგერგილო თამაშისა, მაინც ალაგმა მანჩესტერული კლუბი...
11:36 | 22 თებერვალი, 2015
დიახ, ”სან კრისტოვაო” ჯერ კიდევ ცოცხალია!”სან კრისტოვაო”, შენ ისევ ცოცხალი ხარ?” – ესაა ერთ-ერთი ნოველა იგორ ფესუნენკოს დიდებული წიგნიდან, “პელე, გარინჩა, ფეხბურთი”. მე თუ მკითხავთ, ეს წიგნი და დასახელებული ნოველა არის საუკეთესო, რაც ფეხბურთზე დაწერილა და ქართულ ენაზე თარგმნილა.
11:10 | 19 თებერვალი, 2015
უკრაინული საფიქრალისანამ ევროპაში მორიგი ზღაპარი იწერება სახელად: “რუსეთთან დადებული ხელშეკრულება“, კვლავ დიდი კითხვის ქვეშ დგას იმ უკრაინული საფეხბურთო კლუბების ხვალინდელი დღის საკითხი, რომლებიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოხვდნენ.
10:18 | 15 თებერვალი, 2015
კვადრადო, “ჩელსი”, მონტელა და... მორალიხანდახან წაიზარმაცებს ხოლმე, ზოგჯერ აფერისტიცაა, არის შემთხვევები, როცა გიჟივით იქცევა და ყველას ნერვებს უშლის, მაგრამ ისიც უდავოა, რომ კოლუმბიელი ხუან კვადრადო ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი მოქმედი ფეხბურთელია. ამიტომაც იყო, რომ მისი გადაბირება არაერთ დიდ კლუბს სურდა.
10:51 | 12 თებერვალი, 2015
ორი დიეგოარგენტინელ კაცს, როდესაც სახელად დიეგო ჰქვია, მასზე უმალ ერთი ჩაპუტკუნებული, ხუჭუჭა ბიძაკაცი ახსენდებათ ხოლმე, რაც სულაც არაა გასაკვირი, რადგან იმ ჩიკორივით ჩამრგვალებულმა კაცმა არგენტინისათვის იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე ერთ ადამიანს ზოგადად ხელეწიფება. მაგრამ, იქნება კი სულ ასე? სახელი დიეგო მარად მარადონასთან დარჩება ასოცირებული? მე თუ მკითხავთ არა!
10:46 | 08 თებერვალი, 2015
გაუმარჯოს ტყიბულელ ქომაგებს!ბოლო პერიოდში, ინტერნეტის ერთ–ერთი სოციალური ქსელის საშუალებით, დიდი ინტერესითა და სიხარულით ვადევნებ თვალს ტყიბულში, ადგილობრივი საფეხბურთო კლუბ “მეშახტის“ ქომაგთა აქტიურობას. ისინი შიშველი ენთუზიაზმის ხარჯზე მათი ქალაქისა და კლუბისათვის მეტად საჭირო საქმეს აკეთებენ და “მეშახტის“ ფან–კლუბს ყოველგვარი “ზემოდან“ დაფინანსების გარეშე აყალიბებენ.
11:00 | 05 თებერვალი, 2015
გერმანია ძლიერია, მაგრამ...სხვისი რა გითხრათ და მე საქართველოს ნაკრების გერმანიასთან თამაშამდე დაახლოებით ისეთი გრძნობა მაქვს, როგორც სკოლაში მისვლის პირველ დღეს მქონდა. შეუცნობელი, შიშითა და აუცილებელი (მეტ-ნაკლებად გაცნობიერებული) უბედურების განცდით აღსავსე მოლოდინი.
11:21 | 01 თებერვალი, 2015
თბილისი ევროპის სუპერთასის მოლოდინშისიმართლე რომ გითხრათ, ბევრად უფრო მეტ აჟიოტაჟს მოველოდი იმასთან დაკავშირებით, რომ წელს, 11 აგვისტოს, თბილისში ევროპული სალუბო ფეხბურთის სეზონის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი – ევროპის სუპერთასი უნდა გაიმართოს. ჩვენს გულშემატკივარს ხომ ასე ძალიან მოენატრა ჭეშმარიტად დიდი ფეხბურთის ცოცხლად ნახვა და იმაზე დიდი მატჩი რა უნდა იყოს, როდესაც ერთმანეთს ევროპის ორი მთავარი საკლუბო ტურნირის გამარჯვებულები ხვდებიან...