ბლოგი
ლევან სეფისკვერაძე

12:22 | 31 ოქტომბერი, 2015

მოდი ვნახოთ “რომა”

ავად თუ კარგად, წვალებითა თუ ოფლისდენით, გარჯითა თუ იღბლის ძალით, საფეხბურთო კლუბი ”რომა” როგორც იქნა იტალიის ჩემპიონტის პირველ საფეხურზეა დაბრძანებული და ამ კლუბის ამბიციურ ტიფოზერიას რომ კითხოთ, არაფრის დიდებით არ აპირებენ პირველი ადგილიდან ჩამოსვლას.

ლევან სეფისკვერაძე

22:11 | 23 ოქტომბერი, 2015

ხერარდო მარტინო წარსულის გადმონაშთია!

არგენტინის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ-ორ მატჩში ნამდვილად ითამაშა ის ფეხბურთი, რამაც ყველა ალაპარაკა, მაგრამ დადებითი ნაკლებად იყო ამ საუბრებში.

ლევან სეფისკვერაძე

13:35 | 18 ოქტომბერი, 2015

ალბანური ოცნება

ისლანდია, ალბანეთი, სლოვაკეთი, უელსი – ესაა ის ქვეყნები, რომელთა საფეხბურთო ნაკრებებიც 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე გავიდნენ. შური და ბოღმა აბა რა ადამიანის საკადრიასია? ამიტომ, მოდით გადავდოთ ჩვენი ავი ფიქრები და გულრწფელად მივულოცოთ ამ ქვეყნების მკვიდრთ ასეთი დიდი წარმატება და მხოლოდ ამის შემდეგღა მივცეთ თავს კაეშნისა და გულისტკივილის უფლება.

ლევან სეფისკვერაძე

14:05 | 10 ოქტომბერი, 2015

სწორად კვებიდან სწორად ცხოვრებამდე...

სპორტსმენისათვის სწორად შერჩეული კვებითი რეჟიმი ისეთივე მნიშვნელოვანია როგორც კარგი მწვრთნელი. მით უმეტეს ახალგაზრდა სპორტსმენისათვის, რომელიც კარიერის სტარტზევე უნდა მიეჩვიოს სწორად და ჯანსაღად კვებას და თავიდანვე უნდა ირწმუნოს, რომ ყუათიანი საკვები ხშირად პრობლემების შემქმნელი უფროა, ვიდრე დიდი სიკეთის მომტანი.

ლევან სეფისკვერაძე

10:53 | 04 ოქტომბერი, 2015

სამართლიანობის გარეშე

ალბათ ძალიან ცდებიან ის ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ფეხბურთი სამართლიანი სპორტია და მატჩისას წარმატების მიღწევა ყველას თანაბრად ხელეწიფება. ამ შეხედულების სიმცდარეს, თუნდაც მასპინძლის ფენომენი და მასთან დაკავშირებული მთელი რიგი უსამართლობები ადასტურებს.

ლევან სეფისკვერაძე

10:36 | 28 სექტემბერი, 2015

პან რობერტის ხუთგოლიანი სასწაული

მოდით მაგარი სანაძლეო დავდოთ იმაზე, რომ თბილისის ქუჩაში გაჩერებული ყოველი ათი ადამიანიდან მინიმუმ ხუთს მაინც არ ეცოდინება ვინ არის რობერტ ლევანდოვსკი.

ლევან სეფისკვერაძე

13:20 | 20 სექტემბერი, 2015

“იუვე” და ადამიანები

თუკი ჯერ ისევ თვლემ და ფეხბურთის გამო ღამის თევა ცოტა გეზარება კიდეც, ყოველთვის უნდა გახსოვდეს, რომ არსებობს შავად გახუხული კაცი სახელად პოლ პოგბა, რომელსაც შეუძლია ჩათვლემილი გამოგაფხიზლოს, მოშვებული და ილაჯგაცლილი, ფეხბურთის იშტაზე მოგიყვანოს და არასოდეს შეგეშინდეს მომავლის, რადგან ამ კაცს შეუძლია შემდეგი წუთები უცნაურად გაგიფერადოს და შემოდგომის ერთი ჩვეულებრივი გრილი დღე განსაკუთრებული გახადოს.

ლევან სეფისკვერაძე

15:50 | 13 სექტემბერი, 2015

კალათბურთი – ეიფორია და საფიქრალი

იმ საერთო სიხარულისა და ეიფორიის ფონზე, რაც ჩვენი კალათბურთელების ევროპის ჩემპიონატზე წარმატებულ გამოსვლას მოჰყვა, მართლაც რთულია ქართულ კალათბურთში არსებულ პრობლემებზე ისაუბრო. განსაკუთრებით მაშინ, თუკი ჩვენი ხალხის ცოტა უცნაურ ბუნებას გავითვალისწინებთ და კარგად ვიცით, რომ ქართველს პრობლემებზე პირდაპირ საუბარი სძულს და ესიკვდილება. მაგრამ მოდით სათქმელი ზუსტად ახლა ვთქვათ და იქნებ ახლა მაინც შეისმინოს ვინმემ.

ლევან სეფისკვერაძე

10:51 | 06 სექტემბერი, 2015

მიმქრალი იმედების გაცოცხლება

გამარჯვება ყოველთვის სასიხარულოა, ვისთანაც არ უნდა იყოს და როცა არ უნდაიყოს. მით უმეტეს, თუკი გამარჯვებას ისე ხარ დანატრებული, რომ აღარ უყურებ შეცდომებსა და ადვილად შესამჩნევ პრობლემებსაც კი. ფეხბურთი ალბათ იმიტომაც არსებობს, რომ გამარჯვების სიხარული გაიზიარო და სადაც ეს სიხარული ნაკლებია, იქ საერთოდ აზრს კარგავს მსოფლიოში უპირველესი სპორტის სათამაშო სახეობის ცქერა და გულშემატკივრობა.

ლევან სეფისკვერაძე

12:56 | 30 აგვისტო, 2015

“მილანის” ჭირ-ვარამი

რამდენიმე თვის წინ, იტალიელმა საფეხბურთო მიმომხილველმა და “მილანის” გადარეულმა ტიფოზმა, ტიციანო კრუდელიმ, (რომელიცრატომღაც ყველას ერთი ჩვეულებრივი შეშლილი ტიფოზი ჰგონია და მის სხვა უნარებს ნაკლებ ყურადღებას აქცევენ) მეტად საგულისხმო რამ თქვა.

გიორგი მელქაძე

13:36 | 26 აგვისტო, 2015

დაუფასებელი ბორჯღალი

სპორტის გუნდურ სახეობებში თუ სადმე მეტ-ნაკლები წარმატება გვაქვს, ეს უწინარესად რაგბია. ამის ფონზე შეიქმნა დევიზი – “რაგბი ჩვენი თამაშია” – რთულია არ დავეთანხმოთ. ზედიზედ მეოთხე მსოფლიო თასის მოლოდინი და დღესდღეობით IRB—ის რეიტინგში მე-13 პოზიცია. სწორედ ასეთია საქართველოს მორაგბეთა ნაკრების შედეგი. რაც უდავოდ საამაყოა.

<< პირველი<< წინა3233343536373839404142შემდეგი >>
0.295915