18:10 | 10 აპრილი, 2016
ჩვენებური უცნაურობებიყველა ძალიან გაგვახარეს ჩვენმა ჰოკეისტებმა. რასაკვირველია ჩვენთვის ჰოკეი მაინც უცხო ხილია და ისიც ვიცით, რომ საქართველოს ჰოკეის ნაკრები კიდევ კარგა ხანი ვერ იქნება (საერთოდ ოდესმე თუ იქნება) ჩრდილოეთის ყინულიანი ქვეყნების დარი, მაგრამ როდესაც შენები იგებენ, ყოველთვის სასიხარულოა. თუმცა ამჯერად, ისევე როგორც სპორტის სხვა სახეოებებში გამარჯვების შემდეგ კვლავ დაიწყო უკვე ტრადიციად ქცეული გოდება და პარალელების გავლება ფეხბურთთან და ჩვენს ბეჩავ ფეხბურთელებთან.
19:00 | 03 აპრილი, 2016
თავი დავანებოთ ოცნებებს!როდესაც ვლადიმერ ვაისი საქართველოს ნაკრების მწვრთნელად დაინიშნა, რამდენჯერმე დავაპირე ამ მნიშვნელოვან ამბავზე დამეწერა, მაგრამ ყოველთვის ბოლო მომენტში ვიკავებდი თავს. ამის მიზეზი პირველ ყოვლისა ისაა, რომ ძალიან რთულია ადამიანზე წერო მაშინ, როდესაც მხოლოდ და მხოლოდ მისი განვლილი (სხვათა შორის საკმაოდ საინტერესო) ისტორიაა ხელისგულზე, რეალობა კი ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ არაერთხელ ასცდენია ისტორიას.
15:57 | 27 მარტი, 2016
სპორტული წარმატების საიდუმლობევრი ფიქრობს, რომ სპორტში წარმატების მიღწევა ძირითადად სპორტსმენის თანდაყოლილ ტალანტზეა დამოკიდებული და ჩემპიონები მხოლოდ განსაკუთრებული ნიჭის მქონე ადამიანები ხდებიან.
14:48 | 20 მარტი, 2016
მუშტის კრივი თბილისშიმუშტის კრივი იყო საქართველოს ქალაქებში გავრცელებული სამხედრო-სპორტული თამაში, რომელიც იმართებოდა ძირითადად კვირა – უქმე დღეებში უბნებს შორის. თბილისში მუშტის კრივის დროს ერთმანეთის წინააღმდეგ გამოდიოდნენ ქალაქის ჩრდილოეთი და სამხრეთი (”ზემო” და ”ქვემო”) უბნები. მათ შორის საზღვარი იყო სიონის ტაძარი. ზემო უბანში შედიოდა: კუკია, გარეთ უბანი, ავლაბრის ჩრ. ნაწილი და ჩუღურეთი; ქვემოში – მაიდანი, სეიდაბადი, ხარფუხი, შავი სოფელი და ავლაბრის სამხ. ნაწილი. მოკრივენი მკერდგაღეღილნი, ჩოხის კალთებ აკეცილნი და ხშირად ფეხშიშველნიც კი იბრძოდნენ. ზოგი კი დაჩოქილი კრივობდა.
19:46 | 13 მარტი, 2016
დარდი, რომელიც არასოდეს გვტოვებსმახსოვს და ალბათ არც არასოდეს დამავიწყდება ქართული ტელევიზიის მიერ გადაცემული სულ პირველი ჩემპიონთა ლიგის გათამაშების პირველი რეპორტაჟები. ეს 1999 წლის შემოდგომაზე მოხდა. მაშინ ლიგაში ფლორენციის “ფიორენტინა” თამაშობდა და გაბრიელ ბატისტუტა სასწაულებს სჩადიოდა. მაშინაც და ახლაც, ქართველებს ძალიან მოგვწონდა შედარებით სუსტი გუნდების მიერ ძლიერთა ძლევის პრეცენდენტები და ამის მიზეზი ჩვენივე ცხოვრება იყო. ჩვენ ხომ ტერიტორიებწართმეული, დაჩაგრული, ნახევრად მშიერი, გამწარებული ხალხი ვიყავით და გაფუფუნებული “არსენალის” მძლეველ ბატისტუტაში ქვეცნობიერად საკუთარ თავებს და ქართულ მარადიულ ოცნებას ვხედავდით.
20:50 | 06 მარტი, 2016
“შავ-თეთრი” ფერადოვნება, ანუ ცოტა რამ “იუვენტუსის” ქართულ ფან-კლუბზემე მგონი ყველას გვყავს თუნდაც ერთი მეგობარი, რომელიც ტურინის “იუვენტუსს” გულშემატკივრობს და რომელსაც მიაჩნია, რომ სამყაროს მთელი სიკეთეები, ბედნიერება და ყოველივე დიადი, ალესანდრო დელპიეროში იყო თავმოყრილი. “იუვენტუსი” - ეს ის კლუბია, რომელსაც აურაცხელი წელია ევროპაში არაფერი მოუგია, მაგრამ მისი ქომაგები საქართველოსთანა პატარა და უცნაურ ქვეყნებშიც კი არ მცირდება. რატომ? პასუხი უმარტივესია – ჩვენ ხომ “იუვენტუსზე” ვლაპარაკობთ!
10:23 | 29 თებერვალი, 2016
ზიდანი “წყალქვეშა ნავის” კაპიტნადზინედინ ზიდანის გადაწყვეტილება, რომ მადრიდის “რეალს” ჩასდგომოდა სათავეში, თავიდანვე უცნაური და ერთგვარად პროვოკაციული იყო.
17:50 | 14 თებერვალი, 2016
ბირჟაამასწინათ, ერთ-ერთმა ჩვენებურმა ფეხბურთელმა ინტერვიუს დროს ერთგვარი სიამაყით თქვა, რომ ბირჟაზე მდგარა, ახლაც ხშირად დგას და მომავალშიც დადგება, რადგან მისი აზრით ბირჟა ადამიანს “კაცობას” ასწავლის.
20:02 | 08 თებერვალი, 2016
“ძია გენო” - კაცი, რომელიც ყველას უყვარდა..გარდაიცვალა ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი, 45 წლის გენო ზაზაძე. “45 წელი სასჯელად, ვერ შევეპუე. იქით ვერკინე ბედის განმრიგეს, ბევრჯერ დავმარცხდი, მოწყალეც რატომღაც ჩემთან არ იყო, ყოველთვის ძმა და ძმაკაცი მყავდა მოსარჩლე მფარველი.. გეფიცებით, ჩემი არ მტკივა.. ხვალ, რომ შემოვალ ყველა თქვენგანი მომწერს.. ბედნიერი ვარ.. მიყვარხართ..” –ეს გენო ძიას ერთ-ერთი ბოლო პოსტი იყო სოციალურ ქსელში.
16:02 | 07 თებერვალი, 2016
მესის მზერარომ შეხედავ ხომ ჩანჩურა ვინმეა, ხომ სულ თავდახრილი დადის და საუბრის დროსაც ბევრს არაფერს ამბობს გულმისავალსა და კბილჩასაჭიდს, მაგრამ ლეო მესისაც აქვს რაღაც "ისეთი", ჩვენში რომ სიგიჟედ და ცეცხლოვნად უხმობენ. რაღაცნაირად იცის ხოლმე გამოხედვა, როდესაც საჯარიმოს დასარტყმელად მიდის. ძალიან რაღაცნაირად... ქვემოდან იხედება, ცოტა ქვეშქვეშა მზერით და ერთგვარი ნიშნის მოგებაც კი იგრძნობა ამ მზერაში - თქვენ რა იცით ახლა მე თავში რა ფიქრები მიტრიალებსო. მერე გამოირბენს, დაარტყამს ბურთს და ისე კოხტად შეაბზრიალებს კარში - თქვენი მოწონებული.
17:05 | 31 იანვარი, 2016
დიალოგი უცნაურ თემაზე- თავიდან თითქოს შეთანხმებულად აპირებდნენ მუშაობას და ვერ გამიგია რატომ გადაეკიდნენ ერთმანეთს ეგრე. იმასაც ვერ ვხვდები, რა მოტივაცია შეიძლება ქონდეს უფროსს, რომელიც ახლაღა გაუფროსდა და წესით მხოლოდ თბილ ღიმილს უნდა აფრქვევდეს ირგვლივ.