12:33 | 17 ნოემბერი, 2019
ცნობილი “რუსული გაძურწვა“ ელადაშიძალიან დიდი ძალისხმევაა საჭირო იმისათვის, რომ უცხოეთში მყოფმა ქართველმა ლუდხანაში შეკრებილი ხალხი დაარწმუნო, ბარში ცადაზიდულ ერთადერთ დიდ ეკრანზე შვეიცარიისა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებთა მატჩი ჩართონ და არა სხვა ნებისმიერი. არ ვიცი, შეიძლება ჩვენაც ასე ვქნათ, თუკი მაგალითად ალბანელი ტურისტი მაინცდამაინც ალბანეთის ნაკრების მატჩის ჩართვას მოითხოვს მაშინ, როდესაც მომდევნო ორი საათის მანძილზე შესაძლოა ევროპის გრანდების შეხვედრებზე “მოვცდეთ“.
10:01 | 10 ნოემბერი, 2019
ქართველები და ნინძებიამასწინათ ერთი კაცი იძახდა, იაპონიაში მოგზაურობა ისეთი ძვირია, იქ საქართველოდან კაცი რომ წავიდეს, ან სუმო უნდა ტარდებოდეს, ან ჩვენი მორაგბეები თამაშობდნენ და ან ნინძებთან მქონდეს შერკინებაო. ხუმრობა იქით იყოს და ამ ბოლო დროს იაპონიასთან იმდენი საერთო გამოგვიჩნდა, რომ არაა გამორიცხული ქართველებმაც დავიწყოთ ნინძების საბრძოლო ხელოვნებაში უკეთ გარკვევა. ნინძების ისტორია და მათთან დაკავშირებული ამბები კი იმდენად საინტერესოა, რომ მგონი მართლაც ღირს ამ თემით უფრო მეტად დაინტერესება.
11:48 | 03 ნოემბერი, 2019
გიჟი მარკის ამბავიმის სურათს ევროპის მრავალი სტადიონის სალაროებშიც იხილავთ წარწერით_ნუშეუშვებთ! ყველაფერი კი ასე დაიწყო..
10:03 | 20 ოქტომბერი, 2019
საქართველო მხოლოდ თბილისი არ არის!არც ისე ბევრჯერ იყო შემთხვევა, როდესაც საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა საშინაო მატჩი თბილისის გარეთ ჩაატარა. ახალგაზრდულ და ასაკობრივ ნაკრებებს ეს საყვედური ნაკლებად ეთქმით, რადგან როგორც წესი ეს გუნდები უმეტესწილად თბილისსგარეთ მასპინძლობენ მეტოქეებს. ეროვნული ნაკრები კი ეს ბოლო წლებია მთლად “გათბილისურდა“ და ამას ცხადია თავისი ობიექტური მიზეზებიც გააჩნია.
16:15 | 06 ოქტომბერი, 2019
“სპარტაკი” “სპარტაკის” ნაცვლადსაქართველოში ალბათ ძალიან ცოტამ იცის, რომ საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატში მოთამაშე კლუბის – ცხინვალის “სპარტაკის” პარალელურად, კოკოითმა და მისმა რეჟიმმა შექმნა “ალტერნატიული” ცხინვალის “სპარტაკი, რომელიც ერთი პერიოდი რუსეთის ჩემპიონატის მეოთხე ლიგაში გამოდიოდა და ამ დანაშაულებნრივ ფაქტზე რეაგირებას არც ფიფა ახდენდა, არც უეფა.
13:15 | 29 სექტემბერი, 2019
ნინონინო რომ გავიცანი, სულ 11 წლის იქნებოდა. ბავშვების მიერ სახელდახელოდ ამოთხრილ და ნახერხჩაყრილ ორმოში თავისზე დიდ ბიჭებს ებღლარძუნებოდა და ისეთი გაუტეხელი რამ იყო, ბევრი ბიჭი არიდებდა თავს მასთან დაჭიდებას. ჭიდაობაზე მეტად, ბიჭებს რომ ამარცხებდა, ის მოსწონდა. სოფლელი ბავშვებისათვის განსაკუთრებული ხიბლი კი ქალაქელების ძლევას აქვს და ვერც კი მივხვდი ისე აღმოვჩნდი ნახერხიანი ორმოს შუაგულში, ნახერხით სავსე თმებიანი ანჩხლი გოგოს პირისპირ, რომელიც კატასავით მეპარებოდა და თუ წავაქცევდი, მზად იყო სწორედ კატასავით დავეკაწრე. აბა რა სატრაბახოა, მაგრამ მეც გამახელა იმისმა თავზეხელარებულობამ, ავიყვანე ხელში და გადმოვუშვი ყირამალა. მერე კი საჩქაროდ მოვშორდიო იქაურობას და უკნიდან კიდევ მესმოდა იმ კაპასი გოგონას გამაღზიანებელი შეძახილები “ერთხელაც იქნება, დაგაწყვიტამ თავპირითაო“.
11:15 | 22 სექტემბერი, 2019
ლეგენდარული საფეხბურთო დერბებიფეხბურთში დიდ და გასაგიჟებელ დერბებს რა დალევს. აგერ გაიხედავ მადრიდში და “რეალისა“ და “ატლეტიკოს“ ჯახია ისეთი, რომ პრიმერას ნაღდ ქომაგს სიამისაგან აჟრჟოლებს როდესაც ამ თამაშებს იხსენებს. კატალონიური დერბებიც დიდი რამაა და ვისაც “ესპანიოლი“ თვალში ეპატარავება, იმან არც კატალონიის მუღამი იცის და რც დერბების რაობა.
12:26 | 15 სექტემბერი, 2019
საჰარისაჰარი ბავშვობიდან უცნაური გოგონა იყო და ეს მის მშობლებს ყოველთის აშინებდა. თუკი მისი თანატოლები სხვადასხვა “გოგოური“ გასართობებით კმაყოფილდებოდნენ, საჰარს ფეხბურთი ყველაფერს ერჩია. როდესაც ტელევიზორში ფეხბურთი იყო, მამამისის გვერდით ხალიჩაზე ჩამოჯდებოდა და გამოცდილი ქომაგივით დიდი ვნებითა და ნეტარებით უყურებდა ყველანაირი დონის, ხარისხისა თუ მნიშვნელობის საფეხბურთო მატჩებს.
12:15 | 08 სექტემბერი, 2019
ედინბურგში ბნელი 90-იანი წლები გაგვახსენესქართული სპორტისთვის გასული კვირის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი შოტლანდიის დედაქალაქ ედინბურგში, ლეგენდარულ “მარიფილდზე“ გამართული სარაგბო ჯახი იყო, სადაც მოლოდინისამებრ საქართველოს ნაკრები სამწუხაროდ დამარცხდა (36:9) თუმცა “ბორჯღალოსანთა“ მესაჭე, მილტონ ჰეიგგი ამბობს, რომ ამ ყელაფერში საგანაგაშო არაფერია და საქართველოს ნაკრების სამსოფლიოსთასო სამზადისისთვის სქოთებთან სოლიდური ანგარიშით ორი მარცხიც მნიშვნელოვანია და ეს საბოლოოდ დადებით შედეგს გამოიღებს.
11:49 | 01 სექტემბერი, 2019
კორუფცია სპორტში და ქვეყანაშიბოლო დროს ბევრს საუბრობენ ქართულ სპორტში და განსაკუთრებით კი ქართულ ფეხბურთში კორუფციის პრობლემაზე. ამ სენის დასაძლევად ათასგვარი პროგრამა თუ დებულება იქმნება. თუმცა ძალიან ცოტა ვინმემ თუ ისიც, ჩვენს ქვეყანაში კორუფცია საიდან იღებს სათავეს და რამ შეუწყო ხელი ჩვენს ქვეყანაში და სპორტში კორუფციული აზროვნების ჩამოყალიბებას.