ბლოგი

17:25 | 21.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

სპორტი და ცრურწმენები

სპორტის მოჰყვარულ ხალხს ხშირად გვინახავს სხვადასხვა ასპარეზობის დაწყებისას ან მიმდინარეობის დროს მწვრთნელები და ფეხბურთელები როგორ მიმართავენ ათასგვარ ცრურწმენით “რიტუალს“ და ბევრს სჯერა, რომ თუკი მატჩის წინ თავს მუხლებში ჩარგავს, სამჯერ შემობზრიალდება ან ტაშს ზურგსუკან დაუკრავს, ეს დღე მისი გამარჯვებით დასრულდება.

რამდენიც უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ 21-ე საუკუნეში ადამიანები იმდენად “გავიზარდეთ“, რომ ჩვენზე არანაირი ცრურწმენები აღარ მოქმედებსო, ფაქტია, დღეს ჯერ კიდევ არის ჩვენში შემორჩენილი ისეთი ცრუმორწმუნეობის ნიმუშები, რომლებისაც არა მხოლოდ ძველი თაობის ადამიანებს, არამედ ახალგაზრდებსაც სჯერათ. გზაზე შავი კატის გადარბენა, დილით მარცხენა ფეხზე ადგომა, ავი თვალის შიში, წითური ადამიანის მიერ დათარსვა თუ სხვა _ ეს ის ცრურწმენათა ნიმუშებია, რომლებიც, პრაქტიკულად ბევრი ადამიანის ცხოვრების წესის შემადგენელ ნაწილად იქცა.

მაგალითად რიცხვი 13-ისადმი შიშს თითქმის მთელი მსოფლიო განიცდის. მათ შორის ამ ცრურწმენის დღემდე სჯერა გერმანელ ვეტერან ფეხბურთელ ბასტიან შვაინშტაიგერს და ამას არც არასდროს მალავდა. ინგლისსა და გერმანიაში არსებობს ბევრი ქუჩა და ბინა, სადაც რიცხვი 13 საერთოდ ამოღებულია ნუმერაციიდან და ათვლის სისტემაში 12-ის შემდეგ პირდაპირ 14-ია. საფრანგეთში არსებობს მითი იმასთან დაკავშირებით, რომ თუკი დილით სახლიდან გამოსული წითელ ტანსაცმელში ჩაცმულ ადამიანს დაინახავ, რომელიც ვითომდა ეშმაკის წარმოგზავნილია, უმჯობესია შინ აბრუნდე და იმ დღეს საერთოდ არსად წახვიდე. ბევრი ფრანგი დღესაც გულდასმით იზიარებს ამ ცრუმორწმუნოებრივ შეგნებას და რა გასაკვირია, რომ ლეგენდარული ფრანგი მწვრთნელი, ემე ჟაკეც ამ ცრურწმენის ტყვეობაში ყოფილიყო.

იტალიაში, თუკი ნაცნობები დღეში 3-ჯერზე მეტჯერ შეხვდებიან ერთმანეთს, მათი აზრით, ეს დღე უიღბლო იქნება და ფრანგების მსგავსად ისინიც შინ დაბრუნებას ამჯობინებენ. ამიტოპმაც, ერთობ საოცარი სანახავი იყო 2006 წელის მუნდიალზე (რომელიც გერმანიაში გაიმართა) ვარჯიშის დასაწყისში როგორ აბრუნდნენ სასტუმროში ფაბიო გროსო და ფრანჩესკო ტოტი და მხოლოდ ამის შემდეგ დაბრუნდნენ უკან.

ალბათ ერთხელ მაინც გექნებათ გაგონილი გამოთქმა, რომ სახლში სტვენა არ შეიძლებაო. ამით თითქოს ბოროტი სულების გამოძახება ხდება, რომლებმაც ოჯახის ყველაზე მცირეწლოვანი წევრი შეიძლება მოიტაცონ. ამ მითის სამშობლო აღმოსავლეთი საქართველოს მთიანეთია. ხევსურეთში სჯეროდათ, რომ სტვენა იყო ორგვარი _ კეთილი და ბოროტი სულების გამოსაძახებელი და თუკი დამიანმა არ იცოდა როგორ უნდა დაესტვინა კეთილი სულების გამოსაძახებლად, მას უშლიდნენ კიდეც სტვენას. სტვენაზე მოსულ ბოროტ სულებს იქ სტვენია ჭინკებს ეძახდნენ. ეს ცრურწმენა ჭეშმარიტება რომ იყოს წარმოიდგინეთ მსაჯებსა და მწვრთნელებს რა დღე შეიძლება დაადგეთ.

რა თქმა უნდა, მსოფლიოში კიდევ უამრავი და, რაც მთავარია ძალიან საინტერესო მითი არსებობს. ცრურწმენას რაც უნდა არასერიოზულად ვუყურებდეთ, ფაქტია, რომ ეს ყველაფერი მსოფლიო ტრადიციების შემადგენელი ნაწილია. მოგეხსენებათ, უდავოდ დიდი ფანტაზია უნდა ჰქონდეს ერებს, შავი კატისგან, თვალისა და წითური კაცისგან ასეთი საინტერესო მითები რომ შექმნან.

0.139749