ბლოგი

12:33 | 17.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ცნობილი “რუსული გაძურწვა“ ელადაში

ძალიან დიდი ძალისხმევაა საჭირო იმისათვის, რომ უცხოეთში მყოფმა ქართველმა ლუდხანაში შეკრებილი ხალხი დაარწმუნო, ბარში ცადაზიდულ ერთადერთ დიდ ეკრანზე შვეიცარიისა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებთა მატჩი ჩართონ და არა სხვა ნებისმიერი. არ ვიცი, შეიძლება ჩვენაც ასე ვქნათ, თუკი მაგალითად ალბანელი ტურისტი მაინცდამაინც ალბანეთის ნაკრების მატჩის ჩართვას მოითხოვს მაშინ, როდესაც მომდევნო ორი საათის მანძილზე შესაძლოა ევროპის გრანდების შეხვედრებზე “მოვცდეთ“.

ასეა თუ ისეა, რამდენიმე ქართველმა მოვახერხეთ და საბერძნეთის პატარა ქალაქ კალაბატაში მდებარე ციცქნა ლუდხანაში საქართველოს ნაკრების შეხვედრა (ჯერ ის იყო სასწაული, არხი რომ ვიპოვეთ, სადაც ჩვენების მატჩს აჩვენებდნენ) ჩართეს და ამას იქ მყოფთა ერთი ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა. მაგრამ ეს არად ვაგდეთ, რადგან ჩვენი სურვილი მატჩის ნახვისა იყო დაუძლეველი და ყოვლისმომცველი.

კალაბატა ელადის ის პატარა ქალაქია, რომელსაც ზემოდან ულამაზესი კლდის სვეტები და მე-10-ე მე-11-ე საუკუნეებში აგებული 24 უძველესი მართლმადიდებლური მონასტერი დასცქერის. ხალხმრავლობა ძირითადად მხოლოდ ზაფხულის მცხუნვარების დროს შეინიშნება. იქ ქუჩაში მოსიარულე სასულიერო პირი მეტია, ვიდრე შორტიანი მოგზუარი და ყველაფრის ფოტოზე აღმბეჭდი ჩინელი ტურისტები. წელიწადის ამ დროს კი თვითოოროლა მომლოცველსა და შემთხვევით მოხვედრილ მოხეტიალე ტურისტს თუ წააწყდება კაცი.

ბარში მყოფთა შორის რა თქმა უნდა აღმოჩნდნენ რუსებიც. სადაც მართლმადიდებული მონასტერებია, იქ რუსების სიმრავლე აბა ვის გაუკვირდება, მაგრამ ნოემბერში მაინც განსაკუთრებულად ვიგრძენით ჩვენი “ტკბილი მეზობლების“ ნაცნობი სუსხი და იმასაც მარტივად მივხვდით, რომ მათ სხვა მატჩის ნახვა სურდათ და რაკი მაინც ჩვენი გავიტანეთ, გაბრაზებულები ჯიბრზე შეხვედრის პირველივე წუთიდან შვეიცარიის ნაკრებს გულშემატკივრობდნენ.

ჩვენ ვისხედით პატიოსნად, ვწრუპავდით არცთუ ხარისხიან ბერძნულ ლუდს და განსაკუთრებული იმედი თავიდანვე არ გვქონდა, რომ საქართველოს ნაკრები სენსაციას მოახდენდა. თუმცა ფრე ნამდვილად გაგვახარებდა (ბოლო დროს ეს მაინც გამიგვდის ევროპის საშუალო გუნდებთან). ყვირილით კი ძირითადად რუსები ყვიროდნენ, რომლებსაც თითქოს შვეიცარიის ნაკრების ქომაგობაში ქონდეთ ჭიპი მოჭრილი - ისეთი შემართებით ბღაოდნენ ალპისძირელთა ყველა შეტევის დროს. შვეიცარიის გატანილი გოლიც ჩვენი ნერვების მოსაშლელად დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნეს.

პატარა ბარი თითქმის ბოლომდე იყო სავსე და შეხვედრა უკვე სრულდებოდა, როდესაც გადავწყვიტეთ მატჩის ბოლოს რუსებს ისე მოვქცეოდით, რასაც აგერ ორ საუკუნეზე მეტია იმსახურებენ. საამისოდ წინასწარ მოვემზადეთ და ბარის წინ პატარა ეზოში გასასვლელთან დავმწკრივდით, რომ გამოსულებს “ერთმორწმუნეობის შესახებ“ გვესაუბრა. გავიდა ნახევარი საათი, ერთი საათი, გამოვიდა მთელი ბარი გარეთ, რუსები კი არ ჩანდნენ. ბოლოს ერთ-ერთი ჩვენთაგანი შევაგზავნეთ, რათა ენახა რატომ არ გამოდიოდნენ რუსები. მაგრამ ის მოხდა, რაც ასეთი ადამიანებისგან არავის გაგვიკვირდება.

დიდი ჩხუბის პერსპექტივით შეშინებულ ბარმენს უთქვამს, ქართველები კარებთან დგანან და თქვენს გამოსვლას ელოდებიანო. ჰოდა, ეს ერთმორწმუნეებიც ადგნენ და უკანა კარიდან გაიძურწნენ ისე, როგორც თავის დროზე გაიძურწნენ ჩეხოსლოვაკიიდან, უნგრეთიდან და პოლონეთიდან. იქაც ასე იყო - საშინლად იქცეოდნენ და ბოლოს კუდი ამოიძუეს. მერწმუნეთ, დადგება დრო, როდესაც აფხაზეთიდანაც ასე სამარცხვინოდ გაიძურწებიან. ისე, თითქოს იქ არც არასოდეს ყოფილან!

ლევან სეფისკვერაძე სპეციალურად WWW.WORLDSPORT.GE-სათვის საბერძნეთიდან

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119181