ბლოგი

13:28 | 4.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ნამდვილი “კალიარი“ - ძველი, ჯიბრიანი, ჯიუტი

არაფერი სცოდნია მას, ვისაც უთქვამს ან სხვისი დაუჯერებია, რომ თითქოს ამქვეყნად ყველა ფანი, ტიფოზი, ინჩასი და ქომაგი ერთმანეთს ჰგავს. დროშების ფრიალი და ხმის ჩახლეჩვამდე საყვარელი გუნდის სახელის ძახილი ბოგოტაშიც შეუძლიათ, მილანშიც და წალენჯიხაშიც, მაგრამ ეს არაფერია იმ ყველაფერთან შედარებით, რაც მზით გადახუნებულ სარდიანიაზე ყოველდღეხდება. იქაურთათვის ფეხბურთი სულ სხვა რამაა.

“ჩვენ სხვა ხალხი ვართ ძმაოჩვენო. აქ მძლავრად ფეხამორტმული ბურთი საითაც არ უნდა გაფირინდეს, ბოლოს მაინც ზღვაში ვარდება. ცხოვრებაც ასეთია - სულ ბოლოს ყველანი სწორედ ზღვისკენ მივდივართ. ცხოვრება ყველაფერში ეჭვის შეტანაა და ბოლომდე თვით კატენაჩიოსიც კი არ გვჯერა“ - გეტყვის ვინმე პიეტრო და თეთრ-ლურჯ-წითელი ფერის მაისურის გაუხდელად ისე მოხდენილად შეწვება ზღვაში, როგორც მტკვარში შეცურებდება ხოლმედასიცხული კამეჩი სადმე ქართლის სოფელში.

“კალიარის“ ქომაგებს იტალიური კატენაჩიოსი მართლაც არ სჯერათ და მიუხედავად იმისა, რომ ამ თემაზე მთელს იტალიაში ათწლეულებია ხუმრობენ და ქილიკობენ, სარდინიელები სწორედ იმით ამაყობენ, რომ მიუხედავად სათვალედაკოსებული აპენინელი დიადი სტრატეგოსების გამოგონებისა, ნახაზებისა და გენიალურად მოფიქრებული გამარჯვებების მომტანი სქემებისა, ამ კუნძულზე ფეხბურთს არასოდეს დასტყობია იმ ბრძენი ბიძა-პაპების კვალი, რომლებმაც მოიფიქრეს ლეგენდარული იტალიერი კატენაჩიო და ამით მთელი მსოფლიო მრავალგზის გააოცეს.

მაშ როგორი სტილით თამაშობს “კალიარი“? აქ პასუხი ძალიან მარტივია. “კალიარი“ დაარსების დღიდან, ანუ 1920 წლიდან თამაშობს ისე, როგორც ყოველთვის - ფეხბურთელები გიჟივით, გულის წასვლამდე დარბიან, ყველა გაბრაზებულია და ყველა მზადაა მოწინააღმდგე წააქციოს (თუნდაც სულ არ იყოს ამის საჭიროება). “კალიარი“ და მისი ტოფოზერია რაც არ უნდამოხდეს, იტალიაში კი არა, დედამიწის ზურგზე არც ერთ კლუბს არ აღიარებენ ლიდერად და მათთან უპირატესად. სწორედ ამიტომაც მათსაკლუბო ჰიმნში ისმის სიტყვები: “ვისაც არ ეშინია ჩვენი - გვიპატიებია. მომავალში შეეშინდებათ!“.

ეს პატარა და მხოლოდ ერთხელ გაჩემპიონებული სარდინიული კლუბი ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე უხეშ ფეხბურთს თამაშობს და სწორედ ამიტომაც, ბევრ გუნდსა და ფეხბურთელს ესიკვდილება მზით გადაჩახჩახებულ ქალაქ კალიარიში ჩაფრენა და იქაური ჭკუანაღრძობი ტიფოზებით გაძეძგილ “სან ელია“-ზე ბურთის გორება. “კალიარისთან“ გასვლაზე ერთ-ერთი თამაშის წინ ალესანდრო დელ პიერომ დაიწუწუნა: “სარდინიაზე სათამაშოდ ჩასვლას მირჩევნია საძულველი “ტორინოს“ მაისური მეცვას და ისე გავიდეტურინშიო“. დელ პიერო ზოგადად იუმორით გამორჩეული კაცია, მაგრამ მის ამ სიტყვებში სარდიანიაზე ბურთის გორების შიში ნამდვილად იმალება. ლეგენდარულ “დელპოს“ უნდა გავუგოთ, რადგან არც სარდინიელი ქომაგები არიან ჩვეულებრივი ხალხი და არც “კალიარია“ იქაური ფორთოხალივით ტკბილი და საამო.

უკვე თქვით, რომ თეთრ-ლურჯ-წითლებს სულ ერთხელ ეღირსათ იტალიის ჩემპიონობა და ამასაც ლეგენდარულ ლუიჯი რივას უნდა უმადლოდნენ, რომელმაც დალოცვილ 1970 წელს ნამდვილი საოცრება ჩაიდინა, როდესაცსარდინიელებმა მილანურ-რომაულ-ტურინულ გრანდებს გადახედეს ზემოდან. ამის შემდეგ, კუნძულელებმა მათ ჩემპიონატში მხოლოდ ერთხელ უწიეს მეორე ადგილს და ერთხელ - 1994 წელს ევროტურნირების მეოთხედფინალსაც გაუგეს გემო, თუმცა უეფას თასის მეოთხედფინალში მილანის “ინტერთან“დამარცხდნენ. ამის შემდეგ იყო მძიმე პერიოდი, კვლავ დაქვეითება რანგით დაბალ ლიგაში დი 2004 წელს მობერებულმა ჯანფრანკო ძოლამ იმდენი კი შეძლო, რომ “კალიარი“ სერია “ა“-ში დაებრუნებინა.

ახლა ეს პატარა კლუბი კვლავ ჯახირობს, ისევ იბრძვის, ცდილობს უმაღლესი ლიგიდან არ გავარდეს. ფეხბურთელები კვლავინდებურად არიან უხეშები, მოჯაჯგურეები, მეტოქეთა მოძულეები, მაიმუნი ვირისთავები. “სან ელიაზე“ შეკრებილი კუნძულელი ტიფოზებიც ძველებურად ხმის ჩახლეჩვამდე ხავიან და იწყვეტენ ყელის იოგებს ოდეს იხილავენ მათთან სტუმრად ჩასულ იტალიის ბობოლა გუნდებს. და რამდენადაც არ უნდა შეიცვალოს მსოფლიო, ეს ადგილი და ეს ხალხი არ იცვლება. ან რატომ უნდა შეიცვალოს? შეცვლილი, დიდი ფულით გაზულუქებული და “გაპრიალებული“ “სიტი“, “პსჟ“ და “ჩელსიც“ საკმარისია...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108759