ვისაც გეოგრაფია გიყვართ და რუკებზე დამხობაარ გეზარებათ, ალბათ იცით, რომ კარიბისზღვაში კოხტად და მყუდროდ შეყუჟულიაქვეყანა სახელად გვადალუპე (გვადალუპა),რომელიც საფრანგეთის დომინიონი გახლავთ დათუკი ვინმეს სულ არ ადარდებს მსოფლიოშიმომხდარი ამბები, ნავთობსადენები, სირიის ომი, ტრაპმის წასვლა და ბაიდენის მოსვლა, ჰაი ჰაირომ სწორედ გვადალუპელები არიან.
სხვა ყველაფერ სიკეთესთან ერთად, ამ კეთილგონიერ გავადალუპელებს საფეხბურთო ჩემპიონატიც ჰქონიათ და ასე განსაჯეთ - უმაღლესი ლიგაც. იმ უმაღლეს ლიგას კიდევ ორი ქვეჯგუფი მოუცავს და ამ ქვეჯგუებში 9-9 გუნდი გადი-გამოდის. ცხადია დიდი ვერაფერიშვილი გათამაშებაა და ისე ვიცხოვრებდით ჩვენს ცაფირუზხმელეთხზურმუხტოვან საქართველოში, რომ მისით ასი წელი არ დავინტერესდებოდით, მაგრამ რაკი არც ჩვენი ეროვნული ჩემპიონატისადმი გამოჩენილი ინტერესით იკლავენ სხვები თავს, მოდით მაინც სულ ოდნავ შევიჭყიტოთ გვადალუპურ საფეხბურთო ამბებში.
იქაური უმაღლესი ლიგის ქვეჯგუფებს სათავეში “იუვენტუს ევოლუციონი“ და “გოსიერი“ უდგანან. რა გასაკვირია, რომ ამ გუნდებს არ ჰყავთ არც ერთი ლეგიონერი ფეხბურთელი და არც უცხოელი მწვრთნელი ჩამოუყვანიათ. ეს კი არადა, როგორც აღმოჩნდა „ბ“ ზონაში ხუთი კლუბი ერთ მიჯღანულ სტადიონზე ბურთაობს, სადაც 1200 ქომაგი ძლივს დაეტევა. ჰოდა, გვადალუპური ბურთაობისადმი ჩემი ინტერესი სწორედ იქაურ ქომაგებს უკავშირდება.
ამ ქვეყანაში ისევე როგორც მსოფლიოს ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში, გლობალური პანდემიის გამო ბევრი რამ აიკრძალა, ჩაიკეტა, გადაიდო, გაუქმდა, შეიცვალა, გადასხვაფერდა... სახელმწიფოს მიერ დაწესებული შეზღუდვები რასაკვირველია სტადიონებზე ქომაგების დასწრებასაც შეეხო და იქაურმა ფეხბურთის ფედერაციამ კლუბებს აუწყა, რომ საფეხბურთო მატჩები ქომაგების გარეშე უნდა გამართულიყო. სადაც “სანტიაგო ბერნაბეუზე“, “სან სიროზე“ და “ოლდ ტრაფორდზე“ არ უშვებენ ქომაგებს, დიდი ამბავი თუ გვადალუპელი გულშემატკივრები არ შეეეშვათ სტადიონებზე, მაგრამ ნურას უკაცრავად!
მსოფლიოში და მათ შორის მსოფლიო ფეხბურთში ახლა არსებული ჯგლეთა და ყაყანი არად ჩააგდეს გვადალუპელმა გულშემატკივრებმა და ისინი დღემდე ჯიუტად აგრძელებენ სტადიოებზე მისვლას და მატჩებზე დასწრებას. როგორც ამბობენ, იქაურ სტადიონებზე ხალხის ნაკადის შესვლა-გამოსვლის კონტროლი პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან საქართველოს ჩემპიონატისა არ იყოს, იქაც თითქმის ყველგან უფასოდ უშვებენ ქომაგებს და ამას გარდა, სტადიონები ხშირ შემთხვევაში მესერითაც არაა შემოღობილი. პატარა გვატემალას კი ფიზიკურად არ ყავს იმდენი პოლიციელი, რომ კრიმინალსაც ებრძოლონ, ქუჩებიც აკონტროლონ და შემოუღობავ სტადიონებზეც ინერვიულონ - ემანდ ქომაგები არ შეიპარონო.
გვადალუპეს საფეხბურთო პირველობის რამდენიმე შეხვედრის დასაწყისში და მიმდინარეობისას, ტრიბუნებზე წამომსხდარ ქომაგებს რამდენჯერმე სთხოვეს კიდეც - სახლში წადით, დაიშალეთ, ნუ მოდიხართო, მაგრამ ადამიანის ბუნება ხომ იცით როგორია? როცა რაიმეს გიკრძლაავენ სწორედ იმის გაკეთება მოგწონს და განსაკუთრებით მაშინ, თუკი თავისნათქვამა ვინმე ხარ. ქომაგები კიდე მთელს მსოფლიოში ჯიუტი ხალხია და გვადალუპელებს მთელი ცხოვრება თავი რომ არ მოუკლავთ სტადიონზე სიარულით, სწორედ ახლა, ამ გაგანია პანდემიისას შეუღიტინათ ფანობის ჭიამ.
სადაც ყველა - იქაც ჩვენ. თუკი ევროპის დიდ ჩემპიონატებში არ უშვებენ ხალხს სტადიონებზე, საქართველოს ისედაც დაბეჩავებულ და უმაყურებლო პირველობაზე ხალხის მიზღვავება პანდემიამდეც არ გვაწუხებდა და ახლა რა უნდა შეიცვალოს?! ისე კი საინტერესოა, ჩვენთანაც რომ გავარდეს ხმა - სტადიონებზე შეპარვა და თამაშების ცქერა დაჯარიმების გარეშე შესაძლებელიაო - ტრუბუნები გაივსება? მეტი არაა ჩემი მტერი...