მსაჯობა ერთ-ერთ იმ პროფესიათაგანია, რომელსაც ყოველთვის პატივს ვცემდი დასტადიონზე ყოფნისას, როგორც შემეძლო, ყოველთვის ვიცავდი ხშირად უსამართლოდნაგინებ და გათათხულ “შავოსნებს”.
ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, მსაჯობა პირადად მე, ერთგვარ სამოქალაქოგმირობად მიმაჩნია და სასიამოვნოდგაკვირვებული დავრჩი, როდესაც გავიგე, რომჩემი ერთი მეგობრის 12 წლის შვილის ოცნება არაკოსმონავტობა, ბიზნესმენობა ან პრეზიდენტობა, არამედ მსაჯობა ყოფილა.
ინტერესმა თავისი ქნა. ავდექი და ბავშვისსანახავად გავეშურე. პატარა გიორგიმ, ჩემთანლაპარაკში აღიარა, რომ მისი ეს ოცნებაკლასელებისა და ნეთესავების დაცინვის მიზეზიგამხდარა. ბავშვი კი მაინც ჯიუტად იმეორებდა, რომ არავის მოუსმენდა, როდესაც გაიზრდებოდა, მსაჯი გახდებოდა და აუცილებლად იმსაჯებდამსოფლიოს ჩემპიონატის ფინალს.
არავინ იცის, მომავალში რა იქნება და მართლაცდადგება თუ არა დრო, როდესაც მსოფლიოჩემპიონატის ფინალს ქართველი რეფერიგანსჯის, მაგრამ სანამ ამგვარ ოცნებებშიგადავჭრილვართ, მანამდე ალბათ ბევრადუკეთესი იქნება, რომ საქართვველოსჩემპიონატში არსებულ სამსაჯო ნაკლოვანებებისაღმოფხვრაზე აქედანვე ვიზრუნოთ. მაღალიდონისა და პროფესიონალური სამსაჯო სკოლისარსებობის გარეშე, ჩემპიონატის ხარისხისამაღლება რომ წარმოუდგენელია, ამაზე არავინდავობს, თუმცა სწორედ ის ადამიანები, რომლებიც ქართველი მსაჯების შეცდომებზეგამუდმებულად საუბრობენ, ხშირ შემთხვევაში, სტადიონებზე მსაჯების მაგინებელთა როლშიარიან წარმოდგენილნი და რატომღაც ჰგონიათ, რომ თუკი მსაჯს შეაგინებ, დააშინებ და ბოთლსესვრი, იგი იმავე წამს პროფესიონალადგარდაისახება და შეცდომებს აღარ დაუშვებს.
ცოდვა გამხელილი სჯობს და, ჩვენს ქვეყანაშიკანონის და სამართლიანობის დამცველადამიანებს (სხვა საქმეა რამდენად პატიოსნადიცავდნენ კანონს კანონის დამცველები) ხალხიროგორც წესი არ სწყალობდა. თუკი ამერიკისშეერთებულ შტატებში, კარგ მოსამართლეებსა დაპატიოსან პოლიციელებს ხალხი აღმერთებს, ჩვენტან კარგი პოლიციელის ქება თითქოსდასირცხვილია. Aასევე შეიძლება ითქვას მსაჯებზეც.მსაჯის პროფესიისადმი განსაკუთრებულპატივისცემას, სამწუხაროდ შესაძლოა ბევრევროპულ ქვეყანაშიც არ იჩენენ, მაგრამ კარგადნამსაჯებ მატჩებზე მსაჯებისათვის ტაშიცარაერთხელ დაუკრავთ და საკუთარი გუნდებისდამარცხების მიზეზად, მცირე გამონაკლისებისგარდა, მსაჯებს იშვიათად ასახელებენ.
ევროპელი საფეხბურთო სპეციალისტები ჩემიაზრით საკმაოდ საფუძვლიანად სწუხან, რომფეხბურთის განვითარების ტემპებს, ხშირსშემთხვევაში მსაჯები ფეხს ვერ უწყობენ დაევროპული სამსაჯო სკოლა (როგორცტრადიციებზე ორიენტირებული ფენომენი) საკმაოდ ნელი ტემპებით ვითარდება და სწორედამის გამო მომრავლდა მსაჯთა მიერ დაშვებუყლიხსირად უპატიებელი შეცდომები.
ევროპაში მსჯელობენ, ფიქრობენ, კამათობენ დაეძიებენ სამსაჯო სფეროში მომრავლებულიპრობლემების გადაჭრის გზებს. მსაჯთაკრიტიკით ცნობიოლმა ჟოზე მოურიონიმაც კიაღიარა: “თუკი მსაჯები დღეს ვერ არიანმოწოდების სიმაღლეზე, ეს არა მხოლოდმსაჯების, არამედ ყველას ბრალიაო~.
ჩვენთან კი პრობლემების “მოგვარების” ერთადერთ საშუალებად კვლავ გინება მიიჩნევადა ბევრს რატომღაც დიდი ვაჟკაცობა ჰგონია, თუკი მსაჯს გვარიანად “შეუკურთხებს”, მერე კიტრიბუნაზე მიმოიხედავს – ხალხი თუ მისმენს რამაგრად ვიგინებიო...
რა თქმა უნდა, სტადიონი ის ადგილია, სადაცყვირილი და ემოციების გამოხატვა არა მხოლოდსასურველი, არამედ აუცილებლობაცაა. არც ისააგასაკვირი, თუკი მატჩის დროს, მინდორზემომხდარი მოვლენების გამო აჟიტირებული კაციშეიგინება, მაგრამ არა სულ, ყველა თამაშზე დამუდმივად მსაჯის მისამართით.