11:30 | 04 დეკემბერი, 2016
სოუსას დილემაპირველი ქვა იმან გვესროლოს და პირველი პეტარდაც ჩვენს ცხვირწინ იმან ააბოლოს, ვისაც პაულო სოუსას ფლორენციის “ფიორენტინაში” მისვლა დიადი და რევოლუციური გადაწყვეტილება ეგონა. მაგრამ, მაინც ძალიან უხიაგი უნდა იყოს ადამიანი, რომ ამ პორტუგალიელ კაცს მიდგომები და საფეხბურთ ფილოსოფია დაუწუნოს. ამ კაცს ფეხბურთო ნამდვილად ესმის და ვინმეს მოსწონს თუ არ მოსწონს, გუნდის კონკურეტულ მატჩებზე მობილიზებაც შეუძლია, მაგრამ სოუსას არა აქვს ერთი მეტად მნიშვნელოვანი თვისება და ახლა ამაზე მინდა გესაუბროთ.
16:08 | 26 ნოემბერი, 2016
პატიოსნების ძიებაშისაქართველოში პატიოსნების დეფიციტია! ეს სიტყვები ქართველებზე ვინმე რუსს რომ ეთქვა, ჟირინოვსკი და ლავროვი მოგონილი იქნებოდა, გინების ისეთ ნიაღვერს დავატეხდით თავზე. იმპერიის ამ ორ პირმშოს შევეშვათ და ვაღიაროთ, რომ ჩვენს ქვეყანაში პატიოსანი კაცი ისეთივე ძნელად მოსაძებნია, როგორც ირანში ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაცია. ბევრი ჩვენთაგანისათვის საამაყო “ქართული ურთიერთობების” უმრავლესობა, როგორც წესი კორუფციულ და წამღლეტურ საწყისებზეა აგებული, რისი მაგალითებიც უხვად მოგვეპოვება.
18:30 | 20 ნოემბერი, 2016
პატიებასაც დამსახურება უნდა!12 ნოემბერი. დღე შესანიშნავად დაიწყო. თბილისში ნოემბერისთვის უჩვეულო დარი იდგა და ქართულ სპორტულკომენტატორულად რომ ვთქვათ, ჭეშმარიტად „სათამაშო ამინდი“ იყო. მიუხედავად იმისა, რომ წინა დღით „ლოკომოტივის“ სალაროდან უკვე ყველა ბილეთი გაყიდული იყო, საქართველოსა და იაპონიის სარაგბო ნაკრებების მატჩის ხილვის მსურველებმა (მიუხედავად გადამყიდველების მიერ ბილეთის ფასის სამჯერ და უფრო მეტჯერაც ხელოვნურად გაზრდისა), შეხვედრა მაინც ნახეს და ტრიბუნებზე ხალხმრავლობა ის სიამეა, რაც ჩვენს რაგბს ამ ბოლო დროსღა რომ ეღირსა.
20:34 | 13 ნოემბერი, 2016
უბედურთა ხვედრიჩრდილოეთ კორეის ოდიოზური ლიდერი, კიმ ჩენ ირ უმცროსი დღეს დასავლეთის პრესაში კომიკურ ფიგურად მიიჩნევა და მასზე ძირითადად სატირული ჟურნალები წერენ. კიმ ჩენ ირი სტადიონზე, კიმ ჩენ ირი მუშებთან, კიმ ჩენ ირი საქსოვი კომბინატის თანამშრომელ ქალებთან, კიმ ჩენ ირი წყალქვეშა ნავში და კიმ ჩენ ირი მიწის ქვეშ – ასეთი სახის არაერთი პროპაგანდისტური ჩრდილოკორეული ვიდეოკლიპები ვრცელდება ინტერნეტით და დიქტატორულ რეჟიმში არმცხოვრები ადამიანები კარგად ხალისობენ კორეულ აბსურდზე, რომელსაც უკევ ალბათ პროპაგანდაც კი აღარ ქვია.
19:36 | 06 ნოემბერი, 2016
ჩვენი ტანჯული თაობარაც არ უნდა ვეცადოთ, წინა საუკუნის 90-იანი წლები ჩვენი ცხოვრებიდან არასოდეს გაქრება, რამეთუ გვინდა თუ არ გვინდა, ჩვენ ყველანი 90-იანელები ვართ და მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ჩვენი მაშინდელი ცხოვრება ისეთი იყო როგორიც იყო. წარსულს ვერც შეცვლი და ვერც დააბრუნებ...
13:08 | 30 ოქტომბერი, 2016
მივა თუ არ მივა?ბრაზილიური პრესა პელეზე წერს - ავადმყოფობს, ნამეტნავად ცუდად არის და ახლა ის დროა, ამ ღვაწლმოსილ კაცს ყველამ კიდევ ერთხელ ვუთხრათ მადლობა იმისთვის რაც გააკეთაო. პელე ცუდად არისო და ედსონ არანტესის ნახვის მსურველთა ჯარი დადგა პელეს სახლთან. რას ვიზამთ, ყველას სურს ცოცხალი იხილოს ლეგენდა. კაცი, რომელმაც ფეხბურთში დიდი გადატრიალება მოახდინა.
17:28 | 26 ოქტომბერი, 2016
გროზნის "მრისხანე" საწვრთნელი განრიგი...ექსცენტრიული, თავისებურად ქარიზმატული, თურმე მაურინიოს დასჯის მეთოდების მიმდევარი... ალბათ, განსაკუთრებით ბოლო დროს, ამ ადამიანის შესახებ გავრცელებულ ვიდეოებს, ფოტოებსა და სტატიებს თუ გადახედავს კაცი, დინამო თბილისს (თუ თბილისის დინამოს, ანონსის გამოქვეყნებისას მისაყვედურეს, მაჩვურად წერას გადაეჩვიეთო. კი არ ვიცი, ეს როგორია, მაგრამ პირობას ვდებ გადავეჩვევი) ვიაჩესლავ ვიქტოროვოჩ გროზნის სახით, ახალი ტიპის თავსატეხი ჰყავს...
14:42 | 17 ოქტომბერი, 2016
„კალჩოს“ რთული გზაიტალიურ ფეხბურთს ჩაწყობილ მატჩებთან დაკავშირებული სკანდალები არასოდეს აკლდა. თითქმის ყოველი სეზონის დასრულების შემდეგ, აპენინებზე ახალი საფეხბურთო სკანდალი წარმოიშობა ხოლმე. თუმცა, ის რაც ”კალჩიოში” ბოლო 10 წლის განმავლობაში ხდება, ერთგვარ თვითგვემას შეგვიძლია შევადაროთ.
18:16 | 09 ოქტომბერი, 2016
არასასურველი დიალოგი– კაცო, გიორგი არ ხარ შენ? როგორ შეცვლილხარ, ძლივს გიცანი. ამასწინათ ტელევიზორში გნახე, ეკრანზე სულ სხვანაირი ხარ. არ მომეწონა ისე შენი მაშინდელი ლაპარაკი. ის რამ გათქმევინა, ქართული ფეხბურთი სწორად ვითარდება და ხალხი ამას ვერ ხედავსო?
11:35 | 03 ოქტომბერი, 2016
სპორტი, როგორც იარაღი დიქტატორებისათვისროდესც კითხულობენ თუ რა არის ტირანია და რატომ უნდა ვებრძოლოთ მას, როგორც წესი არასოდეს არსებობს ერთი და ნათელი პასუხი. პასუხი იმისა, რომ ტირანია იმაზე უფრო დიდი საშინელებაა, ვიდრე დღეს შეიძლება წარმოვიდგინოთ.
12:40 | 24 სექტემბერი, 2016
შემოდგომა მარანში- მოდი, ყურძნის ეს ნაწილიც ჩავწუროთ და მერე დავისვენოთ. სიზარმაცე არ გვინდა ახლა. მწვადი და კარგი რამეები საღამოს იქნება. მანამდე უნდა მოვრჩეთ.