ბლოგი

12:03 | 10.12.2018 | ნანახია 976 - ჯერ

კოსოვო, სან მარინო და აფხაზების იმედი

მსოფლიო ფეხბურთის ისტორია ნათლად გვაჩვენებს, რომ უეფას თავის რიგებში არასოდეს მიუღია მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მიერ არაღიარებული საფეხბურთო ფედერაციები. ამ შემთხვევაში მაგალითად არ გამოდგება კოსოვო, რადგან ეს სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი მსოფლიოს ბევრმა დიდმა ქვეყანამ აღიარა. აქედან გამომდინარე, ბოლო დროს აფხაზებს როგორც ჩანს, უეფას მიერ მათი ფეხბურთის აღიარების იმედი გაუნდათ. არსებობს რამდენიმე მაგალითი, როდესაც პატარა ქვეყნების საფეხბურთო კლუბებს მეზობელი დიდი ქვეყნის ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება მისცეს. ასეთი გუნდებია: “მონაკო“, რომელიც საფრანგეთის ჩემპიონატში თამაშობს, ლუქსემბურგის “ვადუცი“, რომელიც შვეიცარიის ჩემპიონატში ირჯება.

სან-მარინოს ამავე სახელწოდების კლუბი იტალიის სერია “ც“-ში გამოდის და სხვა.. ანუ ეს ტენდენცია მეტყველებს იმაზე, რომ უეფა ეწინააღმდეგება პატარა ქვეყნების ეროვნული გუნდების სხვა ქვეყნის ნაკრებებთან გაერთიანებას, მაგრამ სამაგიეროდ “მწვანე შუქს უნთებს“ პატარა ქვეყნების საფეხბურთო კლუბებს იმაში, რომ მათ მიიღონ მონაწილეობა სხვა ქვეყნების საფეხბურთო ჩემპიონატებში.

მართალია, ჩვენს მიერ ხსენებული მონაკო, ლუქსემბურგი, ან სან-მარინო იგივე აფხაზეთისაგან განსხვავებით, არ წარმოადგენენ სეპარატისტულ, არაღიარებულ და კრიმინალური ანკლავის მიერ შექმნილ ქვეყნებს, მაგრამ საკუთრივ ის პრეცენდენტი, რომ ევროპის ე.წ. ჯუჯა სახელმწიფოების კლუბები მეზობელი დიდი ქვეყნის ჩემპიონატში მონაწილეობენ, ბევრ არაღიარებულ ქვეყნებს უსახავს არცთუ მთლად უსაფუძვლო იმედებს, რომ მომავალში აფხაზეთის ერთი გუნდი მაინც ჩაერთვება რუსეთის თუნდაც მეორე ან მესამე საფეხბურთო ლიგაში.

რუსული ფეხბურთი დღეს ასეთუისე ვითარდება და ეს არც საქართველოსათვისაა ცუდი, რადგან რუსეთში ქართველი ფეხბურთელებიც თამაშობენ. საკითხავი ისაა, თუ რუსული ფეხბურთი რას მისცემს აფხაზებს. ალბათ, არაფერს. მიზეზი მარტივია, აფხაზეთის კლუბებს რუსები შეიყვანენ სადღაც მესამე, მეოთხე ლიგაში და იქიდან წარმატებების მიღწევა, თითქმის შეუძლებელი იქნება.

ფაქტია, რომ აფხაზებისთვის სულ სხვა საქმეა საქართველოს ჩემპიონატი, სადაც აფხაზეთის გუნდებს ყოველთვის ექნებათ წარმატებისა და თუნდაც, ჩემპიონობის შანსი. ევროტურნირებზე გასვლაც შეეძლებათ ამ გზით და აშკარად უფრო კარგად წარმოჩინდება აფხაზეთის კლუბების შესაძლებლობები.

აფხაზეთის არაღიარებული ფეხბურთის ფედერაცია, უეფასა და ფიფაში ყოველწლიურად რამდენიმე თხოვნის წერილს აგზავნის, სადაც განმარტებულია, რომ აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა და მათი ფეხბურთის ფედერაცია ცალკე სუბიექტად აღიარებას იმსახურებს. თუმცა, მსოფლიოსა და ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციები აფხაზების წერილებს კვლავ დუმილით პასუხობენ. თუმცა, არავინ იცის სანამდე გაგრძელდება ეს დუმილი...

Loading...

კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
00:51 | 07.01.2019
NIKA..01 (314)

სხვათაშორის დენსაც უფასოდ იღებენ ენგურჰესიდან და ელექტროენერგიაზე მათ გაზრდილ მოთხოვნებსაც უაპელაციოდ ვაკმაყოფილებთ.ეროვნული,საქართველოზე შეყვარებულო ზვიადი და მერაბი შევიწირეთ და არ დავიცავით მტრებისგან და მას შემდეგ სუ ერთი ძღ..ნია ხელისუფლებაში და შესაბამისად ძღ...ენშიც ვცხოვრობთ.მტრებმა ბევრი დაგვიშავეს,მარა პირველ რიგში ჩვენმა გაუტანლობამ და ურთიერთთანადგომის ნაკლებობამ ჩაგვაგდო ასეთ დღეში.

07:58 | 12.12.2018
despe (3467)

მოიცადე, საქართველოს ჩემპიონატში თუ გადმოვიდნენ და დავიბრუნეთ ტერიტორია, ეგრევე უმაღლეს ლიგაში უნდა ვუფეშქაშოთ ადგილი მიუხედავად მათი დონისა? ასე ხო არ თვლი?


ჯერ სწორად წერა გესწავლა. ვის უწოდებ ძმებს? ჩრდილოეთ კავკასიიდან ჩამოთრეულ აფსუებს, ქართველების სისხლს რო სვამდნენ პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით? რომლებიც დედის ალერსს გაგინებენ და შენი პიტალო პოლიტიკოსები და პეროგათხრილი ელიტა რო ძმებს უწოდებს იმათ? ძირძველი აფხაზები კი ისეთივე ქართველები იყვნენ, როგორიც რაჭველები, სვანები, აჭარლები და სხვები არიან. მოგვიანებით ისინი ასიმილირებულ იქნენ ჩამოთრეულ ტომებთან, ზოგი გაწყვიტეს, ზოგმა კიდე საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიებს შეაფარა თავი. აფსუებს მკურნალობენ ეს პიტალოზავრები უფასოდ, როცა ამდენ ქართველს უჭირს, ეს არ კმაროდა და ახლა უფასო სწავლას სთავაზობენ, როცა ამდენ სტუდენტს არ აქვს აქვს სწავლის საშუალება. აი, ამ მთავრობის და ნაციონალების დედას რო შევე*ი, ორი ერთმანეთზე უარესი გაზულუქებული ტკიპები რო გვყვანან! არ ისწავლა ამაზე არავინ ჭკუა და ახლა მიგრანტების შემოდინებაზე აწერენ ხელს აფრიკიდან და აზიიდან პირველ რიგში, მიდგომები გვაქვს გამოსასწორებელი ბევრ რამეში და ეს ვრცელი თემაა. უნდა ვისწავლოთ რო მიწა არის კონკრეტული ეთნოსის საკუთრება და არ უნდა ვუშვებდეთ იმას, რო აქ ბუნაგებს სხვები იდებდნენ! ჯერ აქედან დავიწყოთ.

08:00 | 12.12.2018
despe (3467)

ძმებს არა, აფხაზებს უნდა დამეწერა.

16:21 | 10.12.2018
arsena8 (376)

ეს მინატა-პრეზიტენტშა ვინც აირჩია მაგ ღორების "სინდისზე" აფხაზეთის და ცხინვალის "დე იურე გაფორმება", ფეხბურთს ვინღა ჩივის . პერვერსიული კომპლექსებით შეპყრობილი პატარა კაცის მონად გამხდარი ქართველი ხალხი ყველაფრის ღირსია, ღებულობს კიდეც და მიიღებს კიდევ მეტს . ამიინ!

13:16 | 10.12.2018
kobaSP (4480)

და რათ გვინდააა???
აი, ვთქვათ კაცურად- რათ გვინდა მათი კლუბი საერთოდ?
მიწას! ჩვენ ძირძველ კუთხეს! საქართვცელოს კარიბჭეს და ასე სანუკვარს- აფხაზეთის მიწას- არავინ აღარ დაგვიბრუნებს, ნუ გვექნება ამის ცრუ ილუზია... სანამ ეს "დერჟავული" რუსეთი არსებობს- ეს გამორიცხულია! აფხაზები საცოდავი და გაპარტახებული ეთნოსია... მალე, ძალიან მალე, სიტყვა "აფხაზიც" კი აღარ იარსებებს, შემუსრავენ სომხები... ჯერ ისედაც მცირე ეთნოსი იყო სულ და ბოლო ხანებში, ვეჭვობ, მათი რიცხვი 10 ათასს აღემატებოდეს თვით აფხაზეთში...
მე პირადად, მივესალმები: "მზიური" იქნება ეგ, "ცხუმი" თუ "ამირანი"... მხოლოდ საქართველოს ჩემპიონატში, ერთიანი საქართველოს დროშის ქვეშ! მხოლოდ ამ ვარიანტში კი ბატონო!!! არა თუ "მივესალმები" არამედ, ერთგვარ ოცნებად მაქვს. (როგორც ყველა ქართველს!)
აბა ახლა... მაგათ ბოდისი ერთი ადგილი ათამაშონ სეპარატისტულად და საქართველო გამოყენონ როგორც "გასავითარებელი ტრამპლინი" ნაღდად არანაირი სურვილი არ მაქვს.
მედიცინით ვეხმარებით? ეგეც საკმარისია..

21:20 | 10.12.2018
Somelio (753)

მედიცინითაც არ უნდა ვეხმარებოდეთ. უფრო კარგად ნახავდნენ რა ჭაობშიც ჩახტნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.097507