14:36 | 13 მარტი, 2014
ძალადობის გამართლება ფეხბურთის სახელითქუთაისში ჩხუბი იყო, უფრო ზუსტად - ცემა-ტყეპა, რადგან ჩემს თაობას ჩხუბი ცოტა სხვანაირად ესმის. ამის მერე იყო მსჯელობები, განხილვები, ამბის წაღმა-უკუღმა გარჩევა. სხვადასხვა ტელეარხებზე დასხდნენ სხვადასხვა ზომა-წონის “საფეხბურთო ექსპერტები” და ერთხმად მოჰყვნენ გულში მჯიღის ცემას და ოხვრა-კვნესას, რაც აქამდე არაერთხელ გვინახავს და ღმერთმა დიდხანს გვაცოცხლოს და ალბათ კიდევ არაერთხელ ვნახავთ.
14:13 | 09 მარტი, 2014
7 რჩევა მუნდიალზე წასვლის მსურველებსთუკი ფეხბურთის ქომაგი ხარ, სვე-ბედს არ ემდური და საბანკო ანგარიშზეც ბლომად ფული გიჩხრიალებს, განა სისულელე არ იქნება, ამ ზაფხულს ბრაზილიაში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატი რომ გამოტოვო?! განა მერე სანანებლად არ გაგიხდება, ასეთ განუზომელ სიამეზე უარის თქმა? ჰოდა, თუკი უკვე საამზაფხულოდ ემზადები და ბარგის შეკვრასაც საცაა დაიწყებ, ალბათ უპრიანი იქნება, წინასწარ გაითვალისწინო რა შეიძლება მოხდეს ბრაზილიაში და როგორ ამბებსა და ხალხს შეიძლება გადაეყაროს იბერთა მიწიდან ბრაზილიაში ჩასული ადამიანი.
15:00 | 02 მარტი, 2014
კიდევ ერთხელ უჟმურ ჟოზეზე...ისევ ჟოზე, ისევ ინგლისში, ისევ დაბოღმილი სახით და ისევ ჩემპიონობისათვის მებრძოლი... სამყაროში მრავალი რამ იცვლება – იცვლებიან ადამიანები, ქუჩები, იცვლებიან პოლიტიკური სისტემები და ბოლოს და ბოლოს, თაობები იცვლებიან, მაგრამ სეუ ჟოზე იგივეა მარად და მარად და მის შეჭმუხნულ შუბლსუკან მიმალულ ტვინში ძველებურად ფუთფუთებს მზაკვარული, ღვარძლიანი, აუტანელი, მაგრამ მთლიანობაში გენიალური აზრები. სწორედ ამიტომაც ჰყავს ამდენი მტერი!
16:16 | 27 თებერვალი, 2014
ლუკალუკამ რომ გაიღვიძა, მამამისი ისევ სამსახურში წასული დაუხვდა. ერთ კვირაზე მეტი იყო, ბავშვს მამა არ ენახა. სულ ასე ხდებოდა – მამა გვიანობამდე მუშაობდა და როდესაც ლუკა იღვიძებდა, მამა უკვე სამსახურში იყო. არადა, უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ მამისათვის ექსკურსიაზე წასასვლელი ფული უნდა ეთხოვა. დედას ფულს ვერ სთხოვდა და რომც ეთხოვა, იცოდა ვერ მისცემდა, რადგან დედა ყველა თეთრს გამოზოგილად ხარჯავდა. პურზე, საკვებზე, სკოლის წიგნებზე, ბებოს წამლებზე – დედას წინასწარ ჰქონდა ფული გადადებული და ლუკას ექსკურსიის თანხა უბრალოდ არ ექნებოდა გათვალისწინებული. მამა კი სხვა იყო. მამა სადმე იშოვნიდა ფეხბურთზე სიარულისთვის საჭირო 50 ლარს. ბოლოს და ბოლოს ვინმესგან ისესხებდა. ლუკამ იცოდა მამას ხელფასის აღებამდე კიდევ ორი კვირა იყო დარჩენილი, მაგრამ ექსკურსიაზე წასვლა ისე ძალიან უნდოდა, რომ მზად იყო დედის საყვედურებიც კი მოესმინა, როდესაც მამას ფულზე დაელაპარაკებოდა.
23:23 | 23 თებერვალი, 2014
პოლიციელის პატაკიმისტერ რიდ, წესისამებრ გაბარებთ პატაკს გუშინ, ქალაქის რუსულ უბანში ფრენსისის ქუჩაზე მომხდარ ხელჩართულ ჩხუბთან დაკავშირებით და იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენს შორის მომხდარი ამასწინდელი გაუგებრობა წარსულში დარჩება და ჩემს საგამოძიებო ნიჭს შემდეგში მაინც აღარ დააყენებთ ეჭვქვეშ. ფრენსისი ქუჩაზე მომხდარი ჩხუბი, მოგეხსენებათ, არც პირველი იყო და არც ბოლო იქნება ამ საძაგელ უბანში, სადაც რუსები გამუდმებით თვრებიან და ჩხუბი აქ ისეთივე ჩვეულებრივი მოვლენაა, როგორც ჩინელისათვის ხვლიკის ბარკლების მირთმევა, თუმცა გუშინდელი ჩხუბის მიზეზების დადგენა განსაკუთრებულად გაჭირდა, რადგან ცხადი იყო, რომ მასში გარეული მხოლოდ რუსები არ ყოფილან.
18:36 | 20 თებერვალი, 2014
როგორ განვვითარდეთ?უკანასკნელი ორი საუკუნის მანძილზე, ფეხბურთი საქართველოში სპორტის ყველაზე პოპულარულ სახეობად ითვლება. საქართველოში ბავშვებს შორის ფეხბურთი ყოველთვის დიდი ინტერესით სარგებლობდა იყო და მოზარდებს შორის სასკოლო პირველობებიც რეგულარულად იმართებოდა. ასეთ ტურნირებზე არაერთი ცნობილი ქართველი ფეხბურთიელი იქნა აღმოჩენილი და სკოლის ფეხბურთი ეზოს ფეხბურთან ერთად, მთელს მსოფლიოში უმიშვნელოვანეს ფენომენად ითვლება.
17:07 | 16 თებერვალი, 2014
ხალხი წიგნებიდანამასწინათ, ერთმა ჩემმა ნაცნობმა თქვა: ”ლეო მესი ”ათასერთი ღამის” ტომებივით კაცია – კითხულობ, კითხულობ და ბოლო არ უჩანსო” – ეს ისე კარგად ნათქვამი გამოუვიდა, რომ მერე მეც დავფიქრდი, გვანან თუ არა ფეხბურთელები წიგნებს და ფეხბურთელები, როგორც ზოგადად ადამიანები, შეიძლება თუ არა კონკრეტულ წიგნებთან გავაიგივოთ. მე თუ მკითხავთ, ჩვენი თემურ ქეცბაია ძველი ფრანგული ბულვარული რომანისავით კაცია. კითხულობ გულმოდგინედ, ცდილობ ჩასწვდე იმ ლინგვისტურ აბდაუბდას – რისი თქმაც მწერალს უნდა, მაგრამ რაც უფრო მეტ ფურცელს ფურცლავ, უფრო რწმუნდები, რომ შენთვის შემდეგი თავები უფრო უინტერესო ხდება და ბოლოს წიგნის საბოლოოდ წაკითხვაც გეზარება.
12:54 | 09 თებერვალი, 2014
უცხოეთიდან ჩვენამდემთელს მსოფლიოში ყველა თანხმდება, რომ სპორტი ადამიანის და მეტადრე, მოზარდის ჯანმრთელობისათვის უმნიშვნელოვანასი და ხშირად შეუცვლელი “წამალია.” საჯარო თუ კერძო სკოლებში სპორტის სწავლების დაკნინებამ ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იანი წლებისათვის საკმაოდ მძიმე შედეგები მოიტანა და საქართველოში სწორედ იმ პერიოდში იყო, ბავშვებში ნარკომანიის, ალკოჰოლიზმისა და თამბაქოს მწეველთა ყველაზე დიდი მაჩვენებელი.
11:46 | 06 თებერვალი, 2014
დიალოგი ოლიმპიადის წინ- რა იყო შე კაცო, ამდენი ალაპარაკეთ ეს ხალხი და ბოლოს მაინც მიდიხართ ოლიმპიადაზე? ვითომ მოიგებთ რამეს? დავიჯერო? - ჩვენ სპორტსმენები ვართ და სპორტსმენი ოლიმპიადაზე უნდა გამოდიოდეს – აბა სხვანაირად როგორ იქნება? - ოლიმპიადა თუარა, აავსებთ ოლიმპიურ კომიტეტს მედლებით. დამხმარეები წაიყვანეთ, მკერდი რომ დაგიმძიმდებათ მედლებით, წაგეშველებიან ცოტას... - ასე რამ გაგაბოროტა ბიძაჩემო. ოლიმპიადაზე მივდივართ, მტერს ხომ არ ჩავბარდით ხელაწეული? - კაცმა რომ თქვას მაგი ერთი და იგივეა!
13:35 | 02 თებერვალი, 2014
”შუმის” უკვდავებაშენ რა მოგკლავს ძმაო შუმი?! შენ ხომ უკვდავი ხარ როგორც შექსპირი! დიდი ჩემპიონები რომ არ კვდებიან, რად უნდა ამას ბევრი ლაყაფი და ჩახუჭუჭებანი? აი მაგალითად, ცოტა ხნის წინ ეუსებიო მოკვდა, მაგრამ მოკვდა განა? არც ჯორჯ ბესტი მომკვდარა და არც დათო ყიფიანი. ეს ხალხი სულ არიან, სულ ჩვენს გარშემო ტრიალებენ და გვაძლევენ იმედს, რომ ერთ დღესაც ჩვენც შეიძლება უკვდავები გავხდეთ. მაგრამ ჩვენ, რიგით მოკვდავებს უკვდავებად ქცევა გაგვიჭირდება, რადგან არასოდეს გვყოლია ცეცხლისმფრქვეველი ბოლიდი და არასოდეს გვიქროლია არწივზე სწრაფად მონაკოდან ავსტრალიამდის... თუმცა, ადამიანის მთავარი ოცნება მაინც უკვდავებაა და ამ ოცნების იმედად დავაბიჯებთ მიწაზე. შენ კი ეს ოცნება დიდი ხნის წინ აიხდინე ძმაო შუმი. შენ უკვდავი ხარ და ამ ამბავს კითხვების დასმა აღარ სჭირდება!
12:24 | 30 იანვარი, 2014
1986 წლის 15 ივნისი1986 წლის 15 ივნისი ქართული ფეხბურთის ქომაგებისათვის განსაკუთრებულად გამორჩეული თარიღი ნამდვილად არაა. მეტიც – ძველი თაობის ქომაგთა 99% ალბათ ვერც კი გაიხსენებს რა მოხდა ამ დღეს და რატომ უნდა ახსოვდეთ მსგავსი თარიღები? ეს ბუნებრივიცაა! მაშინ ალბათ ვერც ერთი ჩვენებური ქომაგი ყველაზე საშინელ სიზმარშიც კი ვერ წარმოიდგენდა იმას, რომ 1986 წლის 15 ივნისს ქართველი ფეხბურთელი მსოფლიოს ჩემპიონატის განაცხადში უკანასკნელად იყო მოხვედრილი და ეს ფეხბურთელი საშა ჩივაძე იყო.
| სარეკლამო ადგილი - 14 120 x 600 |