ბლოგი

18:36 | 20.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

როგორ განვვითარდეთ?

უკანასკნელი ორი საუკუნის მანძილზე, ფეხბურთი საქართველოში სპორტის ყველაზე პოპულარულ სახეობად ითვლება. საქართველოში ბავშვებს შორის ფეხბურთი ყოველთვის დიდი ინტერესით სარგებლობდა იყო და მოზარდებს შორის სასკოლო პირველობებიც რეგულარულად იმართებოდა. ასეთ ტურნირებზე არაერთი ცნობილი ქართველი ფეხბურთიელი იქნა აღმოჩენილი და სკოლის ფეხბურთი ეზოს ფეხბურთან ერთად, მთელს მსოფლიოში უმიშვნელოვანეს ფენომენად ითვლება.

ჩვენს ქვეყანაში ფეხბურთი დღესაც მოზარდებში სპორტის ყველაზე საყვარელი სახეობაა, მაგრამ სამწუხაროდ სკოლების უმეტეს ნაწილში ფეხბურთისა და საერთოდ სპორტის სწავლების დონე იმდენად არის დაკნინებული, რომ იშვიათად ნახავთ სკოლას, (გარდა სპეციალიზებული საფეხბურთო სკოლებისა) სადაც მოზარდის ფეხბურთელად ჩამოსაყალიბებლად რაიმე სახის პირობები იყოს შექმნილი.

ამ კუთხით 10–15 წლის წინ, საერთოდ კატასტროფული მდგომარეობა იყო შექმნილი. რამდენიმე წლის წინ, არანაირი პირობები არ ქონდათ ბავშვებს, რომ სკოლებში ფეხბურთი ეთამაშათ. ისინი გარკვეული დროის შემდეგ თამაშს თავს ანებებდნენ. ამის მიზეზად კი მხოლოდ და მხოლოდ არასაკმარისი პირობები სახელდებოდა. იმ პერიოდში ვერანაირ წარმატებას ვერ აღწევდა საქართველოს ვერცერთი ასაკობრივი ნაკრები. ორი წლის წინ,  საქართველოს 17 წლამდელდა ნაკრებმა უკან ჩამოიტოვა ისეთი ნაკრებები, როგორებიც არიან ინგლისი, უკრაინა და ესპანეთი და ევროპის 2012 წლის ჩემპიონატზე გავიდა.

საქართველოს ნაკრებს ყველა აუტსაიდერად და იოლად დასამარცხებელ მეტოქედ მიიჩნევდა, მაგრამ ჩვენმა ნაკრებმა ყველა პროგნოზი თავდაყირა დააყენა და ნახევარფინალში გააღწია. ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი განსაკუთრებული მღელვარებით გამოირჩეოდა. ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს 17-წლამდე ნაკრების წინსვლა ნახევარფინალში შეწყდა... ვასილ მაისურაძის გუნდი ტურნირის მოქმედ  ჩემპიონთან - ჰოლანდიის გუნდთან უთანასწორო ბრძოლაში დამარცხდა.

ჩვენი ქვეყნის 17 წლამდელთა ნაკრების შარშანწინდელი წარმატება მე მაინც შემთხვევითობა მგონია. სანამ ჩვენი ქვეყნის სკოლებში სასკოლო ტურნირების ტრადიცია არ აღსდგება და სანამ სკოლებში საფეხბურთო ინფრასტრუქტურა არ გამოსწორდება, მანამდე რაიმე ხელშესახებ წარმატებას ვერც ფეხბურთში და ვერც სპორტის სხვა სახეობებში ვერ მივაღწევთ,

რა განაპირობებს წარმატებას მომავალში? რა თქმა უნდა თაობა რომელიც უნდა აღიზარდოს და უნდა შეცვალოს რეალობა. ამ თემის ირგვლივ ბევრი საუბარი იყო, ბევრიც დაიწერა და ტელევიზიითაც არაერთი გადაცემა გასულა. ამის მიუხედავად თემა ამოწურულად ვერ ჩაითვლება. თითოოროლა სკოლას თუ არ ჩავთვლით, უმრავლესობა მხოლოდ პიარზე გათვლილი განცხადებებით შემოიფარგლება. საქმე კი არსად ჩანს. ლოკალური გამონათებები ამ კუთხით ძალიან ცოტაა. საერთო ფონის შეცვლა კი ვერა და ვერ ხერხდება.

ფეხბურთის სპეციალისტების აზრით, სანამ მასშტაბურად არ მოვიცავთ დედაქალაქს და რეგიონებს, მანამდე 4-5 სკოლის განვითარება მნიშვნელოვნად ვერ შეცვლის სურათს. შეიძლება საბავშვო კლუბმა მცირედი მოგებაც ნახოს, მაგრამ საერთო სურათი იმდენად მძიმე და დრამატულია, რომ ქვეყანაში ფეხბურთის განვითარებისთვის რბილად რომ ვთქვათ არასაკმარისია. უფრო მეტიც შეიძლება ზღვაში წვეთიც კი ვუწოდთ.

წარმატებული აკადემიის, ცენტრის თუ სკოლის ჩამოსაყალიბებლად რამდენიმე ძირითადი და უმნიშვნელოვანესი მოთხოვნა და ფაქტორი არსებობს. მოწესრიგებული იფრასტრუქტურა, მაღალკვალიფიციური კადრები (დირექტორები, მწვრთნელები, ფიზმომზადების სპეციალისტები, მასაჟისტები, ექიმები, ფსიქოლოგები, მინდვრის მომვლელები) და რაღა თქმა უნდა, ბავშვები, რომლებიც სათანადო დონეზე უნდა მომზადდნენ.

სპორტის სპეციალისტების აზრით, განუსაზღვრელია ფიზმომზადების მწვრთნელის როლი ბავშვებისთვის, რადგან ზღვარგადასულმა დატვირთვებმა შეიძლება სხეულის გადაწვა გამოიწვიოს. ეს კი გამოუსწორებელ შედეგებს მოგვცემს. შესაძლებელია ასეთ შემთხვევაში მოზარდის კარიერას წერტილი დაესვას. ასევე გვერდს ვერ აუვლით აღდგენით პროცესებს, ვარჯიშებისა და თამაშების შემდეგ. ამისათვის აუცილებელია სხვადასხვა სახის მასაჟები.

სამედიცინო კუთხით მუშაობა სათანადოდ, ფაქტობრივად, არცერთ სკოლაში არ მიმდინარეობს. ამის გარეშე თანამედროვე ფეხბურთი წარმოუდგენელია, რადგანაც ყველა ბავშვის ორგანიზმი ერთნაირად არ არის მოწყობილი და განვითარებული. სწორი დიაგნოზის დასმის შემთხვევაში: დიეტით, სხვადასხვა სახის ვიტამინების მიღებით, კვების რაციონის შედგენით და ა.შ. შეიძლება “დაკარგული თაობის” ქართული ფეხბურთის სამსახურში ჩაყენება. 

 

0.114515