| | |
|
12:12 | 24.01.2019 ბერიშვილის 19 ქულა ყატარში
გიორგი ცინცაძისა და მიხეილ ბერიშვილის "ალ შამალმა" ყატარის საკალათბურთო ჩემპიონატში მორიგი გამარჯვება იზეიმა. ქართველ ლეგიონერთა კლუბი ამჯერად "ალ არაბის" დაუხვდა და 79:76 იმარჯვა.
| |
02:15 | 24.01.2019 გიორგი მჭედლიშვილის სამი საგოლე პასი
გიორგი მჭედლიშვილის „გორიცა“ სეზონის მეორე ნაწილისთვის მზადებას განაგრძობს და ამხანაგურ მატჩებს ატარებს. ხორვატებმა უნგრული „ბუდაფოკი“ 4:2 დაამარცხეს, რაშიც თავისი წვლილი ქართველმა განაპირა მცველმაც შეიტანა. ...
|
|
02:02 | 24.01.2019 შერმადინის 7 ქულა და გამარჯვება საფრანგეთში
ევროთასის G ჯგუფის მეოთხე ტურში ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა გიორგი შერმადინის „უნიკახამ“. ესპანურმა გუნდმა საფრანგეთში „ლიმოჟი“ ბოლო პერიოდში გატეხა და დაძაბულ შეხვედრაშუ 87:77 დაამარცხა.
| |
20:55 | 23.01.2019 დუდა სანაძის ინტერვიუ პოლონურ მედიაში
პოლონურმა გამოცემა sportowefakty.wp.pl-მა გამოაქვეყნა ჩვენთვის საინტერესო პუბლიკაცია, რომელშიც დუდა სანაძის შესახებაა მსჯელობა. მოხმობილია ქართველი უკანახაზელის ფრაზებიც.
|
|
12:17 | 23.01.2019 ქართველი გმირი ფაჩულიას მატჩზე
ვაშინგტონში გამართულ “ვიზარდსისა” და “პისტონსის” მატჩს სპეციალური სტუმარი ჰყავდა, რომლის პირადი მასპინძელიც დეტროიტელთა ქართველი ცენტრი, საქართველოს ეროვნული ნაკრებიც ექს-კაპიტანი ზაზა ფაჩულია გახლდათ. ...
| |
12:07 | 23.01.2019 "ბასკონიამ" შენგელიას შემცვლელი იპოვა
ესპანურმა "ბასკონიამ", რომლის ღირსებასაც საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრები თორნიკე შენგელია და მეტ ჯენინგი იცავენ, "კლივლენდ კავალიერსის" წევრი ჯალენ ჯონსი გადაიბირა.
|
|
23:20 | 22.01.2019 ოთარ კიტეიშვილის გოლი სპარინგში (+VIDEO)
ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმი“ სეზონის მეორე ნაწილისთვის მზადებას აგრძელებს. დღეს, ავსტრიულმა გუნდმა სპარინგი „ვაიცის“ წინააღმდეგ ჩაატარა და არამეგობრული ანგარიშით, 9:0 დაამარცხა.
| |
22:00 | 22.01.2019 კახა ცხადაძე ყაზახეთში დარჩა
საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი კახა ცხადაძე „ორდაბასში“ მუშაობას აგრძელებს. როგორც ყაზახური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, მხარეებს შორის თანამშრომლობა ერთი წლის ვადით გახანგრძლივდა.
|
|
02:10 | 22.01.2019 ზაზას "დეტროიტი" ვაშინგტონში დამარცხდა
ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი მარცხი განიცადა ზაზა ფაჩულიას „დეტროიტ პისტონსმა“, რომელიც ვაშინგტონში „ვიზარდსთან“ უშანსოდ იყო - 87:101.
| |
23:59 | 21.01.2019 გიორგი ჩაკვეტაძეს "მილანი" აკვირდება
ბელგიური „გენტის“ ქართველი შემტევი გიორგი ჩაკვეტაძე იტალიური „მილანის“ თვალთახედვის არეში მოხვდა. აღნიშნულ ინფორმაციას Sportmediaset-ის ჟურნალისტი სოციალური ქსელით ავრცელებს.
|