ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმი“ სეზონის მეორე ნაწილისთვის მზადებას აგრძელებს. დღეს, ავსტრიულმა გუნდმა სპარინგი „ვაიცის“ წინააღმდეგ ჩაატარა და არამეგობრული ანგარიშით, 9:0 დაამარცხა.
გრაცელთა შორის, პირველი ტაიმი ითამაშა კიტეიშვილმა და გოლიც გაიტანა. ჩვენებურმა 24-ე წუთზე ახლო მანძილიდან იხეირა და იმ დროისთვის ანგარიში 2:0 გახადა.
„შტურმი“ რამდენიმე სპარინგ შეხვედრას კიდევ ჩაატარებს ავსტრიის ბუნდესლიგის განახლებამდე. გრაცელები წლის პირველ ოფიციალურ მატჩს 24 თებერვალს, სტუმრად „მატერსბურგთან“ ჩაატარებენ.