კალათბურთი

12:17 | 23.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი გმირი ფაჩულიას მატჩზე

ვაშინგტონში გამართულ “ვიზარდსისა” და “პისტონსის” მატჩს სპეციალური სტუმარი ჰყავდა, რომლის პირადი მასპინძელიც დეტროიტელთა ქართველი ცენტრი, საქართველოს ეროვნული ნაკრებიც ექს-კაპიტანი ზაზა ფაჩულია გახლდათ.

თამაშს დაესწრო ქართველი ლეიტენანტი ივერი ბუაძე, რომელიც 2017 წლის სექტემბერში ავღანეთში, ბაგრამის ავიაბაზასთან მომხდარ ტერაქტს სასწაულებრივ გადაურჩა. მაშინ ივერიმ ფეხი და თვალი დაკარგა და მრავლობითი დაზიანებაც მიიღო.
მას შემდეგ ბუაძემ აშშ-ში ათეულობით ოპერაცია გაიკეთა და ჯერაც სარეაბილიტაციო კურსს გადის. მიუხედავად ამისა, საკალათბურთო მატჩზე მისვლის უნარი მაინც გამონახა. ცხადია, ფაჩულიას აღნიშნული საქციელი დაფასებასა და პატივისცემას იმსახურებს.

0.123674