კალათბურთი

20:55 | 23.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

დუდა სანაძის ინტერვიუ პოლონურ მედიაში

პოლონურმა გამოცემა sportowefakty.wp.pl-მა გამოაქვეყნა ჩვენთვის საინტერესო პუბლიკაცია, რომელშიც დუდა სანაძის შესახებაა მსჯელობა. მოხმობილია ქართველი უკანახაზელის ფრაზებიც.

გთავაზობთ პიოტრ დობროვილსკის ნაშრომის თარგმანს.

“ქართველი დუდა სანაძე “როსა რადომის” შემადგენლობაში ძალიან კარგად ჩაეწერა. მან ჯერ ორი მატჩი გამართა და ორივეში ბომბარდირი იყო, ჯამში 41 ქულა.

“ოსტრავთან” მან 20 ქულა მოაგროვა, თუმცა “რადომმა” გამარჯვება ვერ მოახერხა – 80:84.

– ძლიერ მეტოქეს დავუპირისპირდით, თუმცა გამარჯვებასთან ახლოს ვიყავით. ბოლო წუთზე კონცენტრაციის დაკარგვა წაგებად დაგვიჯდა. ისეთი მატჩი იყო, ერთი შეცდომა, ერთი ჩაგდება თამაშის ბედს წყვეტდა. წაგება უნდა დავივიწყოთ და განვაგრძოთ მუშაობა სწორი გზით, რათა გამოვასწოროთ თამაში და სატურნირო მდგომარეობა, – ამბობს 26 წლის ქართველი.

დუდა სანაძე “რადომის” შანსებზე პოზიტიურად ლაპარაკობს:

– გუნდში მშვენიერი შემადგენლობაა შეკრებილი და ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია. თუ შეტევას გამოვასწორებთ, მაღალი მიზნებისთვისაც ვიბრძოლებთ. “როსა რადომი” ჩემპიონატის ფავორიტებს არაფრით ჩამოუვარდება.

ქართველ უკანახაზელს პოლონეთის ჩემპიონატი მოსწონს:

– მაღალი დონის ლიგაა, გუნდები ძალისმიერ კალათბურთს ანიჭებენ უპირატესობას. საინტერესოა, რომ არ არის გამოკვეთილი ლიდერი და აუტსაიდერი – ნებისმიერს შეუძლია ნებისმიერის დამარცხება.

როგორც თავად ამბობს, დუდა სანაძე “როსა რადომში” თავს ისე გრძნობს, როგორც საკუთარ სახლში:

– ძალიან თბილად მიმიღეს. გულშემატკივრებიც კარგად შემხვდნენ და დღესვე შემიძლია ვთქვა, რომ “როსა რადომში” გადასვლა სწორი ნაბიჯი იყო.”

www.gbf.ge

0.135521