ფეხბურთი

2:15 | 24.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მჭედლიშვილის სამი საგოლე პასი

გიორგი მჭედლიშვილის „გორიცა“ სეზონის მეორე ნაწილისთვის მზადებას განაგრძობს და ამხანაგურ მატჩებს ატარებს. ხორვატებმა უნგრული „ბუდაფოკი“ 4:2 დაამარცხეს, რაშიც თავისი წვლილი ქართველმა განაპირა მცველმაც შეიტანა.

გიორგიმ მოედანზე 90 წუთი გაატარა და სამი საგოლე პასი მიითვალა. პირველი, მესამე და მეოთხე გოლები ჩვენებურის გადაცემებით გავიდა.

ხორვატიის ეროვნული ჩემპიონატის მეორე ნაწილი 3 თებერვალს განახლდება და მისთვის მზადების ფარგლებში "გორიცა" ერთ ამხანაგურ მატჩს კიდევ ჩაატარებს.

"გორიცა" ხორვატიის ჩემპიონატში 18 ტურის შემდეგ 27 ქულით მეხუთე ადგილზეა. მჭედლიშვილს კი, მიმდინარე სეზონში 12 მატჩი აქვს ჩატარებული.

0.148134