ბლოგი

13:16 | 22 აპრილი, 2012

იმპერიის მოხელეს ჩანაწერები

ის სულ სხვანაირი კაცი იყო. ერთი შეხედვით ვერც კი მიხვდებოდით, სხვანაირი რომ იყო. მუდამ კოხტად და ევროპულად ეცვა და საუბარიც წყნარი და მოზომილი იცოდა, მაგრამ ჭადრაკის სათამაშოდ კლუბში შევედით თუ არა,  ჩვენ თავიდანვე მივხვდით, რომ ის კაცი არავის ჰგავდა. კლუბში ჭადრაკს მხოლოდ გასართობად არავინ თამაშობდა და ისიც ჩვენს მსგავსაც, ჭადრაკის დაფის გვერდით ფულის კუპიურებს აწყობდა, მაგრამ მის თამაშში ცოდნაც ჩანდა და ისე განსაჯეთ – თავდაჭერაც კი... ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობდით, რომ საქართველოში ჩვენ განსაკუთრებით არავის ვუყვარდით.

11:25 | 19 აპრილი, 2012

კომუნიკაცია “სხვა განზომილებაში“

ორი დღის წინ, ახალგაზრდა ქართველმა მწვრთნელმა, გიორგი დევდარიანმა თბილისის “დინამოს“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა. თუკი თბილისური კლუბის მიერ ბოლო დროს ნაჩვენებ შედეგებს გადავხედავთ, დევდარიანის გუნდიდან წასვლა ლოგიკურიც იყო და გამართლებულიც. დევდარიანის გზას, “დინამოს“ სპორტული დირექტორი, გიორგი ნემსაძეც დაადგა.

13:41 | 16 აპრილი, 2012

ყველაზე უიღბლო არგენტინელი

არგენტინის იმ ფორმაციის საფეხბურთო ნაკრებიდან, რომელზეც გულშემატკივრების ყველაზე დიდი ნაწილი ამყარებდა იმედს, მწვანე მინდორს ხავიერ ძანეტი და ერნან კრესპოღა შემორჩნენ. პრინციპში, ხუან ვერონიც ჯახირობს რაღაცას, მაგრამ მის თამაშს ახლა მხოლოდ გართობა თუ ეთქმის.

12:38 | 12 აპრილი, 2012

ჩანაწერი მომავლიდან

გამყივანხმიანი საყვირები, ათასობით ადამიანის ხმა, ფეხების ბრახუნი, საგულშემატკივრო სიმღერები, “ვამოსის“ ბღავილისაგან ხმაჩახლეჩილი ბიჭები... სან-პაულუს ქუჩაში მივდივართ და მარტო იმას ვგრძნობ, როგორ ჩამომდის სიხარულის ცრემლი. მხარსაქეთ და მხარსიქით მეგობრები – ოსკარი და რომანო მიდგანან. 

14:10 | 08 აპრილი, 2012

უცნაური ზარი

- ალო, გამარჯობა. რიგითი სტატისტიკური ქართველის ბინაა? - რიგითი სტატისტიკური ქართველი გისმენთ. - თუ შეგიძლიათ, რამდენიმე წუთი რომ დაგვითმოთ. ”ჭეშმარიტ ფეხბურთზე“ გვსურს გესაუბროთ. - გისმენთ, ოღონდ ცოტა ჩქარა თუ შეიძლება. “რეალი” კიდევ ვერ იგებს და ჟოზეს დამჟავებული სიფათის ცქერით მინდა დავტკბე. - გსმენიათ რამე ჭეშმარიტი ფეხბურთის შესახებ? - მაგალითად?

11:13 | 02 აპრილი, 2012

მადლობა ბიჭებო!

გასვლაც არის და გასვლაც... ერთია, როცა ჯგუფიდან გამართლებით, წვალებითა და იღბლით გადიხარ და სულ სხვაა ჯგუფიდან გასვლა მაშინ, როცა ჯგუფში ინგლისის, ესპანეთისა და უკრაინის გუნდებს ჩატოვებ. ეს მხოლოდ უცნაურობა და გასაკვირი ამბავი არაა. საქართველოს 17-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებმა რამდენიმე დღის წინ, ევროპის ჩემპიონატის დასკვნით ეტაპზე გასვლით ნამდვილი ფურორი მოახდინა და ეს მაშინ, როდესც ამას ჩვენი გუნდისაგან ქართული ფეხბურთის ყველაზე გულდამწვარი ქომაგებიც კი ნაკლებად ივარაუდებდნენ.

11:40 | 29 მარტი, 2012

ვირკალათბურთი – ქართული სპორტის მომავალი

წყალბურთიც გაგვიგია, მოტობურთიც, და ცხენბურთიც... მაგრამ, ვირებით კალათბურთის თამაში აშკარად ცოტა სხვა რამეა. ალბათ უკვე ნახეთ, ჩვენს პორტალზე რამდენიმე დღის წინ დადებული სახალისო ვიდეო - http://worldsport.ge/Video.aspx?section=4&video=1233, სადაც ჩანს, როგორ თამაშობენ ამერიკელი ჯეელები კალათბურთს ვირებით და მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე მოხერხებულ კაცსაც კი გაუჭირდება კალათბურთის დარბაზში ვირის მართვა, ამერიკელები რისი ამერიკელები იქნებიან, ასეთ ”წინააღმდეგობებს” რომ შეუშინდნენ.

10:58 | 26 მარტი, 2012

ლუდით ნათქვამი სადღეგრძელოები

არავინ იცის, საქართველოში რატომ გაჩნდა ლუდით ცუდი ადამიანებისა და დაუჯერებელი ამბების დალოცვის ტრადიცია. მითუმეტეს, რომ აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, ლუდი, სულაც, წმინდა სასმელად ითვლებოდა. 

11:59 | 22 მარტი, 2012

ურუსნი ვაკეში

უფალმა მოიხსენიოს მობურთალი მიქაელ მესხელი, რომლისა სახელი ეწოდა სტადიონსა ერთსა მდებარე ველსა ვაკეისასა ზედა და რომელსა მეორეგვარად ჰქვიან ”ლოკომოტივ”. ღმერთმა დალოცოს მკლავნი ძლიერნი და მუხლნი დაუღლელნი, რომელნიც მიმოდიან სტადიონსა ესე და კურთხეულ იყოს ის სისხლი, რომელიც დაღვრილა ამა მინდორსა ზედა, მომხვდურთაგან გატეხილ ცხვირთა, ახეულ ყურთა და დაჩეხილ წვივთა გამო. უფალმა დალოცოს ქომაგნი და მოკეთენი სპორტისა ამის, რაგბად წოდებულისა და კეთილისმსურველნი ორთავ ქვეყანასა ზედა. 

11:09 | 18 მარტი, 2012

“აფერისტა”

ალბათ ყველას შეგხვედრიათ უწყინარი ცრუპენტელები. ანუ ადამიანები, რომლებიც გამუდმებით ათასგვარ ტყუილებს აბრეხვებენ, მაგრამ მათი ტყუილები არც ბოროტია და არც ვინმეს უშავებს რამეს. ასეთი ადამიანები აგრესიაზე მეტად ღიმილს იწვევენ და მათი ნათქვამი დაუჯერებელი ტყუილები ხშირად მთელი ცხოვრება გვახსოვს. ერთ ასეთ ცრუპენტელა კაცს მეც ვიცნობდი. მეტსახელად ”აფერისტას” ეძახდნენ, დიდუბეში ცხოვრობდა, მუდამ დიდუბის ავტოსადგურში დაყიალობდა და ფეხბურთის დიდი მოყვარული იყო. სწორედ ამიტომაც, მისი ტყუილებიც ძირითადად ფეხბურთს უკავშირდებოდა.

12:30 | 12 მარტი, 2012

დიდი კაცი!

თუკი ნამდვილი, ღირსეული ხალხი გახსოვს და გიყვარს, თუკი დიდ ფეხბურთზე რაიმე შეგიძლია ილაპარაკო, მაშინ ყოველთვის უნდა გახსოვდეს ერთი ჩასხმული, სქელკისერა და კეთილად მომღიმარი ინგლისელი კაცი, რომელსაც ალან შირერი ჰქვია! 

<< პირველი<< წინა6667686970717273747576შემდეგი >>
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.532672