ბლოგი

19:10 | 23 ოქტომბერი, 2011

მოჯი – მამა თუ ნათლიმამა?!

”სენიორ ლუჩიანო, თქვენ ამიერიდან სამუდამოდ გეკრძალებათ ფეხბურთთან ყოველგვარი კავშირი. მოგიწევთ პოსტის დატოვება და განზე განდგომა”, – როდესაც ეს სიტყვები ნეაპოლელმა მოსამართლემ ტურინის ”იუვენტუსის” ყოფილ დირექტორსა და მმართველს, ლუჩიანო მოჯის უთხრა, სასამართლოს დარბაზი “იუვენტუსისადმი“ გულცივად განწყობილი ხალხით იყო სავსე და ისინი სასამართლოს გადაწყვეტილებას ტაშის გრიალით შეხვდნენ. სწორედ ამიტომ, სილვიო ბერლუსკონის მიერ მართულ იტალიურ პრესაში დაიწერა, რომ თითქოს, მოჯის “იუვედან“ გაშვებას სრულიად იტალია სიხარულით შეხვდა და სამართლიანობამ საბოლოოდ იზეიმა.

11:37 | 20 ოქტომბერი, 2011

მარადონა არაბეთშიც ცუნდრუკებს

როგორც ჩანს, დიეგო მარადონა სადაც კი წავა, უკან ყველგან სამკაპმომარჯვებული რქებიანი წითური არსება დაჰყვება, რომელიც მუდამჟამს ათას სისულელეს ეჩურჩულება და ისედაც სისულელეებსნაჩვევ დიეგოს, აბა, მეტი ხომ არაფერი უნდა? ჯერ ერთი წელიც არაა, რაც მარადონა არაბეთის საემიროების კლუბ “ალ ვასლის“ თავკაცობს, მაგრამ იმდენი უკვე “შეძლო“, რომ ნაკლებად პრეტენზიული არაბი ქომაგებისა და კლუბის ჯიბესქელი პრეზიდენტის, მარვან ბინ ბაიატის გულისწყრომა დაიმსახურა.

11:40 | 16 ოქტომბერი, 2011

თავისმომჭრელები

გასულ კვირას, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა მორიგი შესარჩევი ეტაპი ჩააგრიხინა. სწორედაც რომ ”ჩააგრიხინა” და თან ისე, თბილისში ჯერ კიდევ შემორჩენილი, მოძველებული საბჭოური ავტომანქანები რომ ჩაიგრიხინებენ ხოლმე შუაღამით და ძილს გვიფრთხობენ. ჯგუფში მე-5 ადგილი დავიკავეთ და თუკი, თბილისში ხორვატიასთან გამართულ მატჩს არ ჩავთვლით, ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი მხოლოდ მატჩების ბოლო წუთებში წაგება-მოგებებით შეიძლება დაგვამახსოვრდეს.

22:50 | 13 ოქტომბერი, 2011

ვენგერი და დანარჩენები

არასოდეს მესმოდა იმ ხალხის, რომლებიც მათთვის ნაკლებად გულმისავალი გუნდების მწვრთნელებს შეურაცხყოფდნენ.

10:26 | 09 ოქტომბერი, 2011

ერთადერთი და განუმეორებელი ”პარმა”

ერნან კრესპო, ენრიკო კიეზა, არიელ ორტეგა, ფაბიო კანავარო, ჯიჯი ბუფონი, ლილიან ტიურამი, ადრიანო... ეს ბიჭები მხოლოდ ნაწილია იმ ფეხბურთელებისა, რომლებსაც ”პარმაში” უთამაშიათ და სიხარულით არაერთხელ აუცრემლებიათ “ენიო ტარდინის” ტრიბუნებზე მსხდომი ემილიელები. დღეს “პარმა” რიგით, არაფრით გამორჩეულ იტალიურ გუნდად იქცა და იტალიური ფეხბურთის მოყვარულები მასზე მხოლოდ დარდითა და ნოსტალგიით საუბრობენ. ემილიელთა მზე მაშინ ჩაესვენა, როდესაც “პარმას” ოდინდელ სპონსორს, რძის პორდუქტების მწარმოებელ იტალიურ კომპანია “პარმელატს” იტალიის მთავრობამ შეპირებული 30 მილიონ დოლიარიანი კრედიტი არ მისცა, რამაც კომპანია გაკოტრებამდე, პარმა კი დაჩაჩანაკებამდე მიიყვანა.

13:49 | 05 ოქტომბერი, 2011

ფეხბურთი ღვინის არომატით

საქართველოში შემოდგომის თანმხლები გაწამაწიაა და რთველი მხოლოდ სოფლებში კი არა, ქალაქებშიც კი დაიწყო. ჩვენ თუ არა, ჩვენი მრავალი ნაცნობი, ნათესავი თუ მეგობარი, თბილისში გახსნილ ყურძნის სპეციალიზებულ ბაზრობებზე აუცილებლად ყიდულობს ყურძენს და ახლა ყველა იმაზე მსჯელობს, ვის როგორი ღვინო გამოუვა და ვის რა მეთოდით სურს ყურძნის დაწურვა თუ ღვინის დაყენება. რთველი და ღვინო, როგორც სიჯანსაღის, სილამაზის, სიძლიერის, სიხარულის, ყველაფერი კარგისა და სასიამოვნოს სიმბოლო, შეუძლებელია სპორტის მოყვარულმა ხალხმა ვითომც აქა არაფერიაო – ისე გავატაროთ.

19:49 | 02 ოქტომბერი, 2011

პუტინი და სპორტი

სპორტი და პოლიტიკა მრავალ ქვეყანაში რომაა ერთმანეთზე გადაჯაჭვული, ეს ცნობილი ამბავია და ამ თემაზე მრავალგზის დაწერილა. პოლიტიკოსები, როგორც წესი, უარყოფენ სპორტში ხელის ფათურს. სპორტში დასაქმებული ადამიანები კი იქადნებიან – აბა ერთი ჩვენს საქმეში ვინმე ჩაერიოს და, მერე ჩვენ ვიცით, რასაც ვიზამთო. რეალობა კი ისაა, რომ მრავალ ქვეყანაში, განსაკუთრებით კი აზიურ და აფრიკულ ტირანულ რეჟიმებსა და ყოფილი საბჭოეთის ქვეყნებში, ფეხბურთი ლამის სახელისუფლებო პიარის ნაწილად არის ქცეული, რაც, რა თქმა უნდა, სპორტულ შედეგებზეც აისახება. ამ ყველაფრის კარგი მაგალითია რუსეთი, რომლის საფეხბურთო ჩემპიონატში იმხელა თანხა ჩაიდო, რომ მაგ რაოდენობის ფულით ავსტრიის ბუნდესლიგა ალბათ მსოფლიოში პირველი ჩემპიონატი გახდებოდა.

11:38 | 30 სექტემბერი, 2011

სინიშა – სიყვარულის მსხვერპლი

საღამოობით, როდესაც სინიშა მიხაილოვიჩი ”ფიორენტინას” საწვრთნელი ბაზიდან დაღლილი ბრუნდება, არასოდეს არ შეივლის  ბარში და საერთოდ, ამ კაცს ფლორენციის გასართობ ალაგს ვერ დალანდავთ. მაშინ, როდესაც ზაფხული იყო და ფლორენციაში ცხოვრება დუღდა, სინიშა სერბეთში მხოლოდ ერთი კვირით იყო წასული. დანარჩენი დროის განმავლობაში კი ა სახლში დასუნსულებდა, ან ”ვიოლას” ბოსების კაბინეტებში იჯდა და ათას რამეზე გაცხარებით კამათობდა, ან კი ქალაქში შემორჩენილ რომელიმე ფეხბურთელს ხვდებოდა და ჭიქა მანგოს წვენის თანხლებით სთხოვდა, ერთი სეზონი კიდევ დარჩენილიყო ფლორენციაში.

17:34 | 25 სექტემბერი, 2011

სომხეთი ევროპის გზაზე – ჩვენ წარსულში

მრავლისმეტყველი ფაქტია ის, რომ სომხეთის საფეხბურთო ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის საკმაოდ კარგი შანსი გაუჩნდა. საქართველოში სომხეთის გუნდს არცთუ ბევრი გულშემატკივარი ჰყავს, თუმცა, ჩვენი ობიექტური თანამოქალაქეები აღიარებენ, რომ მეზობელი სომხეთის ნაკრებმა თუკი უკრაინა-პოლონეთის საგზური მოიპოვა, ეს ჩვენი ფეხბურთისათვის ერთგვარი ”გამოსაფხიზლებელი საშუალება” შეიძლება გახდეს, რამეთუ საბოლოოდ დამთავრდება აბსურდული მითი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების წარუმატებლობა თითქოსდა მხოლოდ ფინანსების ნაკლებობასა და სხვა სუბიექტურ ფაქტორებს უკავშირდება.

13:40 | 19 სექტემბერი, 2011

კურტ ჰამრინი და პარიზელი პაპა

რამდენიმე დღის წინ, მოწადინებული სტუდენტებით, სწავლაში ლამაზად შებერებული ბიძებით და ჩვეულებრივი უსაქმურებით გადაძეძგილ საჯარო ბიბლიოთეკის ცენტრალურ სამკითხველოში, როდესაც ფესუნენკოს შესანიშნავი წიგნი: “პელე, გარინჩა, ფეხბურთი“ მოვითხოვე, ათამდე ადამიანის მხრიდან ჩემი მისამართით ისეთ გაკვირვებულ მზერას წავაწყდი, თავი დამნაშავედაც კი ვიგრძენი. იქ, სადაც ხალხი კანტისა და ჰეგელის მძიმე-მძიმე წიგნებს ითხოვს, აბა “ვიღაც ფესუნენკოს“ რა ესაქმება?!.. სპორტული თემატიკის ლიტერატურისადმი ასეთი აგდებული და ხშირად ირონიული დამოკიდებულება ჩვენს ქვეყანაში არაერთხელ შემხვედრია.

13:55 | 15 სექტემბერი, 2011

ახალზელანდიური ისტორიები

ახალი ზელანდიის არსებობის შესახებ, ალბათ, სხვა მილიონობით ბავშვთან ერთად, მეც ჟიულ ვერნის ”კაპიტან გრანტის შვილებიდან” გავიგე. ალბათ, გახსოვთ ლორდი გლენარვანის, მაიორ ჯონ მანგლსის, პროფესორ პაგანელის და მათი მეგობრების არცთუ მშვიდობიანი, მაგრამ უზომოდ საინტერესო თავგადასავლები ახალი ზელანდიის კუნძულებზე, მთელი თავისი კაციჭამიებითა და ათასი საშიში რამე-რუმეებით. დღეს, ახალი ზელანდია ბრიტანეთის დომინიონთაგან ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული და მშვიდად მცხოვრები ლამაზი ქვეყანაა, სადაც როგორც იცით, რაგბი სპორტის უპირველესი სახეობაა.

<< პირველი<< წინა7071727374757677787980შემდეგი >>
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.357226