ბლოგი
ლევან სეფისკვერაძე

17:40 | 06 თებერვალი, 2021

სასკოლო სპორტის უცნაურობანი

ცნობილი ამბავია, რომ სპორტის მთელს რიგ სახეობებში ჩვენი ქვეყნის ბოლოდროინდელი წარუმატებლობების ერთ-ერთი მიზეზი ბავშვებთა და განსაკუთრებით სასკოლო სპორტის ძალიან დაბალი დონეა. ბოლო დროს რამდენჯერმე მომიწია სპორტის მასწავლებლებთან შეხვედრა და მათგან ბევრი საინტერესო რამ გავიგე ქართულ სკოლებში არსებული სპორტული პრობლემების შესახებ. ჩემთან საუბარში სკოლაში სპორტის ყოფილიმასწავლებელი ამასწინათ იხსენებდა, რომ, სხვამრავალ პრობლემასთან ერთად, ქართულისპორტული განათლების სისტემას, არაპროფესიონალიზმიც დიდ ზიანს აყენებს.

ლევან სეფისკვერაძე

16:22 | 24 იანვარი, 2021

ჯიუტი გვადალუპელები

ვისაც გეოგრაფია გიყვართ და რუკებზე დამხობაარ გეზარებათ, ალბათ იცით, რომ კარიბისზღვაში კოხტად და მყუდროდ შეყუჟულიაქვეყანა სახელად გვადალუპე (გვადალუპა),რომელიც საფრანგეთის დომინიონი გახლავთ დათუკი ვინმეს სულ არ ადარდებს მსოფლიოშიმომხდარი ამბები, ნავთობსადენები, სირიის ომი, ტრაპმის წასვლა და ბაიდენის მოსვლა, ჰაი ჰაირომ სწორედ გვადალუპელები არიან.

ლევან სეფისკვერაძე

11:17 | 17 იანვარი, 2021

საქართველოსთვის დაკარგულები

რუსეთის საფეხბურთო ჩემპიონატი და განსაკუთრებით ჩემპიონატის ქვედა და კიდევუფრო ქვედა ლიგები ყველაზე ნათლად აჩვენებს ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებისსაფეხბურთო რეალობას და დიდი დაკვირვებაც არ უნდა იმის დანახვას, რომ ამ რეალობაში ქართველ, ან წარმოშობით ქართველ ფეხბურთელებს მნიშვნელოვანი, თუმცა გულსატკენად მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავთ.

ლევან სეფისკვერაძე

12:58 | 05 იანვარი, 2021

“ზამთრის ჩემპიონი“ საგაზაფხულო იმედებით

ძალიან დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც “მილანი“ “ზამთრის ჩემპიონი“ არ გამხდარა. ამას ვინ ჩივის, როცა ამ ლეგენდარულ იტალურ კლუბს ევროტურნირებზე გასვლაც კი ნამეტანავად უჭირდა და თუკი გადოდა, იქაც ბეჩავად დალასლასებდა. თუკი ვინმეზე შეიძლება ითქვას, რომ ეს წლები საკუთარი თავის აჩრდილი იყოო - სწორედაც “მილანზე“, რომლის აწმყოც განსაკუთრებთ მძიმედ ძველი თაობის ქომაგებს ხვდებოდათ გულზე.

ლევან სეფისკვერაძე

12:46 | 31 დეკემბერი, 2020

ახალ ეპოქაში გილოცავთ ახალ წელს!

სულ მალე 21-ე საუკუნის 20-იანი წლების ათვლა დაიწყება. ვინც გასულ საუკუნეში დავიბადეთ და გავიზარდეთ, ჩვენს მეხსიერებაში “20-იანი წლები“ სულ სხვა რამეს ნიშნავს და სხვა მოგონებებს აღძრავს. თუმცა, ისტორია მუდმივად მეორდება და მსოფლიოში არსებულ პანდემიას მართალია არც “დიდი დეპრესია“ ჰქვია, არც საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვა და არც ე.წ. ბუტლეგერების ეპოქა, მაგრამ პარალელები მაინც აშკარაა და თვალშისაცემი. ახლავ მწვავედ დგას სოციალური პრობლემები, ახლაც წარმოჩინდა თუ რა რთულია იყო დამოუკიდებელი ქვეყანა არსებულ სიტუაციაში და ჩვენს რეგიონში. ახლაც ბევრია გაურკვევლობაში თუ სად მივდივართ და საერთოდ თუ მივდივართ სადმე.

ლევან სეფისკვერაძე

14:37 | 13 დეკემბერი, 2020

ჩაო, პაოლო!

ეს ბოლო ერთი თვე მართლაც რომ ურთულესიგამოდგა ფეხბურთის ქომაგებისთვის. ჯერ დიეგო მარადონას გარდაცვალებამ გვატკინა გული და ახლა კიდევ ერთი დიდი ლეგენდა - იტალიელი პაოლო როსი გადაბარგდა იმქვეყნად. ბევრს ჰგონია, რომ ფეხბურთის გულშემატაკივრები მხოლოდ მყვირალა, ნერვიული და გადარეული ხალხი ვართ. არადა, ჩვენს შორის რომ დარდი და ემოციაა - ასეთი უნდა. აბა როგორ გინდა არ განიცადო დიდი პაოლო როსის გარდაცვალება?

ლევან სეფისკვერაძე

12:33 | 06 დეკემბერი, 2020

ორნი ავლაბარში

- გაიგე ძმაოჯან, ამ ოხერ-ტიალ ჰენრიკას, ეს როგორი ფინთი რამეები იმასუქნია? - ჰენრიკას რომელსა? მხთარიანს? “ვსე მირნი გლავნი“ გოროდში რო ბურთაობს?

ლევან სეფისკვერაძე

12:50 | 26 ნოემბერი, 2020

მას მგონი, მართლა ღმერთი ეხმარებოდა!

„მისი სიცოცხლე დასრულდა“ - თქვა რეანიმაციიდან გამოსულმა აცრემლებულმა ექიმმა და ყველა მივხვდით, რომ მართლაც დასრულდა ჩვენი ბავშვობაც, დიდი ეპოქაც და ყველაფერი ის, რამაც (ვინაც) ფეხბურთი მილიონობით ადამიანს შეაყვარა. დიეგო მარადონა იმქვეყნად გადაბარგდა და ახლა უკვე ზეციურ არგენტინაში აკენწლავს ფორთოხალს, გაუმწარებს სიცოცხლეს მოწინააღმდეგე გუნდის მცველებს, ჩაიდენს ათას სისულელეს და მაინც იქნება პირველი უპირველესთა შორის, რადგან დიეგო მარადონა ყველგან მხოლოდ პირველი შეიძლება იყოს!

ლევან სეფისკვერაძე

17:30 | 22 ნოემბერი, 2020

ჩვენი საკეთებელი

ძმანო და მოკეთენო ჩემო, რომელთაც უწყით დარდნი დიდნი და კაეშანნი გულისდამწველნი ქუეყანისა ჩუენისა და ვაგლახი ფეხბურთისა ქართველთაი. კაეშანითა დიდითა დავჯექ საწერად ამბისა, ესე, რომელიც გულმან ვერ დაიტია და სათქმელი უკეთუ არ ითქვა დღესა, ხვალ იქნება გვიან და დაძველებულად. მამანო და პაპანო ჩვენნო, მნახველნო მრავლისა გამარჯვებისა, უკეთუ გახსოვთ გამარჯვებანი დიდნი კლუბისა ჩვენისა ღირსეულისა, რომელსაც ვეტყვით “დინამოდ” და რომელმაც ქმნა ჭეშმარიტი ბურთაობაი მრავალნი, ჟამსა ამას, ოდენ დამცრობილ კლუბად ქცეულა. ნაკრები ჩვენი, რომელიც უნდა იყოს რჩეულ და მოთამაშე კეთილსახოვანი ფეხბურთისა, სხვაი არა არს, თუ არა გუნდი შიშისა და გუნდი მარცხისა. მომავალი კი კარგსა არაფერს გვიქადის...

ლევან სეფისკვერაძე

13:07 | 14 ნოემბერი, 2020

ხელიდან გაშვებული ისტორული შანსი

12 ნოემბერი აუცილებლად შევა ქართული ფეხბურთის ისტორიაში. ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის შემდეგ სწრედ ამ დღეს გვქონდა უნიკალური შანსი, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები არსებობის მანძილზე პირველად გასულიყო დიდ საერთაშორისო ფორუმზე და ყველასათვის, პირველყვლისა კი ჩვენი ხალხისთვის საჯაროდ ყოფილიყო განცხადებული, რომ ქართული ფეხბურთი არსებობს, ქართული ფეხბურთი ჯერ კიდევ ცოცხალია!

<< პირველი<< წინა56789101112131415შემდეგი >>
0.218603