ბლოგი
ლევან სეფისკვერაძე

13:00 | 22 დეკემბერი, 2013

მაშალა გალა!

თოვლიანი, ყინვით გარემოცული და დანისლული სტამბოლი. ზუსტად ისეთი, ორჰან ფამუქმა რომ აღწერა თავის დროზე. სტადიონთან ორნი დგანან. გრძელი პალტოს საყელოებში თავი აქვთ ჩარგული და თითქმის ჩურჩულით ლაპარაკობენ. ”რა ვქნათ ბიჭო ახლა? მარტო თბილისში დასაბრუნებელი ფული გვაქვს დარჩენილი და ხვალ როგორღა გავჩერდებით ამ დედააფეთქებულ ქალაქში?” – ამბობს ერთი და ჯიბიდან პოლიციისგან ფარულად იღებს თბილისიდან წაღებული ჭაჭით სავსე მათარას, მოსვამს და სასწრაფოდ იბრუნებს ჯიბეში. მეორეს სქელი ქუდი აქვს თვალებზე ჩამოფხატული და ნერვიულად სცემს ბოლთას. ”რაღა ახლა მოვიდა თოვლი და უბედურება ამის დედა ვატირე... მთელი ორი თვე ვაგროვეთ ”გალათასარაი”-”იუვეზე” წამოსასვლელი ფული და ჩვენი იღბალი რა ვთქვი ტო... თოვლის დრო იყო ახლა?...” – ამბობს და ისიც ჩუმად ყლურწავს ცეცხლოვან ჭაჭას.

ლევან სეფისკვერაძე

15:11 | 19 დეკემბერი, 2013

წარსულის აჩრდილები

გასულ კვირას ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალაქი ბათუმი, რამდენიმე დღით ისე ჩაბნელდა და ჩამუქდა, ბუნებრივია ყველას არცთუ საამო გასული საუკუნის 90-იანი წლები გაგვახსენდა, როდესაც უშუქობა ჩვენი ცხოვრების თანმდევი უბედურება იყო და დენის მოსვლა ადამიანებს შვილის შეძენაზე არანაკლებ უხაროდათ. აქვე მინდა იმედი გამოვთქვა, რომ ბათუმი კვლავ ძველებურად გათბება და გაფერადოვნდება, მაგრამ გაყინულ-ჩაბნელებული ბათუმის ხილვამ ბევრი უშუქობასთან დაკავშირებული მოგონება წამოსწია წინ და მათი უმეტესი ნაწილი ფეხბურთს, უფრო კონკრეტულად კი დენის მქონე ახლობლების ძებნაში მთელს თბილისში მოწანწალე ფეხბურთის გულშემატკივრებს უკავშირდება.

ლევან სეფისკვერაძე

11:55 | 15 დეკემბერი, 2013

წერილი კლოპს

მოგესალმები ჰერ იურგენ კლოპ. ალბათ ეს წერილი რომ მიიღეთ და საფოსტო კონვერტზე გამომგზავნელის მისამართად ქალაქი ნეაპოლი ეწერა, წერილის დახევა რამდენჯერმე დააპირეთ, რადგან ჩემგან გინებას და კრულვას მოელით. თუმცა რაკი გამბედაობა გეყოთ და ახლა ამ წერილს კითხულობთ, უკვე იმსახურებთ ჩემს სიმპათიას და პატივისცემას, რადგან გაბედული და უშიშარი ადამიანები ყველაზე მეტად მიყვარს ამქვეყნად.

ლევან სეფისკვერაძე

12:15 | 12 დეკემბერი, 2013

აბედი პელე და მამაშვილობა

არავინ იცის რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის რომ ასრულდეს ჭეშმარიტად ქართული ოცნება და ჩვენმა შვილებმა მსოფლიოს დიდ და სახელოვან საფეხბურთო ჩემპიონატებში ითამაშონ. თუკი მამას ფეხბურთი უყვარს და ვაჟიშვილიც ჰყავს, ბუნებრივია, რომ შვილის დაბადებისთანავე ებღაუჭება ბავშვის გაფეხბურთელების იდეას და ეს ამბები შეიძლება ძილშიც კი ეს ესიზმრება. მაგრამ, სამწუხაროდ ოცნებები ძალიან იშვითად ხდება.

11:17 | 08 დეკემბერი, 2013

საოცნებო ადგილი

ერთი ძალიან კარგი ადგილი ვიცი, სადაც სულ სიმშვიდეა, არ არიან პოლიტიკურად ანგაჟირებული სამარცხვინო ხალხი, არ მოისმენთ ჭორებს, ფანატიკურ ბოდვებს, არ აჩვენებენ თურქულ სერიალებს და თოქ-შოუებს, არ არსებობენ ყველაფერში ცხვირის ჩამყოფი ადამიანები, არავინ გაძალებთ სადმე წასვლას და ვინმეს მხარდაჭერას, არავინ გატენით თვალებში რომელიმე ცნობილი საფეხბურთო კლუბის დროშას, არ გაჭმევენ მჟავე და მყრალ ხინკალს და რაც ყველაზე მთავარია – ტელევიზორი მხოლოდ და მხოლოდ ფეხბურთს აჩვენებს! აი, ამ დიდებულ ადგილზე გეპატიჟებით ბრაზილიაში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონტის დროს. გეპატიჟებით ყველას განურჩევლად სქესისა, კანის ფერისა და აღმსარებლობისა. განურჩევლად საყვარელი გუნდისა და მწვრთნელისა. განურჩევლად ღვარძლიანობისა და კეთილშობილებისა.  

ლევან სეფისკვერაძე

17:32 | 05 დეკემბერი, 2013

რა მოხდებოდა...

რა მოხდებოდა ქართველები ცოტა, სულ ცოტა ხანი მაინც რომ ვიყოთ ბოსნიელთა ადგილას და ბოსნია-ჰერცეგოვინას მკვიდრთა დარად, ვგრძნობდეთ იმ სიამაყესა და სიამაყოს თანმხლებ სიამოვნებას, რაც მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლამ შეიძლება მიანიჭოს ადამიანებს. რა მოხდებოდა, სულ რამდენიმე წუთით მაინც შევიგრძნოთ, თუ რას ნიშნავს თვეებისა და დღეების თვლა მსოფლიოს ჩემპიონატამდე არა მხოლოდ იმიტომ, რომ ზოგადად ფეხბურთი გიყვარს, არამედ უპირველესად იმიტომ, რომ პლანეტის რჩეულ 32 გუნდს შორის შენი არცთუ მდიდარი, მაგრამ ამაყი ქვეყნის ნაკრებიც მონაწილეობს...

ლევან სეფისკვერაძე

11:26 | 02 დეკემბერი, 2013

ხელფასები, ხელფასები ...

ფეხბურთელებთან გაფორმებული შრომითი კონტრაქტები მთელს მსოფლიოში ერთმნიშვნელოვნად პრობლემურ საკითხს წარმოადგენს. მოგეხსენებათ, კონტრაქტი ერთობ ინდივიდუალური თემაა და ერთი შეხედვით, მხოლოდ ორი მხარის -ფეხბურთელისა და კლუბის გადასაწყვეტია შიგნით რა ჩაიწერება. თუმცა, მოდით ნუ ვიქნებით გულუბრყვილოები და კარგი იქნება თუ თვალნათლივ დავინახავთ მთელს რიგ ნაკლოვანებებს, რაც ამ კონტრაქტებს ხშირად ახლავს თან.

ლევან სეფისკვერაძე

18:38 | 28 ნოემბერი, 2013

საოცნებო დერბი

თბილისური დერბის გარდა, ჯერჯერობით საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ისტორიის მანძილზე, სხვა რომელიმე ქართული ქალაქის დერბი არასოდეს გამართულა. ეს უმაღლეს ლიგაში, თორემ, ქვედა ლიგებში კი იქნებოდა ბათუმური ან ქუთაისური პატარა ბიჭებით დაკომპლექტებული გუნდების თამაშები. არადა, რამდენიმე წლის წინ, ზუგდიდური კლუბები: ”ბაია” და “მგლები” რომ არ გაეერთიანებინათ, ჩვენ არც მეტი, არც ნაკლები, ზუგდიდური დერბის მომსწრენი გავხდებოიდით და მრავალი წარმოსახვითი ოცნებების აგებაც კი შეიძლებოდა ამ დერბიზე, საქართველო ცოტათი მაინც ეკონომიკურად წელში გამართული და სხვადასხვა ქალაქებში დიდი საგულშემატმივრო ტრადიციებით დატვირთული ქვეყანა რომ იყოს.

11:29 | 24 ნოემბერი, 2013

მუნდიალი უზლატანოდ

ზლატან იბრაჰიმოვიჩი მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს! შვედეთის ნაკრები გავარდა! ჩვენ თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვარსკვლავის მსოფლიოს ჩემპიონატზე ხილვის საშუალება არ მოგვეცემა! არადა მუნდიალზე ისეთი გუნდები გადიან და ადრეც გადიოდნენ, რომ კაცმა არ იცის მათი ხილვა ვის რა ჯანდაბად და დოზანად უნდა...

ლევან სეფისკვერაძე

12:04 | 21 ნოემბერი, 2013

შეხვედრა მისტერ ვუდთან

მაშინ, როდესაც მთელი დედაქალაქი დასასვენებლად იყო გაკრეფილი, მე და მისტერ ვუდი მტვრიანი ქუჩის ბოლოს ერთ პატარა საჩაიეში ვისხედით და იმ დროს ვიხსენებდით, როდესაც ჯერ კიდევ ციცქნა ყმაწვილები ვიყავით და ჩვენი საერთო მთავარი ოცნება ჩვენი სახლებიდან სტადიონის გასახდელამდე გვირაბის გაყვანა იყო. ეს იდეა ვუდის სკოლაში გეომეტრიის გაკვეთილზე მოუვიდა, ფურცელზე დაწერა და გადმომაწოდა. იმხანად ჩვენი პატარა ქალაქის გუნდი კარგად თამაშობდა და სტადიონზე გამუდმებულად ანშლაგები იყო, სადაც შეღწევა გავლენიან ბიძაკაცებსაც კი უჭირდათ და სულ რაღაც თერთმეტიოდე წლის ყმაწვილებისათვის ბილეთის შოვნა ჭეშმარიტად დიდი ოცნება და ფუფუნება იყო. ჰოდა ამ ოცნებებსა და მატჩებზე შესვლაზე გეგმების დაწყობის დროს გამიმხილა ვუდმა თავისი აღმოჩენა გვირაბთან დაკავშირებით.

ლევან სეფისკვერაძე

12:24 | 17 ნოემბერი, 2013

ქომაგობა

რა მოხდებოდა ფეხბურთი რომ არ გამოეგონათ? არაფერი აპოკალიფტიკური... იქნებოდა სპორტის რომელიმე სხვა სახეობა, რომელსაც მსოფლიოში ნომერ პირველ სახეობად შერაცხდნენ და იმ შემთხვევაში ლეო მესი ალბათ კარგი მარათონელი იქნებოდა.  რა მოხდებოდა, ბრაზილია ბრაზილია რომ არ ყოფილიყო? არც ამით დაიქცეოდა ქვეყანა. ბრაზილიის ადგილზე იქნებოდა სხვა ქვეყანა, სხვა სახელწოდებით და სხვა ისტორიით, მაგრამ დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ ის სხვა ხალხიც ისევე შეიყვარებდა ფეხბურთს, როგორც ნებისმიერი სხვა ლათინოამერიკელი ხალხი.

<< პირველი<< წინა5051525354555657585960შემდეგი >>
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.418393