13:35 | 17 მარტი, 2013
ჟოზე და სტალინიიყო ჩავარდნებიც, დიდი ანგარიშით მარცხებიც, ფეხბურთელებთან კონფლიქტებიც და ქომაგების მიერ ტრიბუნებზე გამოფენილი კრულვა-გინებით სავსე ტრანსპარანტებიც... ეს ყველაფერი იყო და ალბათ მომავალშიც არაერთხელ იქნება, მაგრამ ჟოზე მოურინიო კვლავ იმ კაცად დარჩა, რომელმაც კრიტიკის “ერთ ყურში შეშვება და მეორედან გამოშვება” ყველაზე კარგად იცის და საბოლოოდ მაინც იმ მეთოდებით აღწევს შედეგებს, როგორიც საჭიროდ მიაჩნია.ჟოზე მოურინიო რომელიმე ქვეყნის მმართველი რომ იყოს, აუცილებლად დიქტატორი იქნებოდა და მის მიერ დაწყებულ რეპრესიებზე ალბათ გაეროს არაერთი რეზოლუცია დაიწერებოდა.
12:25 | 10 მარტი, 2013
ფეხბურთი რომ არა...ალბათ, საინტერესოა, რა ხალხი იქნებოდნენ ცნობილი მწვრთნელები, მსაჯები და ფეხბურთელები, თავის დროზე, ფეხბურთის ნაცვლად, სხვა ხელობისთვის რომ მოეკიდებინათ ხელი. ანუ, სხვანაირად რომ ვთქვათ, ფეხბურთში მათი საქმეეები ისე რომ არ წასულიყო, როგორც წავიდა...
12:38 | 07 მარტი, 2013
ხულიო ვისასიხულიოს დილიდანვე ცუდი განწობა აჰყვა. თითქოს გრძნობდა იმ დღეს რაღაც ცუდი რომ უნდა მომხდარიყო.
10:27 | 03 მარტი, 2013
ბრაზილიური საფიქრალიამასწინათ, რივალდოს უთქვამს: “გულრწფელად მეცოდება ბრაზილიის ამჟამინდელი ნაკრების ფეხბურთელები. ბევრმა მათგანმა, ალბათ, არც კი იცის, ბრაზილიაში მსოფლიოს ჩემპიონატზე რამხელა წნეხის წინაშე მოუწვეთ თამაშიო”, - ამ სიტყვების თქმის უფლება, ალბათ, მხოლოდ რივალდოს და მისი კალიბრის ფეხბურთელებს აქვთ, თორემ, ბრაზილიის ნაკრებში მოხვედრა და მით უმეტეს, ამ გუნდის მაისურით მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში რაოდენი ბედნიერებაა, ადვილად წარმოსადგენი უნდა იყოს ნებისმიერი გულშემატკივრისთვის.
11:44 | 28 თებერვალი, 2013
წერილი გლორიასჩემს ბავშვობაში როდესაც რუსეთის რუკას დავხედავდი, თვალი ყოველთვის ზემოთ, ჩრდილოეთისაკენ გამირბოდა.
12:39 | 24 თებერვალი, 2013
გერმანული კერძის რეცეპტისანამ კერძის მომზადებას დაიწყებდეთ, პირველ რიგში უნდა გაითვალისწინოთ წელიწადის დრო და ინგრედიენტების ხარისხობრივი მაჩვენებელი. ამიტომ, ”ინგრედიენტებს” პირველ ყოვლისა ვუსინჯავთ ფეხებს, მომზადების დონეს, განწყობას და მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია შევუდგეთ საქმეს.
11:51 | 21 თებერვალი, 2013
კაცი, რომელსაც ჭიდაობა ძლიერ უყვარდაერთ წყნარსა და წესიერ კაცს ვიცნობ, რომლის ხმამაღალი სიტყვაც კი არავის გაუგია. დადის თავისთვის, დაფაჩუნობს... რომელიღაც ფირმაში დისტრიბუტორად მუშაობს და ასე, ავად თუ კარგად ინახავს თავის ცოლსა და ორ შვილს.
10:40 | 17 თებერვალი, 2013
ვინჩენცო სანტრეს აღსარებაო, როგორი ბედნიერი ვიყავი 12 თებერვლის სუსხიან ღამეს, სენიორ ანტონიო. სქოთლენდის მწველი და ძვალ-რბილში გამტანი ქარებიც კი თითქოს სადღაც შორს დარჩა და ფიქრებით ჩემს ლამაზ ნეაპოლში დავბრუნდი. თითქოს, ისევ პატარა ბიჭი ვიყავი და ჭინჭრიან მდელოებზე მეც სხვებთან ერთად ვაგორებდი ბურთს. ეს თქვენ და თქვენმა დიდებულმა გუნდმა მაგრძნობინა, სენიორ კონტე და მე ამას არასოდეს დაგივიწყებთ.
14:06 | 14 თებერვალი, 2013
ზლატანის “ჭია”ზლატან იბრაჰიმოვიჩი ისეთ ადამიანთა კატეგორიას ნამდვილად არ განეკუთვნება, რომელთა ფიქრებსა და ზრახვებს ადვილად ამოვიცნობთ. ზლატანი არც ისეთი ვინმეა, პირი რომ მოაღოს და საკუთარი შეხედულებები წამდაუწუმ აფრქვიოს.
12:26 | 10 თებერვალი, 2013
ვენდოთ ჯანი ინფანტინოს?ჩვენ ახლა ისეთ დროში ვცხოვრობთ, როდესაც ბევრ ფულს მრავალი პრობლემის მოგვარება და გადაწყვეტა შეუძლია. თუმცა, ყველაფერს მხოლოდ ფულით მართლაც ვერ იყიდით და ეს ჭეშმარიტება უეფას გენერალურმა მდივანმა ჯანი ინფანტინომ თავის ერთ-ერთ ბოლო საჯარო განცხადებაში გაახმოვანა.
11:22 | 07 თებერვალი, 2013
ზდენეკ ზემანის სინდრომიროგორც იქნა აღსრულდა რომაელი ტიფოზების ოცნება და ზდენეკ ზემანი გუნდის მთავარი მწვრთელის პოსტიდან დაითხოვეს. მთელი ევროპა სულ სოფელ-სოფელ რომ დაიაროთ, ძალიან ძნელად ნახავთ ზდენეკ ზემანზე ჯიუტსა და გულზვიად კაცს. მისი ხასიათის სწორედ ეს აუტანელი მხარეებია იმის მიზეზი, რომ სადაც კი ეს ჩეხი სპეციალისტი მივიდა, თითქმის ყველგან უარყოფითი გავლენა მოახდინა.
| სარეკლამო ადგილი - 14 120 x 600 |