ბლოგი
ლევან სეფისკვერაძე

15:38 | 24 მაისი, 2020

სხვისი შვილები

უკვე მეოთხე წელია საქართველოში ძალაში შევიდა კანონი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოწევის აკრძალვის შესახებ. ასეთ ზონებად აღიარეს არა მხოლოდ სახელმწიფო დაწესებულებები, არამედ საავადმყოფოები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ზოგიერთი სკვერი და კაფეებიც კი. თუმცა ერთია კანონის მიღება და მეორეა მისი შესრულება.

ლევან სეფისკვერაძე

14:01 | 17 მაისი, 2020

სულ სხვანაირი ბუნდესლიგა

ფეხბურთის მოყვარულ ხალხს მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის გერმანიის საფეხბურთო კავშირის მიმართ, რომელმაც პირველმა მიიღო გაბედული გადაწყვეტილება და გუშინ გერმანიის საფეხბურთო ჩემპიონატი განახლდა. პანდემიის შემდეგ, როგორც მოსალოდნელი იყო გუნდები უწინდელზე შედარებით ზანტად, დუნედ, უცნაურად და რაღაცნაირად მოშვებულად გამოიყურებიან. მაგრამ ალემნათა ქვეყანაში რაკი მაინც გაისმა ბურთზე ფეხის ძალუმად ბრახუნის ხმა, ეს ქომაგებისთვის სიამეც იყო და ერთგვარი დარდის გაქარწყლებაც.

ლევან გოგოტიშვილი

12:59 | 16 მაისი, 2020

ის მაინც ბრუნავს

ყველაფერი პარიზში ჩაწოდებული კუთხურით დაიწყო - სწრაფი გათამაშება, მეკარის საჯარიმოსთან ბურთის, ერთი შეხედვით, სახიფათოდ „ჩაგდება“, მოჩვენებითი საფრთხე, მშვიდი დაცვა, ცივი გონება, მილიმეტრებში გამოზომილი გადაცემა, ბურთის წინ გაგდება, გაკიდება, მეკარის მოტყუება და„ბავშვის“ მიერ მახვილი კუთხიდან კარგად შესრულებული დარტყმა - 3:0 და ჩემპიონთა ლიგის მერვე თასი.

ლევან სეფისკვერაძე

12:30 | 10 მაისი, 2020

ქართული სპორტი სამეზობლოში

თანამედროვე მსოფლიოში ყველა აღიარებს, რომ ცალკე აღებული ერთი ქვეყნის სპორტული პროგრესი წარმოუდგენელია, თუკი მასთან ერთად რეგიონში არსებული სხვა ქვეყნებიც არ განვითარდა. მოდით, მაინცა და მაინც ნუ გამოვეკიდებით რუსეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მაგალითს, რომელიც პირველ რიგში ოლიგარქების ფულით საზრდოობს და ხშირ შემთხვევაში ყოველგვარი ლოგიკის გარეშე, ლათინოამერიკელ ფეხბურთელებში გასროლილი მილიონებით შესაძლებელია მყისიერი შედეგი მიიღო, შორსმიმავალ გეგმებზე კი ვერავინ ისაუბრებს.

ლევან სეფისკვერაძე

13:39 | 03 მაისი, 2020

მოგონილი დიალოგები

ადამიანი, რაც არ უნდა “ენამჭევრი” და საინტერესო მოსაუბრე იყოს, სულ მცირე, დღეში ერთხელ მაინც დგება მუდამჟამს აქტუალური პრობლემის წინაშე. ამ პრობლემას ერთობ მარტივი სახელწოდება აქვს _ სალაპარაკო თემის არქონა. არადა, ალბათ დამეთანხმებით, რომ სასაუბრო საგნის უცაბედ გაუჩინარებას, რაზეც თანამედროვე ახალგაზრდები საუბრობენ, “ტვინის დროებით დაშადთაუნებას” ეძახიან.

ლევან სეფისკვერაძე

12:50 | 26 აპრილი, 2020

საფეხბურთო სტერეოპტიპები

მას შემდეგ, რაც ბავშვობაში მე და ჩემმა მეგობრებმა იტალიის ჰიმნის ერთი აბზაცი ვისწავლეთ “სკუადრა აძურას“ ყველა თამაშს ჰიმნის შესრულებით ვხვდებოდთ, თუმცა ბევრისაგან განსხვავებით, საქართველოს ჰიმნიც ვიცოდით და ძალიანაც მოგვწონდა. (ახლაც ვფიქრობ, რომ ძალიან ცუდი იქნება, თუ ვიღაც-ვიღაცეების პოპულიზმის გამო ჩვენს ჰიმნს შეცვლიან). ბავშვობაში ჩვენთვის ყველაზე ნერვების მომშლელი მაინც ბრაზილიის მსოფლიო ჩემპიონობა იყო, რადგანაც გვეგონა, რომ ამ გუნდს, როგორც წესი მულტისერიალ “სიმპსონების” გმირის, გამერის ტიპის ადამიანები გულშემატკივრობდნენ და ვთვლიდით, რომ ეს ის ხალხი იყო, რომლებიც 60-იან წლებში გაიყინნენ. ახლა ცხადია ასე აღარ ვფიქრობთ და ჩვენი დამოკიდებულებები შეცვლილია. თუმცა, ქომაგებს დაუძლეველი სტერეოტიპები სამწუხაროდ ხშირად ახასიათებთ და სწორედ ამაზე მინდა ორიოდ სიტყვის თქმა.

ლევან გოგოტიშვილი

13:58 | 20 აპრილი, 2020

LA Lakers - დიდი ბიჭებით, დიდი მიზნებისკენ

კალიფორნია გაჩერებულია. და გაჩერებულია მთელი მსოფლიო.

ლევან სეფისკვერაძე

13:06 | 19 აპრილი, 2020

ის, რაც არაბებთან გვაერთიანებს

სანამ კორონა ვირუსი მძვინარებს და მთელს მსოფლიოში სპორტი პარალიზებულია, მოდით ახლა ერთ სახალისო ძველ ამბავს გავიხსენებ და ამრიგად კიდევ ერთხელ ვისიამოვნოთ იმ საოცრებით, რასაც ფეხბურთი და ფეხბურთით მოგვრილი სიამოვნება ჰქვია. ამ ათიოდ წლის წინ ვერასოდეს ვიფიქრებდი, თბილისში თუ ამდენი არაბი იქნებოდა. ისეთი არაბი კი არა, ამერიკის ატომური სააგენტოს უფროსი რომ არის, ევროპელისაგან რომ ვერ განასხვავებთ. არა, ნამდვილი, დაშხოშიანი არაბები, თავიანთი ჩალმებით, თეთრი ტანსაცმლით, სურნელოვანი წვერითა და ნამდვილი არაბული რამე-რუმეებით.

ლევან გოგოტიშვილი

18:17 | 15 აპრილი, 2020

NBA - Ursa Major

დილა ჩვეულებრივად დაიწყო - მარტივი, სტანდარტული პროცედურები და "სქროლვა". კორონას მიერ ოკუპირებულ News Feed-ზე რომ აქა-იქ სპორტული სიახლეები ამოხტება, ეგაა ჩემი და კიდევ ბევრი ადამიანის დილის მთავარი "ჰაილაითი".

ლევან გოგოტიშვილი

18:49 | 08 აპრილი, 2020

NBA - ეპილოგი

NBA დიდი ლიგაა. დიდი და საინტერესო ბიჭებით. NBA განუმეორებელი კრებულია, ერთდროულად საოცარი და მძიმე მოგონებებით სავსე.

ლევან სეფისკვერაძე

09:27 | 05 აპრილი, 2020

დიალოგი პანდემიისას

ვაა შენც სახლში ზიხარ? როგორ ხარ?

<< პირველი<< წინა89101112131415161718შემდეგი >>
0.161444