17:59 | 13.08.2026
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ის საკვალიფიკაციო მატჩი დათმო, რომლის მოგებაც ელიტურ A დივიზიონში დარჩენის გარანტია იყო. დაძაბულ ბრძოლაში ჩვენი გუნდის მეტოქე თურქეთი გახლდათ, რომელმაც მერვედფინალში რუმინეთთან წააგო. საქართველო კი, მოგეხსენებათ, საფრანგეთთან დამარცხდა.