17:48 | 20 ივნისი, 2021
იშვიათად კარგი ჩემპიონატიმიუხედავად ჯერ კიდევ ვერდასრულებული კორონა-პანდემიისა, მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთის გარდა ყველა სტადიონზე გულშემატკივრები კანტიკუნტად შეუშვეს და კიდევ სხვა მრავალი პრობლემისა, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი მაინც მშვენივრად დაიწყო და უკვე მრავალი ისეთ დასამახსოვრებელი თამაში ვნახეთ, რომელიც ნაღდ ქომაგს მეხსიერებში მთელი ცხოვრება ჩაებეჭდება ხოლმე.
18:19 | 13 ივნისი, 2021
ფიქრები ოლიმპიადის წინოლიმპიური თამაშებისადმი განსაკუთრებული მოლოდინები, როგორც წესი პატარა ქვეყნებში არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ყველამ იცის, მოპოვებული მედლების რაოდენობის მხრივ აშშ-ს, რუსეთსა და ჩინეთს ვერავინ გაუტოლდება, პატარა ქვეყნებს მუდამ სჯერათ, რომ სწორედ ოლიმპიადებზე ეძლევათ შანსი საკუთარი იდენტობა და სპორტული პრეტენზიები დაადასტურონ.
15:25 | 06 ივნისი, 2021
ფეხბურთს დიდი რეფორმები სჭირდება!ევროპის ბობოლა კლუბებს ხელმძღვანელების და პირველყოვლისა მადრიდის “რეალის“ პრეზიდენტ ფლორენტინო პერესის ინიციატივით დაარსებული სუპერლიგა და ზოგადად სუპერლიგის იდეა მკვდრადშობილი გამოდგა. ფეხბურთის ქომაგებმა ცოტათი მაინც შვებით ამოისუნთქეს და მიეცათ იმედი, რომ ძლევამოსილთა მიერ სუსტი კლუბებისადმი ცხვირაბზუება და აგდებული დამოკიდებულება ოფიციალურად არ გაფორმდება. თუმცა, ეს გამარჯვება მაინც დროებითი მგონია და არავინ იცის რა იქნება მომავალში.
13:08 | 30 მაისი, 2021
კოპა ამერიკა ჩაშლის პირასააჩვენ ევროპაში დატრიალებული ამბები გვადარდებს და საბოლოოდ მაინც ვერჩატარებული სუპერლიგის “ნამსხვრებებში“ ვიქექებით. ამასობაში კი სამხრეთ ამერიკაში, იქაურმი ფეხბურთის ბოსებმა გამოიდეს თავი და ისეთი ერთმანეთზე უცნაური საქმეები აკეთეს, წელს ივნისში დაგეგმილი კონტინენტის უმთავრესი საფეხბურთო ტურნირის - კოპა ამერიკის დაწყებაც კი დადგა ეჭვქვეშ...
14:40 | 09 მაისი, 2021
სეუ ჟოზე მარადიულ ქალაქშიმე თუ მკითხავთ, 11 წლის შემდეგ ჟოზე მოურინიოს იტალიაში დაბრუნება და “რომაში“ მისვლა 2021 წლის ერთ-ერთი მთავარი სპორტული მოვლენაა. 2010 წელს იტალიიდან მოურინიო ჭეშმარიტად დიდი ტრიუმფატორის სახელით წავიდა, რადგან მაშინ მილანის “ინტერს“ ორჯერ სკუდეტო მოაგებინა, ამას მიაყოლა იტალიის თასი და რაც მთავარია მილანელთათვის საოცნებო ჩემპიონთა ლიგის თასიც შემოატარა მრავალჭირნახული “ჯუზეპე მეაცას“ სარბენ ბილიკებზე.
14:28 | 02 მაისი, 2021
მუდამ მტრიანი “ინტერი“მილანის “ინტერნაციონალეს“ იტალიელმა ფანებმა სამწუხაროდ არ იციან ვაჟა-ფშაველა და მისი ნათქვამი - “კარგია მუდამ მტრიანიო“, თორემ მუდამ ამ სიტყვებს ახსენებდნენ, როდესაც მილანელთა მრავალირიცხოვან მომტერნეებზე დაიწყებდნენ ფიქრსა თუ საუბარს. მართლაცდა, არამხოლოდ ევროპაში, მთელს მსოფლიოშიც კი იშვიათად მოიძებნება გუნდი, რომელსაც ამდენი მოსისხარი ჰყავდეს და საკუთარი ტიფოზების გარდა ფაქტობრივად ყველა გუნდის ქომაგს ასე ეჯავრებოდეს.
15:16 | 25 აპრილი, 2021
სად გვყავს დასაკარგი ოქროს ბიჭები?გუშინ ქართული სპორტის ისტორიაში ერთობ უცნაური დღე იყო. უცნაური და გულისმომკვლელი. ყველას გაორებული გრძნობა გვქონდა, რადგან ერთმანეთს ცვლიდა სიხარული, სიამაყე, გულისტკენა და სირცხვილი. გუშინ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი ევროპის ჩემპიონი მესამედ გახდა. 2016 და 2017 წლებში ტიტული საქართველოს სახელით მოიპოვა. ამჯერად კი, მისი წარმატებით სერბებმა გაიხარეს, რადგან ზურა სწორედ ამ ქვეყნის სახელით გამოდიოდა. ვარშავაში მიმდინარე ევროპირველობის ფინალში დათუნაშვილმა ბელარუსი კირილ მასკევიჩი დაამარცხა.
14:44 | 18 აპრილი, 2021
შოთა არველაძე გუშინ და დღესამას წინათ შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნის განახლებულ, მეორე გამოცემას გავეცანი და კიდევ ერთხელ დამიდგა თვალწინ ეპოქა, როდესაც ბევრს არ ეფეხბურთებოდა, მაგრამ სწორედ შოთა იყო ერთ-ერთი, ვის გამოც ჯერ კიდევ არ გვეშინოდა ეროვნულ სტადიონზე შესვლის. ფაქტია, რომ 90-იანი წლების მასიური ნიჰილიზმის ფონზე, ძმებმა არველაძეებმა შეძლეს იმის დამტკიცება, რომ ქართველებს ჯერ კიდევ შეგვიძლია ჩვენი სიტყვა ვთქვათ ევროპაში და წარსულის ლანდებთან ლაციცის გარეშეც შესაძლებელია ჯანსაღი დღევანდელობის შექმნა. “შიშის ათწლეულის“ გადალახვაში უდიდესი წვლილი მიუძღვით შოთა არველაძესა და მისი თაობის ფეხბურთელებს, ფეხბურთელებს, რომლებსაც ძალიან მძიმე და დიდი მისია ეკისრებოდათ. მათ საფეხბურთო გამარჯვებებით უნდა შეეცვალათ დამარცხებული ხალხის ფსიქოლოგია! მათ ევროპა ელოდათ, ევროპა, რომელიც უცხოებს გულგახსნით არასოდეს ხვდება.
13:28 | 11 აპრილი, 2021
ჰერ ოლივერ!იმჟამად, როდესაც შენთვის ესოდენ მშობლიური “რეკორდმაისტერის“კარში მძლავრი ფეხებით იდექი, ხელათმანიან ხელებს ნერვიულად ურტყამდი ერთურთს და მეტოქის ყოველი შემოტევისას მზად იყავი თავგანწირული ნახტომით გასწორებულიყავი ჰაერში,
13:28 | 04 აპრილი, 2021
ნამდვილი “კალიარი“ - ძველი, ჯიბრიანი, ჯიუტიარაფერი სცოდნია მას, ვისაც უთქვამს ან სხვისი დაუჯერებია, რომ თითქოს ამქვეყნად ყველა ფანი, ტიფოზი, ინჩასი და ქომაგი ერთმანეთს ჰგავს. დროშების ფრიალი და ხმის ჩახლეჩვამდე საყვარელი გუნდის სახელის ძახილი ბოგოტაშიც შეუძლიათ, მილანშიც და წალენჯიხაშიც, მაგრამ ეს არაფერია იმ ყველაფერთან შედარებით, რაც მზით გადახუნებულ სარდიანიაზე ყოველდღეხდება. იქაურთათვის ფეხბურთი სულ სხვა რამაა.
13:50 | 28 მარტი, 2021
რა იქნება ხვალ?მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ევროპის ლიგის მეოთხედფინალში 2 ინგლისური კლუბი ითამაშებს, ხოლო ჩემპიონთა ლიგის 14 ფინალში ერთბაშად 3 ინგლისური გუნდი გავიდა, კიდევ ერთხელ გაჩნდა კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რა ბედი ელის ევროპულ საკლუბო ფეხბურთს და მომავალში როგორი იქნება ევროპული საკლუბო პირველობები.