Баскетбол

1:17 | 19.02.2013 | Просмотров []

სანიკიძემ ფარი დაიპყრო

იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგი ტურის დასკვნით მატჩში ვიქტორ სანიკიძის “მონტეპასკი” ერთ-ერთ აუტსაიდერ “სკავოლინის” ესტუმრა და მოულოდნელი მარცხი განიცადა – 73:78.აღსანიშნავია, რომ სიენელები თამაშის დასრულებამდე ხუთიოდ წუთით ადრე 15 ქულით მარცხდებოდნენ და კინაღამ შეუძლებელი მოახერხეს. ბოლო წამებზე სანიკიძემ ორიდან ერთი საჯარიმო გამოიყენა და ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა (73:74), თუმცა, გადამწყვეტ მომენტში ისევ მასპინძლებმა ივარგეს.ქართველი ფორვარდი “მონტეპასკის” სასტარტო ხუთეულში იყო და ერთ-ერთი საუკეთესოც გახლდათ. “ვიკამ” 25 წუთში 7 ქულა, 12 მოხსნა (7 მეტოქის ფარზე), 1 პასი და 1 დაფარება მოაგროვა.სანიკიძემ 2-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, საჯარიმოს ხაზიდან კი ბევრი ტყორცნა გაუფუჭდა – 12-დან მხოლოდ 5 გამოიყენა. აღსანიშნავია, რომ ქართველმა კალათბურთელმა ერთადერთი შეცდომა დაუშვა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთბაშად რვაჯერ დაჯარიმდნენ.ვიქტორის სარგებლიანობის კოეფიეციენტი 18 გახლდათ, რითაც იგი მხოლოდ ბობი ბრაუნს (30 ქულა) და დენიელ ჰეკეტს (17 ქულა, 6 მოხსნა, 6 ჩაჭრა) ჩამორჩა.“სკავოლინის” რიგებში საინტერესო შედეგი დააფიქსირა სლოვენიელმა გამთამაშებელმა როკ სტიპჩევიჩმა, რომელმაც 27 ქულა ჩააგდო და აქედან 19 (!) საჯარიმოს ხაზიდან მიითვალა.სიენელებმა 13 მოგების წილ მე-6 მარცხი განიცადეს და “ჩიმბერიო ვარეზეს” და “ბანკო დი სარდინია სასარის” კვალად მე-3 ადგილს ინარჩუნებენ. სიენელებს იტალიის ჩემპიონატში მორიგი მატჩი 24 თებერვალს შინ “ანჯელიკო ბიელასთან” ელით, 21-ში კი ევროლიგის ტოპ-16-ის ეგიდით თელ ავივის “მაკაბის” ესტუმრებიან.

0.117642