ისტორია
09:54 | 06.08
6 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1965 - დაიბადა დევიდ რობინსონი. ამერიკელი კალათბურთელი. მსახურობდა ფლოტში, რის გამოც მოთამაშეობისას “ადმირალი” შეარქვეს. მონაწილეობდა სეულის 1988 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, სადაც არვიდას საბონისის წინააღმდეგ თამაშისას ვერაფერი გააწყო. სამაგიეროდ, “ოცნების გუნდის” შემადგენლობაში, 1992 და 1996 წლებში ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 1990 წელს დაასახელეს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის საუკეთესო ახალბედად, ხოლო 1993-94 წლების ჩემპიონატებში აღიარეს რეგულარული ჩემპიონატის უძლიერეს მოთამაშედ.
09:48 | 31.07
31 ივლისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1969. დაიბადა ანტონიო კონტე. იტალიის ნაკრებისა და ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი. მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. იტალიის ნაკრებში ჩაატარა 20 მატჩი, გაიტანა 2 გოლი. ტურინელთა შემადგენლობაში მოპოვებული აქვს ჩემპიონთა და უეფას თასები, ორჯერ იტალიის სუპერთასი და თასი. წვრთნიდა ტურინის “იუვენტუსს” და გუნდს სამჯერ მოაპოვებინა იტალიის ჩემპიონობა (2012, 2013, 2014). 2014-2016 წლებში იტალიის ეროვნულ ნაკრებს ედგა სათავეში, 2016-2018 წლებში კი ლონდონის "ჩელსის".
171000,186444
| | |
00:14 | 17.10.2021 ბრიტანელი მოცურავე ოლიმპიურ ოქროს 40 წლის შემდეგაც ელის
ბრიტანელმა მოცურავე შერონ დევისმა, მოსკოვის 1980 ოლიმპიადაზე, 400 მეტრზე ინდივიდუალურ შერეული სტილით ცურვაში ვერცხლის მედალი მოიპოვა. მაგრამ დიდი შანსია იმისა, რომ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ვერცხლი ...
| |
09:45 | 16.10.2021 16 ოქტომბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1944 - დაიბადა სერგო კუტივაძე. ქუთაისის “ტორპედოს” (1962-66), თბილისის “დინამოსა” (1967-73) და საბჭოთა კავშირის ნაკრების ნახევარმცველი. საკავშირო პირველობების უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 247 მატჩი, გაიტანა ...
|
09:44 | 15.10.2021 15 ოქტომბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1968.დაიბადა დიდიე დეშამი. საფრანგეთის ნაკრების (1989-2000), “მარსელის” (1989-90, 1991-94), “ბორდოს” (1990-91), “იუვენტუსის” (1994-99), “ჩელსის” (1999-2000), “ვალენსიას” (2000-01) ნახევარმცველი. მსოფლიოს ...
| |
09:49 | 14.10.2021 14 ოქტომბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1873. დაიბადა ჟიულ რიმე. ფრანგი ჟურნალისტი, რელიგიური (ქრისტიანული) აქტივისტი, პარიზის საფეხბურთო კლუბ “რედ სტარის” დამაარსებელი. მოგვიანებით გახდა საფეხბურთო ფუნქციონერი. იყო მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ...
|
09:50 | 13.10.2021 13 ოქტომბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1949 წელს დაიბადა ნანა ალექსანდრია. საერთაშორისო დიდოსტატი ჭადრაკში (1976). მსოფლიოს პირველობის ორგზის ფინალისტი (დამარცხდა ნონა გაფრინდაშვილთან და მაია ჩიბურდანიძესთან). საჭადრაკო ოლიმპიადების რვაგზის ...
| |
09:48 | 12.10.2021 12 ოქტომბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1966. დაიბადა რობერტო ნესტორ სენსინი. არგენტინის ნაკრების (1988-2002), “ნიუელს ოლდ ბოისის” (1986-89), “უდინეზეს” (1989-1994, 2002-05), “პარმას” (1994-99, 2001-02), “ლაციოს” (199-2001) მცველი. მსოფლიოს ...
|
09:49 | 11.10.2021 11 ოქტომბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1937. დაიბადა ბობი (რობერტ) ჩარლტონი. ინგლისის ნაკრებისა და “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი. 1966 წლის მსოფლიოს ჩემპიონი. ევროპის 1966 წლის საუკეთესო ფეხბურთელი. ინგლისის ნაკრებში ჩაატარა 106 მატჩი, ...
| |
09:47 | 10.10.2021 10 ოქტომბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1976. დაიბადა ლევან ცქიტიშვილი. საქართველოს ნაკრების, თბილისის “დინამოს”, “ფრაიბურგის”, დონეცკის “მეტალურგისა”, “ვოლფსბურგის”, “პანიონიოსის”, “ვეენის” ფეხბურთელი. საქართველოს 1994, 1995, 1996, 1997, 1998 ...
|
09:52 | 09.10.2021 9 ოქტომბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1962. დაიბადა ხორხე ლუის ბურუჩაგა. არგენტინელი ფეხბურთელი. 1986 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ბურუჩაგამ დიეგო მარადონას ზუსტი პასის წყალობით მესამე, გადამწყვეტი გოლი გაუტანა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ...
| |
09:49 | 08.10.2021 8 ოქტომბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1928. დაიბადა დიდი (ვალდირ პერეირა). ბრაზილიის ნაკრების, “ამერიკანოს”, “ლინკოენსეს”, “მადურეირას”, “ფლუმინენსეს”, “ბოტაფოგოს”, მადრიდის “რეალის”, “სან პაულოს”, “სიდი ვერაკრუზის” ფეხბურთელი. 1958 და 1962 ...
|
|
|
|