1944 - დაიბადა სერგო კუტივაძე. ქუთაისის “ტორპედოს” (1962-66), თბილისის “დინამოსა” (1967-73) და საბჭოთა კავშირის ნაკრების ნახევარმცველი. საკავშირო პირველობების უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 247 მატჩი, გაიტანა 22 გოლი. სსრკ ჩემპიონატების სამგზის ბრინჯაოს მედლის მფლობელი (1967, 1969, 1971). საკავშირო თასის ფინალისტი (1970). საბჭოთა კავშირის ნაკრების რიგებში 1965 წელს ჩაატარა ორი მატჩი. მუშაობდა თბილისის “დინამოში” მთავარ მწვრთნელად (1994-95), მწვრთნელად (1974-82, 1984), გუნდის უფროსად (1983). სერგო კუტივაძე მუშაობდა მწვრთნელად საქართველოს ნაკრებში (1998-99). მინიჭებული აქვს საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის ტიტული (1976).
მნიშვნელოვანი ფაქტები
1875 - კანადაში პირველი საფეხბურთო მატჩი ჩატარდა. “ონტარიომ” “კვებეკს” მოუგო.
1909 - ჯეკ ჯექსონმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის მოკრივეთა შორის, სტენლი კეტჩელი მეთორმეტე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
1932 - გერმანიის საფეხბურთო კავშირის ყრილობაზე ორგანიზაციის პრეზიდენტმა ფელიქს ლინემანმა პროფესიული რეიხსლიგის ჩამოყალიბების იდეა წამოაყენა. მალე გერმანიის სათავეში ნაცისტები მივიდნენ, რომელთაც პროფესიული სპორტი აკრძალეს, ამიტომაც ლინემანის იდეა დავიწყებას მიეცა. გერმანიის პროფესიული საფეხბურთო ლიგა 1963 წელს ჩამოყალიბდა.
1946 - ლეგენდარულმა ჰოკეისტმა გორდი ჰოუმ ეროვნულ ლიგაში პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა (“დეტროიტ რედ უინგზის” რიგებში). მას ჰოკეის ეროვნული ლიგისა და ჰოკეის მსოფლიოს ასოციაციის ჩემპიონატების მატჩებში გატანილი აქვს 975 შაიბა. ამ მაჩვენებლით გორდი ჰოუ მხოლოდ უეინ გრეცკის ჩამორჩება. 1997 წლის 3 ოქტომბერს ჰოუმ ჰოკეის საერთაშორისო ლიგის კლუბ “დეტროიტ ვაიპერზში” ითამაშა, რითაც უნიკალური რეკორდის მფლობელი გახდა – იგი ექვსი ათწლეულის განმავლობაში გადიოდა ჰოკეის მოედანზე. გორდი ჰოუ ცნობილია იმითაც, რომ საკუთარ ვაჟებთან ერთად თამაშობდა.
1963 - საკონტინენთაშორისო თასის პირველ მატჩში “მილანმა” “სანტოსი” 4:2 დაამარცხა. გოლები ტრაპატონიმ, ამარილდომ (2), მორამ (“მილანი”) და პელემ (2) გაიტანეს.
1968 - საკონტინენთაშორისო თასის განმეორებით მატჩში “მანჩესტერ იუნაიტედმა” არგენტინულ “ესტუდიანტესთან” 1:1 ითამაშა. გოლები მორგანმა (“მანჩესტერი”) და ვერონმა (“ესტუდიანტესი”) გაიტანეს. პირველი მატჩი არგენტინელებმა 1:0 მოიგეს და საპატიო პრიზის მფლობელი “ესტუდიანტესი” გახდა.
1968 - “მილუოკი ბაქზმა” კალათბურთის ეროვნულ ასოციაციაში პირველი მატჩი ჩაატარა. იგი “ჩიკაგო ბულზთან” 84:89 დამარცხდა.
1976 - “ტორონტო მეიფლ ლივზის” მოთამაშე ლენი მაკდონალდსმა 2 წუთსა და 54 წამში ჰეთ-თრიკის შესრულება მოახერხა.
1985 - გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრებმა პირველი მარცხი განიცადა მსოფლიოს ჩემპიონატების საკვალიფიკაციო მატჩებში. იმ დღეს ალემანები საკუთარ მინდორზე, შტუტგარტში პორტუგალიელებთან 0:1 დამარცხდნენ. გერმანელები მუნდიალების საკვალიფიკაციო ტურნირებში 1934 წლიდან მონაწილეობენ და 62 მატჩში მხოლოდ ორჯერ დამარცხდნენ. მეორედ გერმანელებმა ასევე საშინაო ასპარეზზე, მიუნხენში 2001 წლის 1-ელ სექტემბერს ინგლისთან 1:5 წააგეს.
1987 - მაიკ ტაისონმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის ტაირელ ბრიგზი მეშვიდე რაუნდში, ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
1991 - “დალას მავერიკსის” მოთამაშე როი ტარპლი მეშვიდე სპორტსმენი გახდა, რომელსაც, დოპინგის მიღებაში მხილების გამო, კალათბურთის ეროვნულ ასოციაციაში სამუდამო დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს.
2004 - ჰოლანდიელმა არბიტრმა რენე ტემინკმა “დენ ჰააგისა” და პსვ-ის შეხვედრა 80-ე წუთზე შეწყვიტა. ამის მიზეზი მაყურებელთა მხრიდან მსაჯისა და ეინდჰოვენელთა შავკანიანი მოთამაშეების მისამართით რასისტული გამოხტომები შეიქნა. ამ საკითხზე ჰოლანდიის საფეხბურთო ასოციაციამ 4 ნოემბერს იმსჯელა და ანგარიში 2:0 პსვ-ის სასარგებლოდ ძალაში დატოვა.
2009 - ეგვიპტეში მიმდინარე 20 წლამდელ ფეხბურთელთა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ბრაზილიამ პენალტების სერიით განასთან წააგო. მესამე ადგილზე უნგრეთი გავიდა, რომელმაც ასევე პენალტებით კოსტა რიკას მოუგო.
2011 - შანხაის მასტერზის ფინალში შოტლანდიელმა ენდი მარეიმ ესპანელ დავიდ ფერერს 7:5, 6:4 მოუგო და ზედიზედ 3 კვირის განმავლობაში მესამე ტურნირი მოიგო. ამის გამო მარეიმ მსოფლიოს რეიტინგსიაში მესამე ადგილზე გადაინაცვლა და როჯერ ფედერერი მეოთხე პოზიციამდე დააქვეითა. ფედერერი მოწინავე სამეულს ქვემოთ 2003 წლიდან მოყოლებული პირველად დაეშვა.
ამ დღეს დაიბადნენ
1885 - დორანდო დი დესიდერიო პიეტრი. იტალიელი მძლეოსანი. მარათონულ გარბენში 1908 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.
1906 - ჯორჯ მარტინ ლოტი. ამერიკელი ჩოგბურთელი. აშშ-ის ღია პირველობის 1931 წლის ჩემპიონი.
1932 - პოლ ანდერსონი. ლეგენდარული ამერიკელი ძალოსანი. პირველი სპორტსმენი, რომელმაც სამჭიდის ჯამში 500 კილოგრამის დაგროვება შეძლო. 1956 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. იწონიდა 155 კგ-ს.
1944 - სერგო კუტივაძე. ქუთაისის “ტორპედოს” (1962-66), თბილისის “დინამოსა” (1967-73) და საბჭოთა კავშირის ნაკრების ნახევარმცველი. საკავშირო პირველობების უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 247 მატჩი, გაიტანა 22 გოლი. სსრკ ჩემპიონატების სამგზის ბრინჯაოს მედლის მფლობელი (1967, 1969, 1971). საკავშირო თასის ფინალისტი (1970). საბჭოთა კავშირის ნაკრების რიგებში 1965 წელს ჩაატარა ორი მატჩი. მუშაობდა თბილისის “დინამოში” მთავარ მწვრთნელად (1994-95), მწვრთნელად (1974-82, 1984), გუნდის უფროსად (1983). სერგო კუტივაძე მუშაობდა მწვრთნელად საქართველოს ნაკრებში (1998-99). მინიჭებული აქვს საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის ტიტული (1976).
1953 - სუზან პედერსენი. ამერიკელი მოცურავე. 100 მეტრზე ესტაფეტით გაცურვაში 1968 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.
1953 - პაულო რობერტო ფალკაო. ბრაზილიის ნაკრების (1976-86), “ინტერნასიონალის” (1972-80), “რომას” (1980-85), “სან პაულოს” (1985-86) ნახევარმცველი. მსოფლიოს 1982 და 1986 წლების ჩემპიონატების მონაწილე. ბრაზილიის ნაკრებში ჩაატარა 29 მატჩი, გაიტანა 9 გოლი. ბრაზილიის ჩემპიონი (1975, 1976, 1979) - იტალიის ჩემპიონი (1983) და თასის მფლობელი (1981, 1984). რომაელთა შემადგენლობაში 1984 წელს ითამაშა ჩემპიონათა თასის ფინალში. შეხვედრა რომში შედგა და მატჩისშემდგომი პენალტების სერიით ჩემპიონთა თასი “ლივერპულმა” მოიგო. იყო სერია A-ს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი. ამჟამად სპორტული ჟურნალისტია.
1966 - შტეფან როიტერი. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის (1987-98), “ნიურნბერგის” (1984-88), “ბაიერნის” (1988-91), “იუვენტუსის” (1991-92), დორტმუნდის “ბორუსიას” (1992-2004) მცველი-ნახევარმცველი. 1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონი. ევროპის 1996 წლის ჩემპიონი. ევროპის 1992 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. 1998 წლის მუნდიალის მონაწილე (მეოთხედფინალისტი). გერმანიის ნაკრებში ჩაატარა 69 მატჩი, გაიტანა 2 გოლი. 1997 წელს მოიპოვა ჩემპიონთა ლიგისა და საკონტინენტთაშორისო თასები. 1989, 1990, 1995, 1996 და 2002 წლებში გახდა გერმანიის ჩემპიონი. 1990, 1995 და 1996 წლებში დაეუფლა გერმანიის სუპერთასს.
1967 - მაიკლ იორკი. ავსტრალიელი ბალახის ჰოკეისტი. 1992 და 1996 წლების ოლიმპიადების ვერცხლის მედლის მფლობელი.
1970 - მეჰმეტ შოლი. გერმანიის ნაკრების, “კარლსრუესა” და მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველი. ევროპის 1996 წლის ჩემპიონი. გერმანიის ნაკრებში ჩაატარა 36 მატჩი, გაიტანა 8 გოლი. 1996 წელს მოიგო უეფას თასი, 2001-ში ჩემპიონთა ლიგა და საკონტინენტთაშორისო თასი. გერმანიის რვაგზის ჩემპიონი და ქვეყნის თასის ხუთგზის მფლობელი.
1970 - ანდრეი ტიხონოვი. რუსეთის ნაკრების, მოსკოვის “სპარტაკისა” და “კრილია სოვეტოვის” ფეხბურთელი. რუსეთის მრავალგზის ჩემპიონი. მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე.
1972 - სტივენ ო’კონორი. ირლანდიელი ბილიარდისტი. სნუკერში (ბილიარდის სახეობა) 1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონი.