ისტორია
09:54 | 06.08
6 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1965 - დაიბადა დევიდ რობინსონი. ამერიკელი კალათბურთელი. მსახურობდა ფლოტში, რის გამოც მოთამაშეობისას “ადმირალი” შეარქვეს. მონაწილეობდა სეულის 1988 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, სადაც არვიდას საბონისის წინააღმდეგ თამაშისას ვერაფერი გააწყო. სამაგიეროდ, “ოცნების გუნდის” შემადგენლობაში, 1992 და 1996 წლებში ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 1990 წელს დაასახელეს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის საუკეთესო ახალბედად, ხოლო 1993-94 წლების ჩემპიონატებში აღიარეს რეგულარული ჩემპიონატის უძლიერეს მოთამაშედ.
09:48 | 31.07
31 ივლისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1969. დაიბადა ანტონიო კონტე. იტალიის ნაკრებისა და ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი. მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. იტალიის ნაკრებში ჩაატარა 20 მატჩი, გაიტანა 2 გოლი. ტურინელთა შემადგენლობაში მოპოვებული აქვს ჩემპიონთა და უეფას თასები, ორჯერ იტალიის სუპერთასი და თასი. წვრთნიდა ტურინის “იუვენტუსს” და გუნდს სამჯერ მოაპოვებინა იტალიის ჩემპიონობა (2012, 2013, 2014). 2014-2016 წლებში იტალიის ეროვნულ ნაკრებს ედგა სათავეში, 2016-2018 წლებში კი ლონდონის "ჩელსის".
171000,186444
| | |
09:49 | 24.11.2021 24 ნოემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1938 – დაიბადა ოსკარ რობერტსონი. მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი. 1960 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. “მილუოკი ბაქზის” რიგებში 1971 წელს გახდა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ...
| |
09:49 | 23.11.2021 23 ნოემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1982 - დაიბადა ასაფა პაუელი. იამაიკელი სპრინტერი. პეკინის 2008 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი 100 მეტრზე ესტაფეტით რბენაში. მსოფლიოს 2009 წლის ჩემპიონი 100 მეტრზე ესტაფეტით გარბენში. მსოფლიოს 2007 წლის ...
|
09:52 | 22.11.2021 22 ნოემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1967 – დაიბადა ბორის ბეკერი. გერმანელი ჩოგბურთელი. მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი მოთამაშე. 1985, 1986 და 1989 წლებში გახდა უიმბლდონის ჩემპიონი. 1991 და 1996 წლებში გაიმარჯვა ავსტრალიის ...
| |
09:55 | 21.11.2021 21 ნოემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1950. დაიბადა ალბერტო ხუანტორენა. კუბელი მძლეოსანი. ერთადერთი სპორტსმენი, რომელმაც ერთ ოლიმპიადაზე 400 და 800 მეტრზე გარბენი მოიგო. 800 მეტრი გარბენი მსოფლიოს რეკორდით მოიგო. ეს 1976 წელს, მონრეალში მოხდა. ...
|
09:54 | 20.11.2021 20 ნოემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1926. დაიბადა ვახტანგ ბალავაძე. “ჭიდაობის პროფესორად” წოდებული ლეგენდარული ქართველი ფალავანი. 73 კგ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (1954, 1957) და ვერცხლის პრიზიორი (1959). ახალგაზრდობის პირველი ...
| |
09:50 | 19.11.2021 19 ნოემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1888 - დაიბადა ხოსე რაულ კაპაბლანკა. კუბელი დიდოსტატი. კუბის ჩემპიონობა მოიპოვა 12 წლის ასაკში. 1921-27 ფლობდა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს. მსოფლიოს ჩემპიონობისთვის გამართულ მატჩში, ემანუელ ლასკერი დაამარცხა ...
|
09:51 | 18.11.2021 18 ნოემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1964 - თბილისის “დინამომ” ტაშკენტში, საბჭოთა კავშირის ჩემპიონის გამოსავლენად დანიშნულ გადათამაშებაში მოსკოვის “ტორპედოს” 4:1 სძლია და თავის ისტორიაში პირველად მოიგო საკავშირო პირველობა. ქართველთაგან გოლები ...
| |
09:47 | 17.11.2021 17 ნოემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1986 - დაიბადა მანუჩარ მარკოიშვილი. საქართველოს ეროვნული ნაკრების, ბათუმის “ბასკოს”, ტრევიზოს “ბენეტონის”, გერმანული ბუნდესლიგის წარმომადგენელი “მიტელდოიჩერის”, ლიუბლიანის “ოლიმპიას”, “ბკ კიევის”, "კანტუს", ...
|
09:40 | 16.11.2021 16 ნოემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1974 – დაიბადა პოლ სქოულზი. ინგლისის ნაკრებისა და “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი. მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონი (2008). 1999 და 2008 წლებში მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის თასი. 1999 წელს დაეუფლა საკონტინენტთაშორისო ...
| |
09:51 | 15.11.2021 15 ნოემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1921 – დაიბადა ნოდარ ჯორჯიკია. ლეგენდარული ქართველი კალათბურთელი. გამოდიოდა თბილისის ოფიცერთა სახლის გუნდსა და “დინამოში”, საბჭოთა კავშირის ნაკრებში. ამპლუით მცველი (192 სმ). ჰელსინკის 1952 წლის ოლიმპიადის ...
|
|
|
|