ისტორია

9:49 | 8.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

8 ოქტომბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1928. დაიბადა დიდი (ვალდირ პერეირა). ბრაზილიის ნაკრების, “ამერიკანოს”, “ლინკოენსეს”, “მადურეირას”, “ფლუმინენსეს”, “ბოტაფოგოს”, მადრიდის “რეალის”, “სან პაულოს”, “სიდი ვერაკრუზის” ფეხბურთელი. 1958 და 1962 წლების მსოფლიოს ჩემპიონი. ბრაზილიის ნაკრებში ჩაატარა 73 მატჩი, გაიტანა 20 გოლი. მადრიდის “რეალის” შემადგენლობაში 1959 და 1960 წლებში მოიპოვა ჩემპიონთა თასი. გამოირჩეოდა დარტყმების შესრულების ორიგინალური სტილით, რომელსაც “ხმელი ფოთოლი” შეარქვეს. 1964 წლიდან ხელმძღვანელობდა პერუს “სპორტინგ კრისტალს” და გუნდი ქვეყნის საკლუბო ლიდერად აქცია. 1970 წელს სათავეში ჩაუდგა ბუენოს აირესის “რივერ პლეიტს” და გუნდს წარმატება მოაპოვებინა, მიუხედავად იმისა, რომ, სამწვრთნელო ლიცენზიის არქონის გამო, მატჩების მსვლელობისას გასახდელში შესვლა ეკრძალებოდა. მოგვიანებით წვრთნიდა სტამბოლის “ფენერბახჩეს”, საუდის არაბეთის ნაკრებს, “ატლეტიკო მინეიროსა” და “კრუზეიროს”. გარდაიცვალა 2001 წლის 12 მაისს.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1818. ინგლისში მოკრივეებმა პირველად იასპარეზეს ხელთათმანებით, რომელთა დამცავი შიგთავსიც დარტყმის ძალას ამცირებდა.

1905. ლონდონის “ჩელსიმ” პირველი შეხვედრა გამართა ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასის ეგიდით. ექვსი თვის ჩამოყალიბებულმა “სტემფორდ ბრიჯელებმა” “გრენადიერ გარდსს” 6:1 მოუგეს.

1932. ფიფას აღმასრულებელმა კომიტეტმა გადაწყვიტა, რომ რიგით მეორე მსოფლიოს ჩემპიონატი იტალიაში ჩაეტარებინა. მუნდიალზე მონაწილეობა იუარა მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ურუგვაიმ, რომელმაც “სამაგიერო” გადაუხადა ამ ქვეყანაში ჩატარებულ ტურნირზე არჩაუსვლელობის გამო ევროპულ ფედერაციებს. ურუგვაელებს მხარი პარაგვაიმ, პერუმ, ბოლივიამ, ჩილემ აუბა. იტალიელებმა კი ურუგვაელთა უარი სამხრეთამერიკელების ჩემპიონობის დაკარგვის შიშით ახსნეს.

1950. ჰოკეის ეროვნულ ლიგაში “ყველა ვარსკვლავის” რიგით მეოთხე მატჩი გაიმართა. “დეტროიტ რედ უინგზმა” “ყველა ვარსკვლავის” ნაკრებს 7:1 მოუგო. შეხვედრა დეტროიტში ჩატარდა.

1951. ფორდ ფრიკი ბეისბოლის ეროვნული ლიგის (NBL) პრეზიდენტად აირჩიეს.

1965. ინგლისის მეორე საფეხბურთო დივიზიონის კლუბების მატჩი პირდაპირი ტელეეთერით პირველად გადაიცა. ქოვენთრის “ჰაიფილდ როუდზე” ერთმანეთს “ქოვენთრი სიტი” და უელსური “კარდიფ სიტი” ხვდებოდნენ.

1965. ჰოლანდიაში დაარსდა საფეხბურთო კლუბი “დენ ბოში”.

1969. საკონტინეტთაშორისო თასის პირველი მატჩი. მილანის “სან სიროს” სტადიონზე “მილანმა” ბუენოს აირესის “ესტუდიანტესს” 3:0 მოუგო. გოლები სორმანმა (2) და კომბენმა გაიტანეს.

1977. აშშ-ის პენსილვანიის შტატში ბეისბოლზე მაყურებელთა დასწრების რეკორდი დამყარდა (64 924).

1978. კენ უორბიმ წყალზე გადაადგილებაში სისწრაფის რეკორდი დაამყარა. მისმა კატერმა 319მ /სთ (514 კმ /სთ) განავითარა.

2002. მადრიდის “რეალისა” და სევილიის “ბეტისის” მატჩის ბოლო 47 წუთი ჩატარდა. 16 სექტემბერს სევილიაში სტადიონზე სინათლე გამოირთო და შეხვედრის დასრულება 8 ოქტომბერს გადაწყდა. 43-ე წუთამდე ანდალუსიელები 1:0 იგებდნენ, მაგრამ კასტილიელებმა 8 ოქტომბერს სამი გოლი გაიტანეს და ორდღიანი ასპარეზობა 3:1 მოიგეს.

2005. მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში საქართველოს ნაკრებმა თბილისში ყაზახეთთან 0:0 ითამაშა. შეხვედრა თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმაყურებლოდ ჩატარდა.

2007. ესპანეთის “ჩემპიონატის” ერთ-ერთ ტურში, “სარაგოსასთან” დაპირისპირების შემდეგ, “ლევანტეს” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან აბელ რესინო გადააყენეს. ის მატჩი “ლევანტემ”, რომლის ღირსებასაც იმხანად საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილი ფორვარდი, შოთა არველაძე იცავდა,0:3 დათმო.

2007. ესპანური “სელტას” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ფეხბურთის ბულგარელი სპეციალისტი ხრისტო სტოიჩკოვი გადააყენეს.

2007. ბუქარესტის “რაპიდის” მთავარი მწვრთნელის პოსტი კრისტიანო ბერგოდიმ დატოვა.

2007. ამერიკელი მძლეოსანი მერიონ ჯონსი სადოპინგო ტესტის პასუხს არ დაელოდა და აშშ-ის ოლიმპიურ კომიტეტს მოპოვებული ოქროსა და ბრინჯაოს მედლები ჩააბარა.

ამ დღეს დაიბადნენ

1875. ჰიუ დოჰერტი. ამერიკელი ჩოგბურთელი. აშშ-ის ღია პირველობის 1903 წლის გათამაშების ჩემპიონი.

1903. ლინა რადკე. გერმანელი მძლეოსანი ქალი. 800 მეტრზე რბენაში 1928 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1910. რაიმონდ გრეი ლუისი. კანადელი მძლეოსანი. 400 მეტრზე ესტაფეტით რბენაში 1932 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი.

1920. მაქსი ჰერბერი. გერმანელი ციგურებით ფიგურული მოსრიალე. წყვილთა თანრიგში 1936 წლის ზამთრის ოლიმპიადის ჩემპიონი.

1922. ნილს ლიდჰოლმი. შვეციის ნაკრების (1946-58), შვედური კლუბების “ვალდერმარკვიკსის” (1938-43), “სლეიპნერისა” (1943-46) და “ნორჩეპინგის” (1946-49), “მილანის” (1949-61) ნახევარმცველი. მსოფლიოს 1948 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. 1948 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. შვეციის ნაკრებში ჩაატარა 21 მატჩი, გაიტანა 10 გოლი. 1951, 1955, 1957 და 1959 წლებში გახდა იტალიის ჩემპიონი. შვეციის ჩემპიონი (1947, 1948). წვრთნიდა “მილანსა” და “რომას”. ორივე კლუბს სკუდეტო მოაგებინა.რომაელებს სამჯერ მოაგებინა იტალიის თასი, 1984 წელს კი ჩემპიონტა თასის ფინალში გაიყვანა. ნილს ლიდჰოლმი 2007 წლის 5 ნოემბერს გარდაიცვალა.

1927. ტორბიორნ ფალკანგერი. ნორვეგიელი სპორტსმენი. 1952 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მან ოლიმპიური ფიცი დადო.

1928. დიდი (ვალდირ პერეირა). ბრაზილიის ნაკრების, “ამერიკანოს”, “ლინკოენსეს”, “მადურეირას”, “ფლუმინენსეს”, “ბოტაფოგოს”, მადრიდის “რეალის”, “სან პაულოს”, “სიდი ვერაკრუზის” ფეხბურთელი. 1958 და 1962 წლების მსოფლიოს ჩემპიონი. ბრაზილიის ნაკრებში ჩაატარა 73 მატჩი, გაიტანა 20 გოლი. მადრიდის “რეალის” შემადგენლობაში 1959 და 1960 წლებში მოიპოვა ჩემპიონთა თასი. გამოირჩეოდა დარტყმების შესრულების ორიგინალური სტილით, რომელსაც “ხმელი ფოთოლი” შეარქვეს. 1964 წლიდან ხელმძღვანელობდა პერუს “სპორტინგ კრისტალს” და გუნდი ქვეყნის საკლუბო ლიდერად აქცია. 1970 წელს სათავეში ჩაუდგა ბუენოს აირესის “რივერ პლეიტს” და გუნდს წარმატება მოაპოვებინა, მიუხედავად იმისა, რომ, სამწვრთნელო ლიცენზიის არქონის გამო, მატჩების მსვლელობისას გასახდელში შესვლა ეკრძალებოდა. მოგვიანებით წვრთნიდა სტამბოლის “ფენერბახჩეს”, საუდის არაბეთის ნაკრებს, “ატლეტიკო მინეიროსა” და “კრუზეიროს”. გარდაიცვალა 2001 წლის 12 მაისს.

1938. ფრედერიკ სტოული. ამერიკელი ჩოგბურთელი. 1966 წლის აშშ-ის ღია პირველობის ჩემპიონი.

1939. ელვირა ოზოლინა. საბჭოთა მძლეოსანი. შუბის ტყორცნაში 1960 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. 1964 წლის ოლიმპიადაზე მსოფლიოს რეკორდი დაამყარა. შუბის ქალ მტყორცნელთაგან მან პირველად გადააბიჯა 60 მეტრიან ზღვარს (61.38), მაგრამ ეს შედეგი წინასწარ ეტაპზე აჩვენა, ფინალურ ასპარეზობაში კი ოზოლინა წარუმატებლად გამოვიდა.

1946. ალექსანდრ გორშკოვი. პირველი ოლიმპიური ჩემპიონი ყინულზე სპორტულ ცეკვებში (1976). გამოდიოდა წყვილში ლიუდმილა პახომოვასთან ერთად. მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი.

1957. ანტონიო კაბრინი. იტალიის ნაკრების (1978-87), “კრემონეზეს” (1973-75), “ატალანტას” (1975-76), “იუვენტუსის” (1976-89), “ბოლონიას” (1989-910 მცველი. მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონი. 1978 და 1986 წლების მუნდიალების მონაწილე. იტალიის ნაკრებში ჩაატარა 73 მატჩი, გაიტანა 9 გოლი. მოპოვებული აქვს სამივე ევროთასი – 1977-ში უეფას, 1984 წელს თასების, 1985-ში კი ჩემპიონთა თასი. 1985 წელა დაეუფლა საკონტინენტთაშორისო თასს. 1984 წელს მოიპოვა ევროპის სუპერთასი. იტალიის ჩემპიონი (1977, 1978, 1981, 1982, 1984, 1986) და თასის მფლობელი (1979, 1983).

1965. მეტ ბიონდი. ამერიკელი მოცურავე. თავისუფალი სტილით 100 მეტრზე გაცურვაში 1984, 1988 და 1992 წლების ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1968. ზვონიმირ ბობანი. იუგოსლავიისა და ხორვატიის ნაკრებების, ზაგრების “დინამოს”, “მილანის”, “ბარის” და ვიგოს “სელტას” ფეხბურთელი. 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მესამეადგილოსანი. ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული (“მილანთან” ერთად 1994 წელს). იტალიის ჩემპიონი (“მილანთან” ერთად 1993, 1994, 1996 და 1999 წლებში). ასევე “მილანთან” ერთად სამჯერ მოიგო იტალიის (1992, 1993, 1994) და ევროპის სუპერთასები. ყოფილი იუგოსლავიის ნაკრებში ჩატარებულ 8 მატჩში, 1 გოლი აქვს გატანილი. ხორვატიის ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა 51 შეხვედრა, გაიტანა 12 გოლი.

0.110855