ავტოსპორტი

21:53 | 01.12

1
ლუის ჰამილტონმა სეზონი დიდი სლემით დაასრულა

მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონმა ლუის ჰამილტონმა წლევანდელი სეზონი აბუ დაბიში მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯვებით დაასრულა. მოიგო პოულიდან, ლიდერობდა რბოლის ყველა წრეს და უსწრეფესი წრეც მანვე დააფიქსირა. ბრიტანელის კარიერაში ეს მეექვსე დიდი სლემია.

20:25 | 30.11

0
ჰამილტონმა სეზონის ბოლო პოული მოიპოვა

მსოფლიოს უკვე ექვსგზის ჩემპიონმა ლუის ჰამილტონმა, სეზონის ბოლო საკვალიფიკაციო რბოლა აბუ დაბიში მოიგო. მეორე შედეგი მის თანაგუნდელ ვალტერი ბოტასს ჰქონდა, მაგრამ სტარტზე ის ბოლო პოზიციას დაიკავებს, რადგან მის მანქანაზე ძრავი გახდა შესაცვლელი. ამიტომ, სტარტზე მეორე პოზიციაზე მაქს ფერსტაპენი დადგება.

191686,191626

03:11 | 18.11

0ფერსტაპენმა ბრაზილიური თრილერი მოიგო

ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის ბოლოსწინა ეტაპი - ბრაზილს დიდი პრიზი, მაქს ფერსტაპენის გამარჯვებით დასრულდა. „რედ ბულის“ პილოტმა უშუალო ბრძოლაში აჯობა მსოფლიოს უკვე ექვსგზის ჩემპიონ ლუის ჰამილტონს, ნარბოლევს ...

04:45 | 17.11

1ფერსტაპენმა ჩემპიონს ბრაზილიაში კვალიფიკაცია მოუგო

მაქს ფერსტაპენმა ბრაზილიის დიდი პრიზის საკვალიფიკაციო რბოლა მოიგო და გამარჯვება „რედ ბულ რეისინგის“ შეფ კრისტიან ჰორნერს, 46 წლის იუბილეზე საჩუქრად მიუძღვნა. ეს სულ მეორე პოულია 22 წლის ჰოლანდიელის ფ1-ის ...

03:52 | 06.11

1ფორმულა 1-ის 2021 წლის რეგლამენტის მიზანი გუნდების გათანაბრებაა

2021 წლის სეზონიდან ფორმულა 1 ახალი რეგლამენტით ჩატარდება, რომელიც იმგვარად არის შემუშავებული, რომ გუნდების გათანაბრებას შეუწყოს ხელი. მთავარი სიახლეები, გუნდებისთვის ბიუჯეტის ჭერის დაწესება და ახალი აეროდინამიკური ...

05:31 | 04.11

4ბოტასმა გაიმარჯვა, ჰამილტონი მეექვსე ტიტულს დაეუფლა

შეერთებული შტატების დიდი პრიზის რბოლაში მეორე ადგილის დაკავებით, ლუის ჰამილტონმა ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონის მეექვსე ტიტული, სეზონის დასრულებამდ ეორი ეტაპით ადრე გაიფორმა. ჰამილტონს ჩემპიონატის მოსაგებად ...

03:51 | 03.11

0ბოტასი ამერიკის დიდი პრიზის პოულზე

ვალტერი ბოტასმა აშშ-ის დიდი პრიზის საკვალიფიკაციო რბოლა მოიგო და სტარტზე მოწინავე პოზიციაზე დადგება. ფინელ პილოტს ოსტინში გამარჯვება მართებს იმისათვის, რომ ტიტულის მოპოვების თუნდაც თეორიული შანსი შეინარჩუნოს. ...

05:21 | 28.10

2მექსიკაში გამარჯვების შემდეგ ჰამილტონს მეექვსე ტიტულამდე 4 ქულა აშორებს

პირველ წრეზე მომხდარი ინციდენტის მიუხედავად, ლუის ჰამილტონმა შეძლო მექსიკის დიდი პრიზის რბოლის მოგება და ახლა, მსოფლიო ჩემპიონის მეექვსე ტიტულის მოსაპოვებლად, დარჩენილ სამ რბოლაში ოთხი ქულის აღებაც ჰყოფნის. ...

03:29 | 27.10

0ფერსტაპენს მექსიკის დიდი პრიზის პოული ჩამოართვეს

მექსიკის დიდი პრიზის საკვალიფიკაციო რბოლა მაქს ფერსტაპენმა მოიგო, მაგრამ რბოლის შემდეგ სტიუარდებმა დაადგინეს, რომ ჰოლანდიელმა მრბოლმა, სესიის ბოლოს ყვითელი დროშის წესი დაარღვია და ამის გამო, პოული ჩამოართვეს. ...

02:20 | 20.10

0„რედ ბული“ მომავალი სეზონისთვის „ჰონდას“ ძრავების გაძლიერებას მოელის

„რედ ბულის“ მოტორსპორტის მრჩეველი ჰელმუტ მარკო დარწმუნბაულია, რომ ზამთრის განმავლობაში „ჰონდა“ შეძლებს ძალური დანადგარის იმდენად გაუმჯობესებას, რომ სიმძლავრით „მერსედესის“ და „ფერარის“ ძრავებს გაუტოლდეს. ...

19:02 | 13.10

0ბოტასმა იაპონიაში გაიმარჯვა, მერსედესმა ზედიზედ მეექვსე ტიტული მოიპოვა

იაპონიის დიდი პრიზის რბოლა ვალტერი ბოტასმა მოიგო და „მერსედესის“ ფორმულა 1-ის გუნდს, კონსტრუქტორთა ჩემპიონატის ზედიზედ მეექვსე ტიტული გაუნაღდა. ამასთან, შტუტგარტელები მეექვსედაც დუბლით იმარჯვებენ - ამ ...

17:49 | 11.10

0იაპონიის დიდ პრიზს ტაიფუნი ემუქრება

იაპონიის დიდ პრიზს, პირდაპირი მნიშვნელობით, ტაიფუნი ჰაგიბისი დაემუქრა. ძლიერი შტორმის მოლოდინში, რბოლის ორგანიზატორებმა საკვალიფიკაციო რბოლა კვირა დილისთვის გადაიტანეს. და იმ შემთხვევისთვის, მისი გამართვა ...

0.30286