ფორმულა 1-ში ბრიტანეთის გრან პრი ლუის ჰემილტონის ტრიუმფით დასრულდა. ლეგენდარულმა მრბოლელმა კარიერაში მეცხრედ მოიგო გრან პრი სილვერსტოუნზე.
აღსანიშნავია, რომ ჰემილტონს გრან პრ 945 დღის განმავლობაში არ ჰქონდა მოგებული, ასე რომ ნავსი გატეხა.
ბრიტანელმა მცირედით აჯობა მაქს ფერსტაპენს, რომელიც ამჯერად მეორე ადგილს დასჯერდა. თუმცა, ფერსტაპენი ძალიან დამაჯერებლად ლიდერობს სეზონს და 79 ქულით უსწრებს უახლოეს მდევარ ლანდო ნორისს.
კონსტრუქტორთა თასის ბრძოლაში „რედ ბულია“ ლიდერი, რომელსაც „ფერარისთან“ 71-ქულიანი უპირატესობა გააჩნია.
ფორმულა 1-ში მორიგი რბოლა 21 ივლისს გაიმართება, როდესაც გრან პრის უნგრეთი უმასპინძლებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
სიძვის დიაცი რომ მორალს წაგიკითხავს...

ეს რომ გვარდიმ გაიგოს, აკაკის "გამზრდელივით" თავში დამბაჩას იკრავს - კაცად ვერ გამიზრდიხარო
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ