ავტოსპორტი

12:08 | 21.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

12-წლიანი ურთიერთობა დასრულდა - ჰამილტონმა ფერარიში გადაინაცვლა

ფორმულა 1-ში ახალი ერა იწყება. მერსედესთან 12-წლიანი თანამშრომლობის შემდეგ, ლუის ჰამილტონმა ფერარიში გადაინაცვლა და მის კარიერაში ახალი ეტაპი დგება.

ბრიტანელი პილოტი იტალიაში ჩავიდა და სოციალურ ქსელში ენცო ფერარის სახლის წინ გადაღებული ფოტოებიც გამოაქვეყნა. როგორც ჰამილტონმა თქვა, ამ გადაწყვეტილებით მან ოცნება აისრულა.

"არის დღეები, რომელიც არასდროს დაგავიწყდება. დღეს ასეთი დღეა. ფერარის პილოტად ყოფნის პირველი დღე მაბედნიერებს. იღბლიანი ვარ, რადგან ჩემი კარიერის განმავლობაში ბევრ ისეთ რამეს მივაღწიე, რაზეც ვერასდროს ვიფიქრებდი. ჩემი ოცნება წითელი ბოლიდით რბოლა იყო - ეს ოცნება კი დღეს ამისრულდა. ახალ ერას ვიწყებთ და მოუთმენლად ველოდები, თუ რა ისტორიას დავწერთ ერთად", თქვა ლუისმა.

შეგახსენებთ, რომ 40 წლის პილოტი მსოფლიოს 7-გზის ჩემპიონია, პლანეტის პირველობის კიდევ ერთხელ მოგების შემთხვევაში კი ის მიხაელ შუმახერის რეკორდს მოხსნის. მან მერსედესთაან ერთად ტიტული 6-ჯერ მოიპოვა. ჰამილტონი ფერარის პირველად ხვალ, ფიორინოში გაატარებს.

0.129763