ავტოსპორტი

20:20 | 1.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ფორმულა 1: მონცას გრან პრი შარლ ლეკლერმა მოიგო

მონცას გრან პრი შარლ ლეკლერის და „ფერარის“ ტრიუმფით დასრულდა. მიუხედავდ იმისა, რომ კვალიფიკაცია ლანდო ნორისმა მოიგო, ხოლო მეორე პოზიციაზე მისი თანაგუნდელი ოსკარ პიასტრი იყო, „მაკლარენმა“ ეს უპირატესობა ვერ შეინარჩუნა.

უშალოდ რბოლაში ლეკლერმა შესანიშნავად იასპარეზა და მართალია, დაძაბულ ბრძოლაში, მაგრამ მაინც გაიმარჯვა.

პიასტრი მეორე იყო, ნორისი მესამე, ხოლო „ფერარის“ მეორე პილოტი კარლოს საინსი მეოთხე. თავის მხრივ, მაქს ფერტსაპენი ამჯერად მხოლოდ მეექვსე ადგილს დასჯერდა.

„მონაკოს და მონცას გრან პრი არის რბოლები, სადაც გამარჯვება ყოველწლიურად მსურს. მიხარია, რომ წელს ორივეს მოგება მოვახერხე, ძალიან მიხარია“, - თქვა ლეკლერლმა.

აღსანიშნავია, რომ რბოლა ალესანდრო დელ პიერომ დახურა, რომელმაც სიმბოლურია, რომ შავ-თეთრი დროშა ააფრიალა.

მონცას გრან პრი

1. შარლ ლეკლერი (ფერარი) - 01:14:40.727

2. ოსკარ პიასტრი (მაკლარენი) - +2.664

3. ლანდო ნორისი (მაკლარენი) - +6.153

4. კარლოს საინსი (ფერარი) - +15.621

5. ლუის ჰემილტონი (მერსედესი) – +22.820

6. მაქს ფერსტაპენი (რედ ბული) - +37.932

7. ჯორჯ რასელი (მერსედესი) - +39.715

8. სერხიო პერესი (რედ ბული) - +54.148

9. ალეკსანდერ ალბონი (ვილიამს რასინგი) – +67.456

10. კევინ მაგნუსონი (ჰაასი) - +68.302

პილოტთა სატურნირო ცხრილი

1. მაქს ფერსტაპენი (რედ ბული) – 303 ქულა

2. ლანდო ნორისი (მაკლარენი) – 241

3. შარლ ლეკლერი (ფერარი) – 217

4. ოსკარ პიასტრი (მაკლარენი) – 197

5. კარლოს საინსი (ფერარი) – 184

6. ლუის ჰემილტონი (მერსედესი) – 164

7. სერხიო პერესი (რედ ბული) – 143

8. ჯორჯ რასელი (მერსედესი) – 128

9. ფერნანდო ალონსო (ასტონ მარტინი) – 50

10. ლანსი სტროლი (ასტონ მარტინი) – 24

კონსტრუქტორთა თასი

1. რედ ბული - 446 ქულა

2. მაკლარენი - 438

3. ფერარი - 407

4. მერსედესი – 292

5. ასტონ მარტინი - 74

ფორმულა 1-ის მიმდინარე სეზონის მომდევნო გრან პრი 15 სექტემბერსაა ჩანიშნული, რომელიც ბაქოში გაიმართება.

თეგებიფორმულა 1
0.117299