ავტოსპორტი

13:09 | 24.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

მაქს ფერსტაპენი მსოფლიოს ჩემპიონი ზედიზედ მეოთხედ გახდა

მაქს ფერსტაპენი ფორმურა 1-ის ჩემპიონი ზედიზედ მეოთხედ გახდა. რედ ბულის ნიდერლანდელი მბროლელი ლას ვეგასის გრან პრიზე მხოლოდ მეხუთე ადგილს დასჯერდა, მაგრამ ეს საკმარისი გამოდგა ჩემპიონობის გასაფორმებლად.

ფერსტაპენი ისტორიაში მეექვსე პილოტია, ვინც ფორმულა 1-ში სულ მცირე ოთხჯერ მოახერხა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვება.

ლას ვეგასის გრა პრიზე კი, მერსედესის დუბლი შედგა. ყველას ჯორჯ რასელმა აჯობა, მეორე ადგილი ლუის ჰემილტონს ერგო.

მაქს ფერსტაპენს 403 ქულა აქვს და უახლოესი მდევარი ლანდო ნორისი მას ვეღარ დაეწევა, რომლის აქტივში 340 ქულაა, ხოლო მესამე პოზიციაზე შარლ ლეკლერია 319 ქულით.

კონსტრუქტორთა თასისთვის ბრძოლას მაკლარენი ლიდერობს 608 ქულით, მერე ადგილზე ფერარია 584 ქულით, ხოლო რებ დუბლს 555 ქულა აქვს და მესამე საფეხურს იკავებს.

მიმდინარე სეზონის დასრულებამდე ორ გრან პრია დარჩენილი: პირველ დეკემბერს, კატარის და 8 დეკემბერს - აბუ დაბის.

0.121564