| | |
18:23 | 05.03.2023 გელა ზაალიშვილის ბრინჯაოს მედალი ტაშკენტის გრანდ სლემზე
ძიუდოში ტაშკენტის გრანდ სლემი დასრულდა. საქართველოს ნაკრებმა კი გამოსვლა ბრინჯაოს მედლის მოპოვებით დაასრულა, რომელიც გელა ზაალიშვილის ანგარიშზეა.
| |
17:19 | 05.03.2023 ვარლამ ლიპარტელიანის ოქროს მედალი ტაშკენტის გრანდ სლემზე
ტაშკენტის გრანდ სლემზე ვარლამ ლიპარტელიანი ჩემპიონი გახდა და საქართველოს პირველი ოქროს მედალი მოუტანა.
|
14:19 | 05.03.2023 ვარლამ ლიპარტელიანი ტაშკენტის გრანდ სლემის ფინალში გავიდა
ტაშკენტის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღეს ვარლამ ლიპარტელიანი ფინალშია და ოქროს მედლისთვის იბრძვის. გარდა ამისა, ბრინჯაოს შანსი აქვთ სოფიო სომხიშვილსა და გელა ზაალიშვილს.
| |
14:40 | 04.03.2023 ლევან გუგავა ტაშკენტის გრანდ სლემს გამოეთიშა
ტაშკენტის გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღე საქართველოსთვის უმედლოდ დასრულდა. ძალები ამჯერად მხოლოდ ლევან გუგავამ მოსინჯა, რომელმაც მედლისთვის ვერ იბრძოლა.
|
18:35 | 03.03.2023 ეთერ ლიპარტელიანის ვერცხლის მედალი ტაშკენტის გრანდ სლემზე
დღეს სტარტი აიღო ტაშკენტის გრანდ სლემმა, რომლის პირველ საშეჯიბრო დღეს ეთერ ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა და საქართველოს პირველი მედალი მოუტანა.
| |
13:45 | 03.03.2023 ეთერ ლიპარტელიანი ტაშკენტის გრანდ სლემის ფინალშია
ძიუდოში დღეს სტარტი აიღო ტაშკენტის გრანდ სლემმა, რომლის პირველ საშეჯიბრო დღეს ასპარეზობაში სამი ქართველი ძიუდოისტი ჩაერთო. ეთერ ლიპარტელიანი ფინალშია, ხოლო ლუხუმ ჩხვიმიანი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს. ...
|
19:35 | 18.02.2023 ბექა ღვინიაშვილის ოქროს მედალი თელ ავივის გრანდ სლემზე
თელ ავივის გრანდ სლემი საქართველომ სამი მედლით დაასრულა. ბოლო მედალი ბექა ღვინიაშვილის აქტივშია, რომელმაც ფინალში იასპარეზა და ოქრო მოიპოვა.
| |
16:59 | 18.02.2023 ბექა ღვინიაშვილი თელ ავივის გრანდ სლემის ფინალშია
თელ ავივის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღეს ძალები ორმა ქართველმა ძიუდოისტმა მოსინჯა და ბექა ღვინიაშვილი ფინალშია, ხოლო ვარლამ ლიპარტელიანი ასპარეზობას გამოეთიშა.
|
21:06 | 16.02.2023 მარგველაშვილის ოქრო და ნადირაძის ბრინჯაო თელ ავივის გრანდ სლემზე
თელ ავივის გრანდ სლემი საქართველოსთვის კარგად დაიწყო და პირველივე დღეს ვაჟა ვარგველაშვილი ოქროს, ხოლო ლაშა ნადირაძე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
| |
17:25 | 16.02.2023 ვაჟა მარგველაშვილი თელ ავივის გრანდ სლემის ფინალშია
დღეს სტარტი აიღო ძიუდოში თელ ავივის გრანდ სლემმა და პირველ საშეჯიბრო დღეს ასპარეზობაში სამი ქართველი ჩაერთო, საიდანაც ორი მედლისთვის იბრძვის. ვაჟა მარგველაშვილი ფინალშია და ოქროსთვის გავა ტატამიზე, ხოლო ...
|