ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში ლაშა შავდათუაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
73 კგ წონით კატეგორიაში შავდათუაშვილმა ხორვატი რობერტ კლაჩარი და ფინელი ტურპალ ჯუკაევი დაამარცხა, მაგრამ მეოთხედფინალში რუს დანილ ლავრენტიევთან ძალიან დაძაბულ ბრძოლაში წააგო და რეპეშაჟში გადავიდა, სადაც უკვე ბულგარელ მარკ ხრისტოვს აჯობა და ბრინჯაოსთვის იჭიდავა, მისი მეტოქე კი, მოლდოველი ადილ ოსმანოვი იყო, რომელიც დაამარცხა და მედალი მოიპოვა.
შავდათუაშვილისთვის კონკრეტულად ევროპის ჩემპიონატზე ეს იყო მეხუთე მედალი (1 ოქრო, 2 ვერცხლი, 2 ბრინჯაო), ამ ჩამონათვალში ცხადია, გუნდურ შეჯიბრში მოპოვებული მედლები არ შედის.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს აქტივში ევროპის ჩემპიონატზე ამ დროისთვის ერთი ოქროს და ორი ბრინჯაოს მედალია, რომლებიც შესაბამისად, ვაჟა მარგველაშვილმა, ეთერ ლიპარტელიანმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
აზერბაიჯანულ სიბინძურეს უკვე საზღვარი არ აქვს,სპორტის ძალისმიერ სახეობებში. . .ეხლა ვინც უყურა ჰეიდაროვის და ლავრენტიევის ფინალს,ნუ ამაზე მეტი ამაზრზენი რა უნდა იყოს. . . მთელი ჭიდაობა ჰეიდაროვის ძირს ეგდო ,ხოლო გაფრთხილებებს რუს აძლევდნენ. . მარა მე სხვა რამე მაინტერესებს.ჩემი ფულით როდემდე უნდა უხდიდნენ ხელფასს საზოგადოებრივი მაუწყებლის არაკომპეტენტური და უზრდელ კომენტატორების. . .ეხლა მანდ ქართველს რომ ეჭიდავა ხომ დაიწყებდა ყვირილს ეს რას გვიშვრებიანო. . დამატებით დროში ჰეიდაროვის უბრალოდ გარბოდა .მარა მაინც რუსი გააფრთხილეს. . . ძაანაც კარგი ქნეს ალბათ ხომ და უკაცრავად და იგივეს ჩვენ რომ გაგვიკეთებენ ,მერე ნუღარ იხტუნავებთ. . . ეს უზრდელი კომენტატორები კი დროზე უნდა მოშორდნენ. . . აბა რაა!. . აბა რაა!. . სადა იმის მოსაგები და ა.ს.შ. . . ეს უკვე ყოველგვარ ზღვარს სცილდება. . . ამაზრზენი და ამავდროულად არაკომპეტენტური და უზრდელი კომენტატორები. . დღეს მთავარი უზრდელი ალექსი დავითაშვილი არ ყავდათ. . .არ მაინტერესებს ამათი პატრიოტული მოტივები.მეტოქის პატივისცემა ნებისმიერ შემთხვევაში გმართებს. . სადაა ამის მოსაგები და. . .რა ხდება საზმაუში არავინ უყურებს ამათ აღვირახსნილობას?. . .