საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატისთვის ცნობილია.
ქართველები ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში 9 ვაჟის და 6 ქალის შემადგენლობით იასპარეზებენ. აღსანიშნავია, რომ ვაჟებში, 60 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს წარმომადგენელი არ ეყოლება, სამაგიეროდ, გაორებულია სამი წონა.
66 კგ - ვაჟა მარგველაშვილი
73 კგ - ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ჩიხელიძე
81 კგ - ტატო გრიგალაშვილი
90 კგ - ლაშა ბექაური, გიორგი ჯაბნიაშვილი
100 კგ - ილია სულამანიძე
+100 კგ - გურამ თუშიშვილი, საბა ინანეიშვილი
ქალთა შორის, როგორც ვთქვით, საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე 6 ძიუდოისტი ეყოლება:
57 კგ - ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე
63 კგ - ეთერ ასკილაშვილი
70 კგ - მარიამ ჭანტურია, ნინო გულბანი
+78 კგ - სოფიო სომხიშვილი
აქვე გეტყვით, რომ ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი ზაგრებში 25-27 აპრილს ჩატარდება.
Please log in to post a comment Log in Or Register