ეთერ ლიპარტელიანმა 2026 წლის ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველმა ძიუდოისტმა ფინალურ ორთაბრძოლაში ისრაელის წარმომადგენელი ნელსონ ლევისი შეხვედრის დასრულებამდე 15 წამით ადრე ლამაზი იპონით დაამარცხა და საქართველოს ოქროს მედალი მოუტანა.
ეთერ ლიპარტელიანმა პირველი შეხვედრა ნორვეგიელ ელისე ბჯოერასთან გამართა, შემდეგ ვერონიკა ტონილო დაამარცხა, მეოთხედფინალში რუს ქსენია გალიტსკაიას ულამაზესი იპონით მოუგო, ხოლო ნახევარფინალში სერბ მარიკა პერისიჩს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში ასევე იპონით დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ დღესვე 73 კგ წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონი გახდა ლაშა შავდათუაშვილი, რომელმაც ფინალში აზერბაიჯანელ ჰიდიათ ჰეიდაროვს მოუგო და კარიერაში მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი.
ამრიგად, ორი საშეჯიბრო დღის შემდეგ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მონაგარი 2 ოქროს და 1 ვერცხლის მედალია.







