ზურაბ ზურაბიანი პარა ძიუდოში ანტალია 2024 გრან პრის გათამაშების ბრინჯაოს პრიზიორია.
ჩვენმა ფალავანმა (60კგ) მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ალჟირელ მოწინააღმდეგეს სძლია და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
საქართველოს პარა ძიუდოს ნაკრები განაგრძობს ასპარეზობას ანტალია 2024 გრან პრის გათამაშებაზე.
ხვალ ზვიად გოგოჭური და ლაშა ყიზილაშვილი იბრძოლებენ მაღალი სინჯის მედლების მოსაპოვებლად.