| | |
13:05 | 02.12.2023 მაისურაძის ვერცხლი და ტერაშვილის ბრინჯაო ტოკიოს გრანდ სლემზე
ტოკიოს გრანდ სლემი დაიწყო, რომლის პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს აქტივში თითო ვერცხლის და ბრინჯაოს მედალია. ლუკა მაისურაძე ფინალში დამარცხდა, ხოლო გიორგი ტერაშვილმა მესამე ადგილის დაკავება შეძლო.
| |
21:53 | 19.11.2023 საქართველოს ნაკრებმა 23-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
გერმანიის ქალაქ პოტსდამში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი 23-წლამდე ძიუდოისტებს შორის, სადაც დღეს გუნდური პირველობა გაიმართა.
|
10:25 | 19.11.2023 23-წლამდელ ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 5 მედალი მოიპოვა
პოტსდამში (გერმანია), 23-წლამდელ ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა საქართველოს ნაკრებმა, რომელმაც 5 მედალი მოიპოვა. საქმე ქართულ ფინალამდეც მივიდა.
| |
21:58 | 05.11.2023 საქართველომ ევროპის ჩემპიონატი ოქროს გარეშე და 4 ვერცხლით დაასრულა
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი 4 ვერცხლის მედლით დაასრულა და ოქრო ვერ მოიპოვა.
|
20:42 | 05.11.2023 ილია სულამანიძე ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალს დასჯერდა
საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში ევროპის ჩემპიონატზე ილია სულამანიძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველი ფინალში გავიდა, მაგრამ იქ მარცხი განიცადა.
| |
19:53 | 05.11.2023 ლაშა ბექაურმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
ძიუდოში ევროპის ჩემპიონატზე ლაშა ბექაური ვერცხლის მედალს დასჯერდა, მიუხედავად იმისა, რომ ფინალამდე შესანიშნავ სტილში მივიდა და მეტოქეებს უშანსოდ აჯობა.
|
18:11 | 05.11.2023 სამი ქართველი ძიუდოისტი ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა
ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში ლაშა ბექაური, ილია სულამანიძე და გურამ თუშიშვილი ფინალში გავიდნენ. ამრიგად, საქართველო შეჯიბრის დასკვნით დღეს 3 ოქროს მედლისთვის იბრძვის.
| |
20:50 | 04.11.2023 ტატო გრიგალაშვილის ვერცხლის მედალი ევროპის ჩემპიონატზე
ტატო გრიგალაშვილმა ევროპის ჩემპიონობა მესამედ ვერ შეძლო და ვერცხლის მედალს დაეუფლა. ქართველმა ფინალამდე უშეცდომოდ იასპარეზა, მაგრამ ფინალში წააგო.
|
18:05 | 04.11.2023 ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია
საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში ტატო გრიგალაშვილი ფინალში გავიდა, შესაბამისად, მედალი უკვე გარანტირებული აქვს.
| |
17:17 | 03.11.2023 ევროპის ჩემპიონატის პირველი დღე საქართველომ უმედლოდ დაასრულა
ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი დაიწყო, რომლის პირველი საშეჯიბრო დღე საქართველოსთვის წარუმატებელი გამოდგა. ტატამიზე 4 ქართველი ძიუდოისტი გავიდა, მაგრამ ყველა მედლის გარეშე დარჩა.
|