ძიუდო

21:01 | 6.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ინა ქალდანის ბრინჯაოს მედალი პარიზის პარალიმპიადაზე

პარიზის პარალიმპიადაზე ქართველმა პარაძიუდოისტმა ინა ქალდანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ინამ მეოთხედფინალში ბრაზილიელი კელი ვიკტორიო იპონით დაამარცხა, შემდეგ ნახევარფინალში ჩინელ იუე ვანთან იპონით დამარცხდა, ხოლო ბრინჯაოსთვის ბრძოლაში ვაზარით გოლდენ სკორით სძლია ყაზახ აიალა მერეკეს. მოგეხსენებათ, ქალდანი ტოკიოს ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორია და ამჯერად, მეორე მედალი მოიპოვა.

შეგახსენებთ, მიმდინარე პარალიმპიადაზე საქართველოს აქტივში 7 მედალია, რაც რეკორდია - 1 ოქრო, 3 ვერცხლი და 3 ბრინჯაო. ოქრო მძლეოსანმა გიგა ოჩხიკიძემ მოიპოვა (ბირთვის კვრა), ვერცხლს სროლაში ლადო ჭინჭარაული, ძიუდოში ზურაბ ზურაბიანი და ძიუდოში გიორგი ქალდანი დაეუფლნენ, ხოლო ბრინჯაო ანა ჯაფარიძემ (ტაეკვანდო), ნინა თიბილაშვილმა (ხმლით ფარიკაობა) და ინა ქალდანმა მოიპოვეს (ძიუდო) მოიპოვეს.

აღსანიშნავია, რომ საქართველო პარალიმპიადაზე მეხუთედ მონაწილეობს (2008, 2012, 2016, 2020, 2024) და აქამდე ჯამში ჰქონდა 4 მედალი - ზვიად გოგოჭურის ოქრო 2016 წელს (ძიუდო), ნინა თიბილაშვილის (პარაფარიკაობა), ინა ქალდანის და რევაზ ჩიკოიძის (ორივე ძიუდო) ვერცხლის მედლები 2020 წელს. ასე რომ, პარიზში მიმდინარე პარალიმპიადა საქართველოსთვის უკვე ყველაზე წარმატებულია.

0.114657