12:46 | 18 დეკემბერი, 2017
მანჩესტერული დერბის გამოძახილიგასულ კვირას “ოლდ ტრაფორდზე“ გამართული მანჩესტერული დერბის შემდეგ, კიდევ ორი ტური ჩატარდა და უკვე ბევრმა მიიჩნია, რომ პრემიერლიგის წლევანდელ გათამაშებაში ინტრიგა საბოლოოდ მოკვდა და პეპ გვარდიოლას გაწვრთნილი “სიტის“ დამწევი მიმდინარე სეზონში აღარავინ იქნება.
22:20 | 09 დეკემბერი, 2017
რუსული დარდი, ქართულად ნათქვამიმოძმენო ჩვენნო, გულგონთხართა? ეს რა უცაბედად ჩამოჰკრა უბედურების ჟამმა ურუსთა ქვეყნის თავზედ! ეს რა ფინთი დილა გაუთენდათ და რაოდენი სახსარი და ხელის ჭუჭყი დაიკარგა უქმად, გაზ-მაზუთისგან მოძღვნილი!
11:50 | 04 დეკემბერი, 2017
თემურ ქეცბაია - შეუდრეკელი წინამძღოლიროდესაც ახალგაზრდებისათვის მისაბაძ და სანიმუშო სპორტსმენზე საუბრობენ, მე ყოველთვის თემურ ქეცბაია მახსენდება. ცხადია აქ არ ვგულისხმობ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელობისდროინდელ, მუდამ გაბრაზებულ, გაწამებულ და ბრაზიან ქეცბაიას. მე ფეხბურთელ თემურ ქეცბაიაზე ვსაუბრობ, რომელმაც შეიძლება ვერ ითამაშა ისეთი დიდი და მრავლისმომცველი ფეხბურთი როგორიც მაგალითად კახი კალაძემ ან გიორგი ქინქლაძემ, მაგრამ ახალგაზრდებისათვის მისაბაძი სწორედ ის ფეხბურთი, მებრძოლი სული, შეუდრეკლობა და წინამძღოლის ბუნება უნდა იყოს, რაც თემურს არასოდეს აკლდა.
15:15 | 26 ნოემბერი, 2017
წერილი გარდაცვლილ მეგობარსროგორც საერთოდ ხდება ხოლმე, ეს წერილი მეც ბოდიშით უნდა დავიწყო. ბოდიში პირველ რიგში იმის გამო, რომ ვერასოდეს წამოვიდგენდი დაწერა მაინცდამაინც ფეხბურთზე თუ მომიწევდა და ბოდიშს იმაზეც ვიხდი, ამდენი ხნის განმავლობაში რომ ვითრევდი ფეხს და მუდამ სახვალიოდ ვდებდი ამ წერილის დაწერას. მიზეზი სიზარმაცეზე მეტად, პათეტიკურობის სიძულვილია, მაგრამ ახლა ამის ახსნას აბა რაღა აზრი აქვს? ისე კი ვაღიარებ, - ძალიან რთული და უსიამოვნო რამ ყოფილა გარდაცვილი მეგობრისათვის წერილის მიწერა.
19:01 | 19 ნოემბერი, 2017
დიალოგი იტალიის ფიასკოს შემდეგ- მიკვირს, ეს “მაკარონშიკები“ ასე დარწმუნებულები რატომ იყავით - იტალიის ნაკრები მსოფლიოზე გავაო. აკი გეუბნებოდი, ამ გუნდით გასვლა და არგასვლა ერთი იქნება - მეთქი.
13:49 | 15 ნოემბერი, 2017
თმაშევერცხლილი კაცები წარსულიდანთანამედროვეობის თანმდევი პროგრესი ძველ ხელობებს რომ აქრობს - ეს ცნობილი ამბავია. ვეღარსად ნახავთ: მთრთვილავებს, მეთულუხჩეებს, ბაზაზებს და სხვა... ეს ბუნებრივი ამბავია და მასზე მხოლოდ ნოსტალგიური ადამიანები თუ საუბრობენ. მაგრამ, ალბათ ბევრს არ ახსოვს კიდევ ერთი ხელობა, რომელიც გასული საუკუნის 90-იან წლებამდე არსებობდა და ტექნიკურმა პროგრესმა ისიც წარსულის მტვრით დაფარა.
10:20 | 05 ნოემბერი, 2017
ცუდი ამბების გახსენებაცხოვრებაში რამდენჯერმე ვინანე, რომ კინორეჟისორი არ გავხდი. განქსტერული ფილმების ჟანრში მომუშავე ამერიკელი პროდუსერები უამრავ ფულს ხარჯავენ ნორმალური კინოსცენარის ხელში ჩასაგდებად, მაშინ როდესაც საქართველოში ასეთი სცენარები ჩეჩქივით ყრია.
12:09 | 29 ოქტომბერი, 2017
ბელგიური ამოცანაბოლო წლებია ბელგიის საფეხბურთო ნაკრების შესახებ სულ ქება გვესმის და არცთუ დაუმსახურებლად. ბელგიელებს უკანასკნელ წლებში მართლაც გამორჩეული თაობა ყავთ და ასეთი საინტერესო გუნდი ბენელუქსელებს კაი ხანია არ ყოლიათ. თუმცა, ისიც უნდა ვთქვათ, რომ როგორც პატარა საფეხბურთო ქვეყნების სენია, ბელგიის ნაკრებიც რაიმე დიდი მიზნის მიღწევაზე ფიქრსაც კი ვერ “ბედავს“ და ყველამ ვიცით, რომ ბელგიის საფეხბურთო ნაკრები ოდენ სიმპატიური გუნდის იმიჯისთვისაა განწირული.
19:40 | 22 ოქტომბერი, 2017
6 რამ, რაც ფეხბურთისა და პოლიტიკის მოყვარულებს აერთიანებთსანამ ფეხბურთი და პოლიტიკა იარსებებს, ამ ორ ფენომენს ერთმანეთთან ალბათ ყოველთვის დააკავშირებენ და ყოველთვის იმსჯელებენ, უნდა იკვეთებოდეს თუ არა სპორტისა და პოლიტიკის გზები და ღირს თუ არა ბრძოლა სპორტისა და პოლიტიკის გადაჯაჭვულობის წინააღმდეგ. რეალობა ისაა, რომ სპორტი/ფეხბურთი და პოლიტიკა ერთმანეთს მრავალი რამით გავს და ეს პირველ რიგში როგორც პოლიტიკაზე, ასევე სპორტზე შეყვარებულ ადამიანებში ჩანს.
16:18 | 20 ოქტომბერი, 2017
76ers - ახალგაზრდული სულით, ზრდასრული მიზნებისკენ2001 წლის 6 ივნისი... ზღაპრული Crossover... ლუ ნორმალურ დაცვას თამაშობს და დაფარებას ცდილობს... უშედეგოდ...
20:30 | 15 ოქტომბერი, 2017
მორიგი შესარჩევი ეტაპი დასრულდა. დროა ვიფიქროთ ცვლილებებზე!საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა მორიგი შესარჩევი ციკლი დაასრულა და დაგვიტოვა სრული სიცარიელე, როგორც მომავლისკენ გახედვის, ასევე არსებული რეალობის გაანილიზების კუთხით, რადგან არც ქომაგებმა და არც საკუთრივ ნაკრების წევრებმა არ იციან სად ვართ, სად მივდივართ და რა გვინდა.