სარეკლამო ადგილი - 2
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
ბლოგი

12:46 | 18.12.2017 | ნანახია 762 - ჯერ

მანჩესტერული დერბის გამოძახილი

გასულ კვირას “ოლდ ტრაფორდზე“ გამართული მანჩესტერული დერბის შემდეგ, კიდევ ორი ტური ჩატარდა და უკვე ბევრმა მიიჩნია, რომ პრემიერლიგის წლევანდელ გათამაშებაში ინტრიგა საბოლოოდ მოკვდა და პეპ გვარდიოლას გაწვრთნილი “სიტის“ დამწევი მიმდინარე სეზონში აღარავინ იქნება. ამ მოსაზრებას “ქალაქელთა“ კარგად თამაშთან ერთად, მათი კონკურენტების უგერგილობა და ქულების ფლანგვა ამყარებს. მაგრამ, საეჭვოა ყველაფერი ასე მარტივად დასრულდეს და ფიქრიან ესპანელს საჩემპიონო გზა ია-ვარდით მოფენილი დახვდეს.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს“მანჩესტერ სიტის“ ბოღმიანი სეუ ჟოზეს მიერ გაწვრთნილ გუნდთან ბარაქიანი - 11 ქულიანი ჰანდიკაპი აშორებს, ლონდონის “ჩელსისთან“ კი სხვაობა მთელი 14 ქულაა, უნდა ვენდოთ ბრიტანელ მიმომხილველებს და საკუთარ გულისთქმას და უნდა ვირწმუნოთ, რომ პრემიერლიგის მომდევნო ტურებში გვარდიოლას გუნდს ბევრად უფრო გაუჭირდება, ვიდრე ჩემპიონატის სტარტზე, რადგან პრემიერლიგულ ამბიციებს ამ გუნდმა დიდი ხანია საჩემპიონთალიგო ოცნებებიც შეუხამა და ეყოფა თუ არა “სიტის“ საამყველაფროდ კალიბრი, ილაჯი, გამოცდილება და რაც მთავარია სკამი - ამას ალბათ მაინც 2018 წლის გაზაფხულზე გავიგებთ.

ერთი, რისი თქმაც დარწმუნებით შეგვიძლია,მაურინიოსთანა გულში ჩამდები კაცი, საკუთარ მინდორზე ასეთ უპრინციპულეს თამაშში მარცხს ადვილად ვერ გადაიტანს და იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ მას უკვე დაწყებული აქვს “შურისძიების მახვილის“ ლესვა. ერთ რამედ ღირდა დერბის შემდეგ, ჟოზესა და გვარდიოლას შეხვედრის ხილვა, როდესაც პორტუგალიელმა ესპანელ კონკურენტს გამარჯვება მიულოცა, ხელიც ჩამოართვა და გაქექილი ოპერატორის მიერ ახლოს მოტანილ კადრში ჟოზეს სახეზე იკითხებოდა ამ მარცხის შედეგად მიყენებული წყენაცა და განცდებიც, რასაც “ალისფერი ეშმაკების“ მესაჭე გარეგნულად აგრერიგად მალავდა.

ვის ვის და ინგლისური ბურთაობის მოყვარულთ ნამდვილად არ ესწავლებათ ის ამბავი, რომ პრემიერლიგაში ორი წრე, როგორც წესი, ძირეულად განსხვავებულად მიმდინარეობს ხოლმე და პირველი წრის “ჩემპიონი“ მეორე წრეში ძველებურად ვეღარ ლაღობს. ალაგ-ალაგ კი ჩვენს მიერ ხსენებული შუბლშეკრული პორტუგალიელის “შურისძიების მახვილიც“ ლაპლაპებს, რომ აღარაფერი ვთქვათ სხვა გუნდებზე, რომელთათვისაც “ცისფერების“ პირველგუნდობა ღამეული კოშმარის ტოლფასია.

მიუხედავად იმისა, რომ სტატისტიკოსები და რეიტინგების მდგენელნი საწინააღმდეგოს ამბობენ, რატომღაც მგონია, რომ ამ ბოლო წლებში ინგლისის პრემიერლიგა ბევრად უფრო საინტერესო, დაძაბული და ინტრიგებით სავსე გათამაშება გახდა. ეს პირველ რიგში ცხადია იმის დამსახურებაა, რომ ინგლისში ყოველი სეზონის დასაწყისში სულ უფრო ბევრი კლუბი აცხადებს პრეტენზიას ჩემპიონობაზე და ამის იმედებს სულ ახლანდელი, უსახელო“ლესტერის“ გმირობის მაგალითიც იძლევა.

ერთადერთი, რისი და ვიცი იმედიც აღარ უნდა გვქონდეს, ეს ლონდონის “არსენალი“ და მისი ფრანგი მწვრთნელი - არსენ ვენგერია. ვენგერი ცოლთან კოხტად შებერებულ მოხუც ქმარს გავს, რომელსაც არც აღარაფერი შეუძლია, არც გამოსდის, მაგრამ ცოლიც ასეთ ყოფას შეეჩვია და რა ქნან?!...

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
15:46 | 18.12.2017
O. Mertskhali (1438)

არსენას კიდე დასაცინი არაფერი სჭირს - პირიქით
ეს არის სოციალურ ქსელებში თინეიჯერების შემოგდებული და სხვადასხვა მერკანტილური თუ არასერიოზული მიზეზებით, მას აყოლილი ხალხის თემა... ნუ, თუ საშაყირო გამოგელიათ, მაშინ 'ვიზიარებ...'

15:41 | 18.12.2017
O. Mertskhali (1438)

ფეხბურთს ვინც უყურებს იცის, რომ წელს სიტი ულაპარაკოდ ჩემპიონია... ნუ, რაღაც ტრავმების ეპიდემია თუ არ შეეყარათ და მოწინააღმდეგეებმა 'მესები' თუ არ დაიმატეს DDDD

14:03 | 18.12.2017
Buratino (2832)

"ვენგერი და მისი ცოლის" ამბავში 1000%-იანი ხარ, ლევან! ფაქტიურად, ჩემი (და არა მარტო ჩემი)
სათქმელი თქვი

13:38 | 18.12.2017
BEERTRANCE (95098)

ვენგერი და ცოლი საღოლ, მაგარი იყო. 10-იანში მოარტყი ავტორ DDDDDDDDDDDD

13:29 | 18.12.2017
inamoR (1040)

"ამ ბოლო წლებში ინგლისის პრემიერლიგა ბევრად უფრო საინტერესო, დაძაბული და ინტრიგებით სავსე გათამაშება გახდა." რომელ დაძაბულობაზე ლაპარაკობ ბოლო წლებია რაც პირველ 10 ტურში ვიცით ჩემპიონი ვინ იქნება ბრძოლა მიდის მარტო ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად...

13:17 | 18.12.2017
valeri8848 (1701)

ვენგერი და მისი ცოლი მაგარი იყოოო DDDDDDD

სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
120 x 600
0.040324