13:35 | 11 ივლისი, 2018
შავ-თეთრი რონალდუ„იუვენტუსი“ შეიცვლება. „იუვენტუსი“ უკვე შეიცვალა. „იუვენტუსი“ სანდო, ეკონომ-კლასის „ფიატიდან“ ახალ მონსტრზე გადაჯდება. იტალიამ მიიღო მომავალი.
15:23 | 08 ივლისი, 2018
მუნდიალის დანატოვარიმსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატების ჩატარების უფლების მოპოვებას სხვადასხვა ქვეყნის მთავრობა შესაძლოა სხვადასხვა მიზნებით და ინტერესებით ცდილობდეს. ზოგან უმთავრესად ფინანსურ მოგებას თვლიან და ჩემპიონატს წმინდა მარკეტინგული თვალით უყურებენ. ზოგან მასპინძლობის სურვილი მხოლოდ პოლიტიკური მიზნებითაა ნაკარნახევი და არის და ადრეც იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც სხვადასხვა ქვეყნის ტირანულმა რეჟიმებმა მუნდიალები საკუთარი ხელისუფლების გასამყარებლად, მასებზე ზეგავლენის მოსახდენად და საერთაშორისო საზოგადოების თვალში ლეგიტიმურობის გასაზრდელად გამოიყენეს.
13:51 | 01 ივლისი, 2018
მსაჯობა მუნდიალზე- ბევრი კი იძახეს, გამეორებების სისტემის დანერგვა ფეხბურთს ავნებსო, მაგრამ ავნო კი არა, აგერ ყველა კმაყოფილია ამ გამეორებებით. მსაჯებიც ხომ ხედავ ცოტა აზრზე მოვიდნენ და ისეთ შეცდომებს აღარ უშვებენ - ადრე რაც იყო.
14:27 | 24 ივნისი, 2018
ძველი ყავახანები ლესელიძეშიფეხბურთი არამხოლოდ სიხარულია. ფეხბურთი ფიქრის, განსჯისა და გულისხეთქვის თამაშიცაა და ეს ყველაზე კარგად მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩანს. საფიქრალი და სადარდებელი კი ყველას თავისი აქვს და რამდენიც არ უნდა მოვინდომოთ, ერთმანეთთან ვერ დავაკავშირებთ არგენტინელი ქომაგების ფიქრებს ისლანდიასთან მატჩისას და გერმანელი გულშემატკივრების ცრემლებს მექსიკის ნაკრებთან დამარცხების შემდეგ.
13:34 | 17 ივნისი, 2018
კარგად ნაცნობი რუსეთისაფეხბურთო მუნდიალი უკვე რამდენიმე დღეა დაიწყო და საფეხბურთო მსოფლიოში ბევრს ქომაგს კიდევ არ სჯერა, რომ ფიფამ ეს მნიშვნელოვანი მისია ისეთ ქვეყანას მიანიჭა, როგორიც რუსეთია და ამის გამო მოხდა ისე, რომ ფეხბურთის მრავალ ტრფიალს უბრალოდ ხალისიც კი დაეკარგა არამხოლოდ რუსეთში წასვლის, არამედ ტელევიზორის ჩართვისაც კი. არადა, მუნდიალი ხომ მხოლოდ 4 წელიწადში ერთხელ იმართება!
12:49 | 10 ივნისი, 2018
სუმოს ქართული შტრიხებირომ არა ჩვენი საამაყო ფალავნის, უკვე დიდი ოძეკის, ლევან გორგაძის, - ტოჩინოშინის წარმატება, საქართველოში სუმოს ასეთი პოპულარიზაცია ალბათ კიდევ დიდი ხნის მანძილზე შეუძლებელი იქნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ქართველი სუმოისტები იაპონურმა სპორტულმა საზოგადოებამ ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან გაიცნო, ფაქტია, რომ ასეთი დიდი მიღწევები რაც ლევანს ქონდა, სხვა ქართველ სუმოისტებს ოცნებად დარჩათ და სწორედ ამის გამოძახილია ის, რომ უკანასკნელ პერიოდში ბევრმა მშობელმა გადაწყვიტა თავისი შვილი სუმოთი დაეინტერესებინა.
11:45 | 03 ივნისი, 2018
შეხვედრა - სუმო და საკე- რა ქენი, უყურე? - ვუყურე კი არა, აგერ სამი კვირაა დავდივარ და ისეთ სიტყვებს ვიმეორებ, აქამდე გაგონილიც რომ არა მქონდა. ცოლი მეუბნება - არ ვიცი გამიხარდეს თუ მეწყინოს, სიბერეში იაპონურის სწავლა რომ დაიწყეო.
12:15 | 26 მაისი, 2018
დღე, რომელიც არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს!მიუხედავად იმისა, რომ შეგნებულად თუ შეუგნებლად ბევრი ცდილობს დამოუკიდებლობის დღის დაკნინებას, უპირველესად ჩვენი ქვეყნის ისტორია გვავალდებულებს იმას,
14:18 | 20 მაისი, 2018
სპორტული ოკუპაციის მძიმე შედეგებიოკუპირებულ აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში ჯერ კიდევ მცხოვრებ ახალგაზრდებს სხვა მრავალ პრობლემასთან ერთად, ძალაზედ მკაფიოდ უდგათ სპორტში ჩართულობის და ამ მხარეებში სპორტის მასობრიობის პრობლემა. გარდა იმისა, რომ მოშლილია, ანდა მთლიანად განადგურებულია სპორტული ინფრასტრუქტურა, გამქრალია მთელი რიგი სპორტის სახეობები და ახალგაზრდას რაც არ უნდა დიდი სურვილი ქონდეს, მაინც ვერ დაკავდება სპორტის იმ სახეობით რაც მას უყვარს და მოსწონს, უმნიშვნელოვანესია ის პრობლემაც, რომ ამ რეგიონებიდან ახალგაზრდები ისედაც გარბიან.
17:12 | 13 მაისი, 2018
ვეტერანი სპორტსმენები ყურადღების გარეშეცხადია ყველა სპორტსმენი ვერ იქნება წარმატებული და სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ, ბევრი ვეტერანი სპორტსმენი რჩება ყოველგვარი დანაზოგისა და ხშირად ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობების გარეშე. ეს სამწუხარო რეალობა უკვლებლივ ყველა ქვეყანაშია და არავის უკვირს, მილიონერი ვეტერანი სპორტსმენის გვერდზე, სრულ სიღარიბეში მცხოვრები მისი კოლეგის ნახვა, რადგან სპორტული კარიერა ისევე როგორც ადამიანის ცხოვრება ხშირად გამართლებაზეა. ბევრს კი ცხადია არ უმართლებს.
12:55 | 07 მაისი, 2018
ბაქოური სარბოლო და არასარბოლო ამბებიგასულ კვირას, მთელი ოთხი დღის განმავლობაში (26-29 აპრილი) ერთ დროს პატარა და მშვიდი, ახლა კი მადლმოსილი ნავთობით გალაღებული ბაქო მთელი მსოფლიოს ცენტრში იყო მოქცეული და ბაქოს ქუჩებში გამეფებული ბოლიდების ღმუილის ხმა გახლდათ ის ჰანგი, რომელიც ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანს დასავლეთის ცივილიზაციისკენ უკვალავს გზას, რიგით აზერბაიჯანელებს კი აძლევს იმედს, რომ მათ დედაქალაქში უკვე მეორედ გამართული FORMULA 1-ის გრან-პრი ის ტრამპლინი იქნება, რომელიც მათ ქვეყანას დიდ სპორტულ და პოლიტიკურ შარაგზაზე გაიყვანს.