ჭიდაობა

18:16 | 22.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

თავისუფალი ჭიდაობა: 3 მედალი და 2 ოლიმპიური ლიცენზია მსოფლიო ჩემპიონატიდან
ელიზბარ ოდიკაძე ბრინჯაოს ვერ შესწვდა, მაგრამ ლიცენზია მოიპოვა

საქართველოს თავისუფალი სტილით ჭიდაობის ნაკრებმა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატზე გამოსვლა 2 ოქროსა და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

შეჯიბრის უკანასკნელ დღეს, ბოლო მედლის მოპოვების შანსი 97 კგ წონით კატეგორიაში ელიზბარ ოდიკაძეს ჰქონდა, თუმცა ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა ოლიმპიურ ჩემპიონ კაილ ფრედერიკ სნაიდერთან დათმო - 0:5.

საბოლოო ჯამში ელიზბარმა საქართველოს ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოუტანა. ჩვენებურმა ნურსულთანში ასპარეზობა ირანელი ხალილ შაბანიბენგარის ძლევით დაიწყო (11:8), მეოთხედფინალში კი აზერბაიჯანელ შარიფ შარიფთან დამარცხდა (0:6). ოდიკაძემ რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც სამხრეთ კორეელ მინვონ სეოს 4:0 აჯობა და ლიცენზიაც გაინაღდა.

ამრიგად, ყაზახეთის დედაქალაქში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა. ნიშანდობლივია, რომ თავისუფლებმა ზუსტად იგივე შედეგი აჩვენეს, რაც ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა და სამშობლოში სამი მედლით (ორი ოქრო, ერთი ბრინჯაო) და ორი ოლიმპიური ლიცენზიით ბრუნდებიან.

აქვე შეგახსენებთ ყველა მედალოსანს (ოლიმპიური ლიცენზია) - თავისუფალი ჭიდაობა:

გენო პეტრიაშვილი (125 კგ) - ოქროს მედალი, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის ლიცენზია

ბექა ლომთაძე (61 კგ) - ოქროს მედალი

ირაკლი მწითური (92 კგ) - ბრინჯაოს მედალი

ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ) - ტოკიოს ოლიმპიადის ლიცენზია

ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა:

ლაშა გობაძე (82 კგ) - ოქროს მედალი

ნუგზარ წურწუმია (55 კგ) - ოქროს მედალი

იაკობ ქაჯაია (130 კგ) - ბრინჯაოს მედალი, ტოკიოს ოლიმპიადის ლიცენზია

გიორგი მელია (97 კგ) - ტოკიოს ოლიმპიადის ლიცენზია

0.116518