თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს დელეგაციას პირველი მედალი ირაკლი მწითურმა (92 კგ) მოიპოვა.
ქართველმა ფალავანმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ყაზახი ნურგალი ნურგაიპულის ძალზე დაძაბულ შეხვედრაში, 2:1 აჯობა და მესამე საპრიზო ადგილზე გავიდა.
მწითურმა ასპარეზობა მერვედფინალიდან დაიწყო და უნგრელი ბენდეგუზ ტოტი ადვილად, 8:0 დაამარცხა. მეოთხედფინალში ჩვენებურმა იაპონელ ტაკუმა ოცუს ასევე მშრალად, 5:0 სძლია, თუმცა ნახევარფინალში ამერიკელ მაიკლ კოქსთან ვერაფერი გაახერხა (0:3).
დღევანდელი საშეჯიბრო დღე 125 კგ წონითი კატეგორიის მატჩებით დასრულდება, სადაც ფინალში გენო პეტრიაშვილი თურქ ტაჰა აკგულს დაეჭიდება. აგრეთვე დღესვე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავა ზურაბ იაკობიშვილმა (70 კგ), თუმცა პოლონეთის სახელით მოასპარეზე მაგოდმურად გაჯიევთან დაძაბულ ბრძოლაში წააგო (2:3).