ისტორია
09:54 | 06.08
6 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1965 - დაიბადა დევიდ რობინსონი. ამერიკელი კალათბურთელი. მსახურობდა ფლოტში, რის გამოც მოთამაშეობისას “ადმირალი” შეარქვეს. მონაწილეობდა სეულის 1988 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, სადაც არვიდას საბონისის წინააღმდეგ თამაშისას ვერაფერი გააწყო. სამაგიეროდ, “ოცნების გუნდის” შემადგენლობაში, 1992 და 1996 წლებში ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 1990 წელს დაასახელეს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის საუკეთესო ახალბედად, ხოლო 1993-94 წლების ჩემპიონატებში აღიარეს რეგულარული ჩემპიონატის უძლიერეს მოთამაშედ.
09:48 | 31.07
31 ივლისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1969. დაიბადა ანტონიო კონტე. იტალიის ნაკრებისა და ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი. მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. იტალიის ნაკრებში ჩაატარა 20 მატჩი, გაიტანა 2 გოლი. ტურინელთა შემადგენლობაში მოპოვებული აქვს ჩემპიონთა და უეფას თასები, ორჯერ იტალიის სუპერთასი და თასი. წვრთნიდა ტურინის “იუვენტუსს” და გუნდს სამჯერ მოაპოვებინა იტალიის ჩემპიონობა (2012, 2013, 2014). 2014-2016 წლებში იტალიის ეროვნულ ნაკრებს ედგა სათავეში, 2016-2018 წლებში კი ლონდონის "ჩელსის".
171000,186444
| | |
09:53 | 03.08.2021 3 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1922. დაიბადა ავთანდილ (ბასა) ღოღობერიძე. დაიბადა სოხუმში. თამაშობდა სოხუმის “დინამოში” (1940-41). მეორე მსოფლიოს ომის წლები გაატარა არმიაში. მონაწილეობდა კავკასიონისთვის ბრძოლაში. 1944 წლიდან თბილისის ...
| |
09:54 | 02.08.2021 2 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1952. დაიბადა ალენ ჟირესი. საფრანგეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების, “ბორდოს” (1970-86) და “მარსელის” (1986-88) ნახევარმცველი. ევროპის 1984 წლის ევროპის ჩემპიონი. მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონატის პრიზიორი. ...
|
09:56 | 01.08.2021 1 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1924. დაიბადა ოთარ იოსელიანი. “ლელოს” პირველი თაობის ჟურნალისტი. იყო გაზეთ “თბილისის” მთავარი რედაქტორი.
| |
09:57 | 26.07.2021 26 ივლისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1953. დაიბადა ფელიქს მაგათი. გერმანელი ფეხბურთელი და მწვრთნელი. ამპლუით ნახევარმცველი ფეხბურთელობისას გამოდიოდა “საარბრიუკენსა” (1974-76) და “ჰამბურგში” (1976-86). 1983 წელს მოიპოვა ჩემპიონთა თასი.
|
09:56 | 23.07.2021 23 ივლისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1956 - დაიბადა თენგიზ სულაქველიძე. ქუთაისის “ტორპედოს” (1974-78), თბილისის “დინამოსა” (1978-88) შვედური “ჰოლმსუნდის” (1989) ფეხბურთელი. 1981 წელს “დინამოსთან” ერთად ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა ...
| |
19:30 | 21.07.2021 „ბრენტფორდმა“ პირველი ტრანსფერი განახორციელა
„მიდტიულანდის“ აწ უკვე ყოფილი, 23 წლის ნიგერიელი ფეხბურთელი ფრენკ ონიეკა კარიერას „ბრენტფორდში“ გააგრძელებს. როგორც ინგლისური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, აფრიკელი იუნგლისურ გუნდში 2026 წლის ივლისამდე ...
|
09:50 | 19.07.2021 19 ივლისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1940. დაიბადა ანზორ კავაზაშვილი. საბჭოთა კავშირის ნაკრების, თბილისის “დინამოს” (1957-59), ლენინგრადის “ზენიტის” (1960), მოსკოვის “ტორპედოს” (1961-68), მოსკოვის “სპარტაკისა” (1969-71) და ქუთაისის “ტორპედოს” ...
| |
09:51 | 18.07.2021 18 ივლისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1942. დაიბადა ჯაცინტო ფაკეტი. ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი. ამპლუით მცველი. იტალიის ნაკრების შემადგენლობაში 1968 წელს გახდა ევროპის ჩემპიონი.
|
09:55 | 15.07.2021 15 ივლისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1954. დაიბადა მარიო ალბერტო კემპესი. არგენტინის ნაკრების, “ინსტიტუტო დე კორდობას” (1970-73), “როსარიო სენტრალის” (1974-76), “ვალენსიას” (1977-81, 1982-84), “რივერ პლეიტის” (1981-82), “ერკულესის” (1984-86), ...
| |
09:58 | 13.07.2021 13 ივლისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1969. დაიბადა კახი კახიაშვილი. ძალოსნობაში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი. 1992 წელს მან ოქროს მედალი საქართველოს სახელით ასპარეზობისას მოიპოვა, ხოლო 1996 და 2000 წლებში, საბერძნეთის ღირსებას იცავდა.
|
|
|
|