1942. დაიბადა ჯაჩინტო ფაკეტი. ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი. ამპლუით მცველი. იტალიის ნაკრების შემადგენლობაში 1968 წელს გახდა ევროპის ჩემპიონი. მსოფლიოს 1970 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. “სკუადრა აძურაში” ჩაატარა 94 მატჩი, გაიტანა 3 გოლი. 1960-78 წლებში გამოდიოდა მილანის “ინტერში”. 1964 და 1965 წლებში მოიპოვა ჩემპიონთა თასი. იმავე წლებში დაეუფლა საკონტინენტთაშორისო თასს. 1963, 1965, 1966 და 1971 წლებში გახდა იტალიის ჩემპიონი. იტალიის თასის მფლობელი (1978). “ინტერის” შემადგენლობაში სერია A-ში ჩაატარა 476 მატჩი, გაიტანა 59 გოლი. 1977 წელს უეფას თასის პირველ ოცდამეთორმეტედფინალურ შეხვედრაში თბილისის “დინამოს” წინააღმდეგ მილანის “სან სიროზე” იასპარეზა. მატჩის მეორე ტაიმში დავით ყიფიანმა ფაკეტის ბურთი აართვა და ასპარეზობის ერთადერთი გოლი გაიტანა. ჯაცინტო ფაკეტი 2006 წლის 4 სექტემბერს გარდაიცვალა.
მნიშვნელოვანი ფაქტები
1930. მსოფლიოს პირველი ჩემპიონატი ფეხბურთში (ურუგვაი). ჯგუფური ეტაპი: ურუგვაი-პერუ 1:0.
1930. ურუგვაისა და პერუს სამუნდიალე მატჩში მონაწილეობა ცალხელა ფეხბურთელმა მიიღო. ურუგვაელთა შემადგენლობაში ეკტორ კასტრომ იასპარეზა, რომელმაც მოგვიანებით, 30 ივლისს მსოფლიოს პირველი ჩემპიონატის ფინალში დასკვნითი გოლი გაიტანა.
1936. სტარტი აიღო ფეხბურთში საბჭოთა კავშირის თასის პირველმა გათამაშებამ. მასში მონაწილეობა 83 გუნდმა მიიღო. თბილისის “დინამო” ამ გათამაშებაში 26 ივლისს ჩაერთო, ფინალამდე გააღწია და გადამწყვეტ მატჩში მოსკოვის “ლოკომოტივთან” დამარცხდა (0:2). მეოთხედფინალში კი, ქართველმა ფეხბურთელებმა სენსაცია მოახდინეს, როდესაც მოსკოვის “სპარტაკთან” გასვლაზე ჯერ 3:3 ითამაშეს, შემდეგ გადათამაშებაში მეტოქე 6:3 დაამარცხეს. სწორედ ამ მატჩის შემდეგ უწოდეს ქართველ ფეხბურთელებს “დიდი ურუგვაელები”. იმ შეხვედრებში ბორის პაიჭაძემ სამი გოლი გაიტანა. ნახევარფინალში “დინამომ” ნოგინსკის “კრასნაია ზნამიას” 5:1 სძლია.
1951. ჯო უოლკოტმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის მეშვიდე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით ეზარდ ჩარლზი დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. მაშინ უოლკოტი 37 წლის იყო და თავის წონაში ყველაზე ხანდაზმული მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.
1960. დანიის ფეხბურთელთა ოლიმპიური ნაკრების რვა წევრი ავიაკატასტროფაში, თვითმფრინავის ზღვაში ჩავარდნის შედეგად დაიღუპა. მოგვიანებით დანიის ნაკრებმა რომის 1960 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფინალში დანიელები იუგოსლავიის ოლიმპიურ გუნდთან დამარცხდნენ (1:3).
ჩატარების სისტემა შეცვალა. შეხვედრის ძირითადი და დამატებითი დროის ფრედ დასრულების შემდეგ, მეორე დღეს გადათამაშების ნაცვლად, გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია უნდა დანიშნულიყო.
1976. რუმინელმა სპორტულმა ტანმოვარჯიშე ნადია კომანეჩიმ მონრეალის ოლიმპიადაზე ასპარეზობისას ორძელზე შესრულებულ ვარჯიშში უმაღლესი შეფასება, 10 ქულა დაიმსახურა. ეს შედეგი მანამდე სხვა ტანმოვარჯიშეებისთვის მიუღწეველი იყო.
1978. თბილისის “დინამოს” ნახევარმცველმა ვახტანგ ქორიძემ გუნდის მიერ საკავშირო პირველობებზე გატანილ გოლთა რაოდენობა 1700-დე გაზარდა. იმ დღეს თბილისელებმა ვოროშილოვგრადის “ზარიას” 4:1 მოუგეს.
1980. ბუქარესტის საერთაშორისო ტურნირის მოგების შემდეგ, თბილისის “დინამო” კონსტანცას (რუმინეთი) ოთხთა ტურნირზე ჩაება და ნახევარფინალში ადგილობრივ “კონსტანცას” 2:1 სძლია. ქართველთაგან გოლები ვიტალი დარასელიამ და ვაჟა ჟვანიამ გაიტანეს. “დინამო”: გაბელია, კოსტავა (მელიქია), ხიზანიშვილი, ხინჩაგაშვილი, მუჯირი, დარასელია, მინაშვილი, თავაძე, ჯოხაძე, ჟვანია, კაკილაშვილი (ცაავა).
1995. უეფამ ლონდონის “არსენალის” მთავარ მწვრთნელს, ჯორჯ გრემს ერთწლიანი დისკვალიფიკაცია სატრანსფერო მაქინაციების გამო მიუსაჯა.
2005. ქართველმა სუმოისტმა ლევან ცაგურიამ (კოკაი) ივლისის ბაშოზე დიდი მონღოლი ჩემპიონი, ასაშორიუ დაამარცხა.
2006. ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში, ბოლნისის “სიონმა” სტუმრად აზერბაიჯანულ “ბაკისთან” 0:1 წააგო და ვინაიდან საკუთარ მოედანზე ორბურთიანი უპირატესობით ჰქონდა მოგებული, შემდგომ რაუნდში თამაშის უფლება მოიპოვა.
2006. ჰოლანდიელი ფორვარდი, რუუდ ვან ნისტელროი “მანჩესტერ იუნაიტედიდან” მადრიდის “რეალში” გადავიდა.
2006. ივლისის ბაშოზე ქართველმა სუმოისტმა ლევან ცაგურიამ (კოკაი) ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა. მან დასავლეთის მეათე მაეგაშირა ივაკიამა დაამარცხა.
2007. ესპანურმა კლუბმა, “ლევანტემ” საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი, შოთა არველაძე ქომაგებსა და ჟურნალისტებს წარუდგინა. შოთა არველაძე ესპანეთში ჰოლანდიური “ალკმაარიდან” გადავიდა.
2013. გორის “დილამ” ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველ მატჩში დანიის “ოლბორგს” 3:0 მოუგო. გოლები: მოდებაძე, გორელიშვილი (2). საჩხერის “ჩიხურა” სტუმრად შვეიცარიის “თუნთან” 0:2 დამარცხდა.
ამ დღეს დაიბადნენ
1884. იან კოშეკი. მეოცე საუკუნის დასაწყისის ჩეხი საფეხბურთო ბომბარდირი. გამოდიოდა პრაღის “სლავიაში” და მის რიგებში ჩატარებულ 229 მატჩში 666 გოლი გაიტანა.
1892. არტურ ფრიდენრაიხი. 1910-1930-იან წლებში ფენომენალური შედეგიანობის მქონე ბრაზილიელი ფორვარდი. პირველი ფეხბურთელი, რომელმაც 1000 გოლზე მეტის გატანა შეძლო. ექვსჯერ გახდა სან პაულოს შტატის ჩემპიონი და რვაჯერ მოიპოვა ამავე შტატის პირველობის საუკეთესო ბომბარდირობა. სამხრეთ ამერიკის 1919 წლის ჩემპიონი. კარიერის განმავლობაში ჩაატარა 1329 მატჩი და გაიტანა 1239 გოლი.
1927. ვახტანგ ჯაფარიძე. ფიბას საერთაშორისო არბიტრი. საბჭოთა კავშირის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო საკალათბურთო მსაჯი. ემსახურებოდა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების მატჩებს. ვახანგ ჯაფარიძე 1978 წელს გარდაიცვალა.
1929. დიკ ტოტენ ბატონი. ამერიკელი ფიგურისტი. 1948 და 1952 წლების ზამთრის ოლიმპიადების ჩემპიონი. სამოყვარულო კარიერის დასრულების შემდეგ, 40 წლამდე პროფესინალებში გამოდიოდა, ხოლო სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ სატელევიზიო პროდუსერი და სპორტული კომენტატორი გახდა.
1937. გურამ კოსტავა. ქართველი დაშნით მოფარიკავე. 1960 წლის ოლიმპიადაზე გუნდურ შეჯიბრებაში მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. 1964 წლის ოლიმპიადაზე პირად და გუნდურ შეჯიბრებებში მოიპოვა ასევე ბრინჯაოს მედლები. მსოფლიოს ჩემპიონი (გუნდური). 1961 წელს მოიპოვა საბჭოთა კავშირის ჩემპიონის ტიტული (პირადი). საბჭოთა კავშირის ჩემპიონი პირად ჩათვლაში (1961). ხუთგზის მეორე (1960, 1961, 1962, 1964, 1968) და ხუთგზის მესამე (1957, 1958, 1960, 1965, 1967) პრიზიორი. საკავშირო თასის მფლობელი (1960). საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი.
1938. ჯონ კონელი. 1960-იანი წლების ინგლისის ნაკრების ნახევარმცველი. მსოფლიოს 1966 წლის ჩემპიონი. ინგლისის ნაკრებში ჩაატარა 20 მატჩი, გაიტანა 7 გოლი.
1942. ჯაცინტო ფაკეტი. ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი. ამპლუით მცველი. იტალიის ნაკრების შემადგენლობაში 1968 წელს გახდა ევროპის ჩემპიონი. მსოფლიოს 1970 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. “სკუადრა აძურაში” ჩაატარა 94 მატჩი, გაიტანა 3 გოლი. 1960-78 წლებში გამოდიოდა მილანის “ინტერში”. 1964 და 1965 წლებში მოიპოვა ჩემპიონთა თასი. იმავე წლებში დაეუფლა საკონტინენტთაშორისო თასს. 1963, 1965, 1966 და 1971 წლებში გახდა იტალიის ჩემპიონი. იტალიის თასის მფლობელი (1978). “ინტერის” შემადგენლობაში სერია A-ში ჩაატარა 476 მატჩი, გაიტანა 59 გოლი. 1977 წელს უეფას თასის პირველ ოცდამეთორმეტედფინალურ შეხვედრაში თბილისის “დინამოს” წინააღმდეგ მილანის “სან სიროზე” იასპარეზა. მატჩის მეორე ტაიმში დავით ყიფიანმა ფაკეტის ბურთი აართვა და ასპარეზობის ერთადერთი გოლი გაიტანა. ჯაცინტო ფაკეტი 2006 წლის 4 სექტემბერს გარდაიცვალა.
1944. დევიდ ჰემერი. ამერიკელი მძლეოსანი. 400 მეტრზე რბენაში 1968 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.
1949. იეჟი გორგონი. 1970-იანი წლების პოლონეთის საფეხბურთო ნაკრების ცენტრალური მცველი. მიუნხენის 1972 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. მსოფლიოს 1974 წლის მუნდიალის მესამეადგილოსანი. პოლონეთის ნაკრებში ჩაატარა 35 მატჩი, გაიტანა 6 გოლი. პოლონეთის ორგზის ჩემპიონი და ქვეყნის თასის ოთხგზის მფლობელი. ზორბა აგებულებისა და ღია ფერის თმის გამო გულშემატკივრებმა “თეთრი მთა” შეარქვეს.
1952. ჯეიმს ფორბსი. ამერიკელი კალათბურთელი. 1972 წლის მიუნხენის ოლიმპიადაზე მოიპოვა ვერცხლის მედალი. პირველობა საბჭოთა ნაკრებს ერგო, რომლის რიგებში ქართული საკალათბურთო სკოლის აღზრდილები ზურაბ საკანდელიძე, მიხეილ ქორქია და სერგო კოვალენკო გამოდიოდნენ.
1971. ანფერნი ჰარდუეი. “ნიუ იორკ ნიკზის” მსროლელი-ფორვარდი (201 სმ). 1996 წლის ატლანტის ოლიმპიადაზე აშშ-ის “დრიმ თიმის” შემადგენლობაში მოიპოვა ოქროს მედალი.